https://sputnik-georgia.com/20230917/lasa-talaxaze-svidgzis-msoflio-cempionia-282335666.html
ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონია - ვიდეო
ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონია - ვიდეო
Sputnik საქართველო
ლაშამ აიღო ოქრო ატაცში 220 კგ-ით, ხოლო აკვრაში 253 კგ დაძლია 17.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-17T20:02+0400
2023-09-17T20:02+0400
2023-09-17T21:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/11/282334612_0:129:2048:1282_1920x0_80_0_0_8876864de3cffea576030988d2db5904.jpg
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. ქართველმა ძალოსანმა, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) ერ-რიადში მეშვიდედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული - ორჭიდის ჯამში მან 473 კგ დაძლია.მსოფლიო ჩემპიონატი ძალოსნობაში 4-დან 17 სექტემბრამდე ერ-რიადში (საუდის არაბეთი) იმართება. ქართველი ძალოსნები, მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით, არა მხოლოდ მედლებისთვის, არამედ პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის სალიცენზიო ქულების მოსაპოვებლადაც იბრძვიან. საქართველოდან ერ-რიადში სულ 11 სპორტსმენი გაემგზავრა.ჩემპიონატის ბოლო დღეს ლაშა ტალახაძემ დაიმსახურა ოქროს მედალი ატაცში 220 კგ-ით (208, 215 და 220 კგ).აკვრაში კი ქართველმა ძალოსანმა 245 და 253 კგ დააფიქსირა და აკვრაში პირველი ადგილი აიღო. მესამე ცდაზე ტალახაძემ 260 კგ განაცხადი გააკეთა, მაგრამ ვერ დაძლია ეს წონა.მეორე ადგილზეა სპორტსმენი სომხეთიდან ვარაძათ ლალაიანი - 460 კგ, მესამეზე სომეხი ძალოსანი გორ მინასიანი, რომელიც ბაჰრეინის სახელით გამოდის - 459 კგ.ამ გამარჯვების წყალობით ლაშა ტალახაძე ქართული სპორტის ისტორიაში პირველი სპორტსმენი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ შვიდჯერ მოიპოვა ოქრო.რაც შეეხება მსოფლიო ძალოსნობის ისტორიას, წარმატების შემთხვევაში, ლაშა ტალახაძე მეორე ძალოსანი გახდა საბჭოთა სპორტსმენის ვასილი ალექსეევის შემდეგ, რომელმაც ზედიზედ შვიდჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი.აპრილში ტალახაძემ ერევანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მეშვიდე ოქრო მოიპოვა. ხოლო 2022 წლის დეკემბერში კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში ზედიზედ მეექვსედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. ქართველმა გოლიათმა ატაცში 215, აკვრაში კი 251 კილოგრამი დააფიქსირა და ორჭიდის ჯამში 466 კგ-ით გაიმარჯვა.2021 წლის დეკემბერში, ტაშკენტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტალახაძემ სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა ატაცში (225 კგ), აკვრაში (267 კგ) და ორჭიდის ჯამში (492 კგ).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/11/282334612_81:121:1740:1365_1920x0_80_0_0_c0f45a4f5cf43ba4e3aea25b8e6f7700.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონია - ვიდეო
20:02 17.09.2023 (განახლებულია: 21:28 17.09.2023) ლაშამ აიღო ოქრო ატაცში 220 კგ-ით, ხოლო აკვრაში 253 კგ დაძლია
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. ქართველმა ძალოსანმა, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) ერ-რიადში მეშვიდედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული - ორჭიდის ჯამში მან 473 კგ დაძლია.
მსოფლიო ჩემპიონატი ძალოსნობაში 4-დან 17 სექტემბრამდე ერ-რიადში (საუდის არაბეთი) იმართება. ქართველი ძალოსნები, მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით, არა მხოლოდ მედლებისთვის, არამედ პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის სალიცენზიო ქულების მოსაპოვებლადაც იბრძვიან. საქართველოდან ერ-რიადში სულ 11 სპორტსმენი გაემგზავრა.
ჩემპიონატის ბოლო დღეს ლაშა ტალახაძემ დაიმსახურა ოქროს მედალი ატაცში 220 კგ-ით (208, 215 და 220 კგ).
აკვრაში კი ქართველმა ძალოსანმა 245 და 253 კგ დააფიქსირა და აკვრაში პირველი ადგილი აიღო. მესამე ცდაზე ტალახაძემ 260 კგ განაცხადი გააკეთა, მაგრამ ვერ დაძლია ეს წონა.
მეორე ადგილზეა სპორტსმენი სომხეთიდან ვარაძათ ლალაიანი - 460 კგ, მესამეზე სომეხი ძალოსანი გორ მინასიანი, რომელიც ბაჰრეინის სახელით გამოდის - 459 კგ.
ამ გამარჯვების წყალობით ლაშა ტალახაძე ქართული სპორტის ისტორიაში პირველი სპორტსმენი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ შვიდჯერ მოიპოვა ოქრო.
რაც შეეხება მსოფლიო ძალოსნობის ისტორიას, წარმატების შემთხვევაში, ლაშა ტალახაძე მეორე ძალოსანი გახდა საბჭოთა სპორტსმენის ვასილი ალექსეევის შემდეგ, რომელმაც ზედიზედ შვიდჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი.
აპრილში ტალახაძემ ერევანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მეშვიდე ოქრო მოიპოვა. ხოლო 2022 წლის დეკემბერში კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში ზედიზედ მეექვსედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. ქართველმა გოლიათმა ატაცში 215, აკვრაში კი 251 კილოგრამი დააფიქსირა და ორჭიდის ჯამში 466 კგ-ით გაიმარჯვა.
2021 წლის დეკემბერში, ტაშკენტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტალახაძემ სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა ატაცში (225 კგ), აკვრაში (267 კგ) და ორჭიდის ჯამში (492 კგ).