https://sputnik-georgia.com/20230916/saqartvelosi-daculi-teritoriebis-sesaxeb-saertasoriso-samiti-gaimarteba-282323547.html
საქართველოში დაცული ტერიტორიების შესახებ საერთაშორისო სამიტი გაიმართება
საქართველოში დაცული ტერიტორიების შესახებ საერთაშორისო სამიტი გაიმართება
Sputnik საქართველო
სამიტის მიზანია ეროვნული პარკების საერთაშორისოდ აღიარებული, წარმატებული მართვის პრაქტიკასთან გაცნობა და გამოცდილების გაზიარება. 16.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-16T20:08+0400
2023-09-16T20:08+0400
2023-09-16T21:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/11/269524997_0:81:1900:1150_1920x0_80_0_0_32edc27d97f36c87654b849d6ff668a4.jpg
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით 2023 წლის 7-9 ნოემბერს გაიმართება პირველი საერთაშორისო სამიტი სახელწოდებით „ეროვნული პარკებისა და ველური ბუნების დაცვა ევრაზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში“, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.სამიტის მიზანია ეროვნული პარკების საერთაშორისოდ აღიარებული, წარმატებული მართვის პრაქტიკასთან გაცნობა და გამოცდილების გაზიარება.ღონისძიების მონაწილე მსოფლიოს წამყვანი ეროვნული პარკების წარმომადგენლები აშშ-დან, გერმანიიდან, შვედეთიდან, რუმინეთიდან, მაკედონიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან და კორეის რესპუბლიკიდან, შეეხებიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:ღონისძიება ორგანიზებულია ფონდის Global Conservation მხარდაჭერით, კავკასიის ბუნების ფონდის, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ასევე ზუკოვის ფონდისა (Succow Stiftung) და GIZ-ის თანადაფინანსებით. ღონისძიების პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული პარკების სამსახურის (US National Park Service) „საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამა“ (USDOI-ITAP).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/11/269524997_130:0:1771:1231_1920x0_80_0_0_1e0ce2b3049b4433e052c2b2b371230e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოში დაცული ტერიტორიების შესახებ საერთაშორისო სამიტი გაიმართება
20:08 16.09.2023 (განახლებულია: 21:08 16.09.2023) სამიტის მიზანია ეროვნული პარკების საერთაშორისოდ აღიარებული, წარმატებული მართვის პრაქტიკასთან გაცნობა და გამოცდილების გაზიარება.
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით 2023 წლის 7-9 ნოემბერს გაიმართება პირველი საერთაშორისო სამიტი სახელწოდებით „ეროვნული პარკებისა და ველური ბუნების დაცვა ევრაზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში“, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამიტის მიზანია ეროვნული პარკების საერთაშორისოდ აღიარებული, წარმატებული მართვის პრაქტიკასთან გაცნობა და გამოცდილების გაზიარება.
ღონისძიების მონაწილე მსოფლიოს წამყვანი ეროვნული პარკების წარმომადგენლები აშშ-დან, გერმანიიდან, შვედეთიდან, რუმინეთიდან, მაკედონიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან და კორეის რესპუბლიკიდან, შეეხებიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:
ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საერთაშორისო მოდელები
ეროვნულ პარკებში არსებული ტექნოლოგიები და სისტემები
ეკოტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის გზები
ღონისძიება ორგანიზებულია ფონდის Global Conservation მხარდაჭერით, კავკასიის ბუნების ფონდის, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ასევე ზუკოვის ფონდისა (Succow Stiftung) და GIZ-ის თანადაფინანსებით. ღონისძიების პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული პარკების სამსახურის (US National Park Service) „საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამა“ (USDOI-ITAP).