საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ორი უცხოელი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი
სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2023
გამოწერა
ყირგიზეთის მოქალაქეებს 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე ყირგიზეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
ბრალდებულები ბათუმში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.
ყირგიზეთის მოქალაქეებს 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ყველა ახალი ამბავი
0