გურჯაანში ქარისგან მოგლეჯილი სახურავების გადახურვა დაიწყეს

© official site of MES of RA გადახდილი სახურავი
გადახდილი სახურავი - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2023
გამოწერა
სტიქიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტი რამდენჯერმე დააზარალა.
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად უსახურავოდ დაჩენილი საცხოვრებელი სახლების გადახურვა დაიწყეს, ნათქვამია გურჯაანის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აგვისტოს პირველ რიცხვებში ძლიერმა ქარმა და სეტყვამ როგორც კერძო, ასევე, საერთო საცხოვრებელი სახლების სახურავები მნიშვნელოვნად დააზიანა. მედიის ცნობით, სახურავის გარეშე იყო დარჩენილი 5 მრავალსართულიანი კორპუსი და 70-მდე კერძო სახლი, მათ შორის ვეჯინში, კოლაგში, ბაკურციხეში, ველისციხესა და კარდენახში. მერიამ ისინი დროებითი გადახურვის საშუალებებით უზრუნველყო.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებული,გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლერი გელენავა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ, როგორ მიმდინარეობს გურჯაანში სახლების გადახურვის პროცესი.
ყველა ახალი ამბავი
0