ბუნებრივი კატასტროფების ადრეული გაფრთხილების რამდენი სადგური არსებობს საქართველოში

© AP Photo / Achmad Ibrahimსეისმოგრაფი
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2023
გამოწერა
უკვე დამონტაჟდა 30 მეტეოროლოგიური, 20 აგრომეტეოროლოგიური და ერთი ჰიდროლოგიური სადგური.
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის 1 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს რეგიონებში ადრეული (წინასწარი) შეტყობინების სისტემის 51 სადგურია დამონტაჟებული, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში დეპუტატების შეკითხვის საპასუხოდ.
ადრეული (წინასწარი) შეტყობინების სისტემის სადგურები აგროვებენ ინფორმაციას დაკვირვების არელაში და სახიფათო პროცესების პროგნოზს მათი ნელი განვითარების შემთხვევაში იძლევა.
სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დამონტაჟდა 30 მეტეოროლოგიური, 20 აგრომეტეოროლოგიური და ერთი ჰიდროლოგიური სადგური.
2024 წლის პირველი კვარტლის ბოლომდე ჯამში 150 სადგურის დამონტაჟება იგეგმება.
ადრეული გაფრთხილების სადგურების ძირითადი ნაწილი რაჭისა და სვანეთის რეგიონის მთებში მდებარეობს, ასევე არის სადგურები სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, შავი ზღვის სანაპიროზე, კახეთში, იმერეთში, მთიან აჭარასა და გურიაში.
2018 წელს საქართველომ დაიწყო ფართომასშტაბიანი შვიდწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებას. ის საქართველოს მთავრობამ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად დაიწყო მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) და შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ბიუჯეტი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნას, 74 მილიონი დოლარს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0