ვინ და რატომ უნდა მიირთვას კაკაო: რეკომენდებული რაოდენობა და აკრძალვები

© unsplash/Maddi Bazzoccoკაკაო
კაკაო - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2023
გამოწერა
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. კაკაოს ზომიერი გამოყენება ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციას და დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე, აცხადებენ დიეტოლოგები.
ექიმების განმარტებით, კაკაოს მარცვლები მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით, შეიცავს ცილებს, ნახშირწყლებს, ზეთებს, ორგანულ მჟავებს, მინერალურ ნივთიერებებს, A, PP ვიტამინებს, ასევე B ჯგუფის ვიტამინებს. გარდა ამისა, მათში საკმაოდ დიდი რაოდენობითაა ბიოფლავონოიდები — ბუნებრივი ანტიოქსიდანტები, რომლებიც ორგანიზმის უჯრედულ მემბრანებს დაზიანებისგან იცავს.

„კვლევის თანახმად, კაკაოს ფხვნილის ზომიერი მოხმარება სისხლში გლუკოზის დონის კონტროლს აუმჯობესებს და ამცირებს გულის დაავადებების რისკს. გარდა ამისა, დადასტურებულია თავის ტვინის პროდუქტიულობის გაზრდა, არტერიული წნევისა და სისხლის ლიპიდების ნორმალიზება“, — ამბობენ სპეციალისტები.

გარდა ამისა, კაკაოს მარცვლების შემადგენლობაში შემავალი ალკალოიდები — თეობრომინი და კოფეინი, სასმელის გამამხნევებელ ეფექტს უზრუნველყოფს. თუმცა, ამავე ნივთიერებების გამო რეკომენდებული რაოდენობა — დღეში ერთი ფინჯანია.
არ გამოტოვოთ: კაკაო და მისი სასარგებლო თვისებები >>
ექიმების თქმით, სწორედ ეს არის ის რაოდენობა, რაც სარგებელსა და სიამოვნებას მოგანიჭებთ და არ გაზრდის ალერგიული რეაქციების ან ჯანმრთელობაზე სხვა უარყოფითი ზემოქმედების რისკს.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილი ადამიანების გარდა, კაკაოს მიღება უნდა შეზღუდონ ორსულმა და მეძუძურმა ქალებმაც, ის ასევე არ უნდა შედიოდეს სამ წლამდე ბავშვების კვებაში.
ამასთან დიეტოლოგები აკონკრეტებენ, რომ ერთი ფინჯანი სასმელის მოსამზადებლად 10 გრამი კაკაოს ფხვნილია საკმარისი. ის საშუალოდ 35 კკალორიას, 2,5 გ ცილას, 1,5 გ ცხიმს და 1 გ ნახშირწყლებს შეიცავს.
ყველა ახალი ამბავი
0