საქართველოს სკოლებში სასწავლო წელი დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerსწავლის დაწყება
სწავლის დაწყება - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2023
გამოწერა
სკოლებში სასწავლო წელი იწყება 15 სექტემბერს და მთავრდება 10 ივნისის შემდეგ პირველ პარასკევს.
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სკოლებში პარასკევს, 15 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
2023 წელს პირველად სკოლაში მივიდა 60 ათასი პირველკლასელი. ისინი სპეციალურად 2023/2024 სასწავლოს წლისთვის გამოშვებული ახალი სახელმძღვანელოებითა და სამუშაო რვეულებით ისწავლიან.
პირველკლასელები შეისწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას, მათემატიკას, ბუნებისმეტყველებას, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას, უცხოურ ენასა და ჭადრაკს.
სახელმწიფო სკოლებში პირველკლასელებს უკვე გადასცეს სახელმძღვანელოები და ახალი ნეტბუქები.
როდის დაიწყება თბილისის ბაგა-ბაღებში ახალი სააღმზრდელო წელი>>
სახელმძღვანელოები მიიღეს სახელმწიფო სკოლების სხვა კლასების მოსწავლეებმაც, ხოლო კერძო სკოლების მოსწავლეების მშობლებს სახელმძღვანელოების თავად შეძენა უწევთ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში 2.308 სკოლაა, აქედან 2.086 სახელმწიფო და 222 – კერძო. ამასთან 504 სკოლა არასრულ განათლებას იძლევა.
ყველაზე მეტი (396) სკოლაა იმერეთში. თბილისი მეორე ადგილზეა – 292 სკოლა. მოსწავლეთა რაოდენობა 624,5 ათასია.
ყველა ახალი ამბავი
0