https://sputnik-georgia.com/20230915/ruseti-crdiloet-korea-282326414.html
მოსაზრება: რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის პერსპექტივები
მოსაზრება: რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის პერსპექტივები
Sputnik საქართველო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის პერსპექტივები გახსნეს... 15.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-15T15:06+0400
2023-09-15T15:06+0400
2023-10-18T17:34+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
ჩრდილოეთი კორეა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0e/282290658_0:233:3162:2012_1920x0_80_0_0_b80446db9d004fd92c3a260f35df481a.jpg
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის პერსპექტივები გახსნეს, განსაკუთრებული აქცენტი სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე გაკეთდა.შორეული აღმოსავლეთის სამიტმა დასავლეთში პოლიტიკური ისტერიკა გამოიწვია.ოთხშაბათს, 13 სექტემბერს, „ვოსტოჩნიზე“ კიმ ჩენ ინთან მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტებს სამეცნიერო-ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის პერსპექტივები გააცნო — გაეროს შეზღუდვების შესწორებით. კერძოდ, რუსეთი დაეხმარება ჩრდილოეთ კორეას კოსმოსური თანამგზავრების მშენებლობაში. ჩრდილოეთ კორეა ძალიან ინტერესდება სარაკეტო ტექნოლოგიებით.ვლადიმირ პუტინის თქმით, არსებობს „ბევრი საინტერესო პროექტი" ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობის სფეროში, მაგრამ მაინც შესამჩნევია ურთიერთქმედების სამხედრო-ტექნიკური აქცენტი.ჩრდილოეთ კორეის ლიდერი სტუმრობს კომსომოლსკის თავდაცვით საწარმოებს. მას თან ახლავს უმაღლესი სამხედრო ჩინოსნები და საწარმოების ხელმძღვანელები, კერძოდ, ცენტრალური კომიტეტის სამხედრო სამმართველოს განყოფილების ხელმძღვანელი პაკ ჩონ ჩხონი, ცენტრალური სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე ლი ბენ ჩხოლი. მანამდე ფხენიანში რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ გაეცნო ჩრდილოეთ კორეის შეიარაღების უახლეს ნიმუშებს.კიმ ჩენ ინი მხარს უჭერს უკრაინაში რუსეთის სამხედრო სპეცოპერაციას და მზად არის წვლილი შეიტანოს „ჰეგემონისტური ძალების წინააღმდეგ წმინდა ბრძოლაში". დასავლეთი სერიოზულადაა შეშფოთებული რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ურთიერთობებით. Bloomberg-ის ინფორმაციით, 2023 წელს ფხენიანმა ორჯერ ვერ შეძლო სადაზვერვო თანამგზავრის გაშვება და ამაში მოსკოვს შეუძლია დახმარება. Bloomberg-ი ასევე აღნიშნავს, რომ კიმ ჩენ ინს ატმოსფეროში შესული სარაკეტო ქობინების გახურების გადალახვის ტექნოლოგია აინტერესებს.ჩრდილოეთ კორეამ შექმნა თავისი ბირთვული იარაღი და მისი გადაზიდვის საშუალებები, მიუხედავად მკაცრი საერთაშორისო სანქციებისა. ჩრდილოეთ კორეის არმიას აქვს ათასობით თანამედროვე დრონი, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, ტაქტიკური რაკეტების უზარმაზარი არსენალი, საბჭოთა კალიბრის რეაქტიული ჭურვები და საარტილერიო საბრძოლო მასალა, რომელიც სასარგებლო იქნებოდა რუსეთის არმიისთვის სამხედრო სპეცოპერაციის ზონაში.აშშ და ნატო პანიკაში არიანამერიკული და ბრიტანული გაფრთხილებების სიჩქარე რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის დაუშვებლობის შესახებ დასავლეთის შიშის ხარისხს აჩვენებს გეოპოლიტიკური მარცხის გარდაუვალობის წინაშე.ნატოელი ექსპერტები შიშობენ, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეას ატომური წყალქვეშა ნავების მშენებლობის ტექნოლოგიებს გადასცემს, ხოლო ფხენიანი რუსეთს მოხალისეებს, იარაღსა და საბრძოლო მასალას გაუგზავნის. ძირითადი დისკურსია: „თუ ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის სამხედრო მიწოდებებს დაიწყებს, ეს რამდენჯერმე გადაფარავს იმას, რაც ნატოს ქვეყნებმა მიაწოდეს უკრაინას".ჩრდილოეთ კორეელი მოხალისეები სპეცოპერაციის ზონაში წარმოუდგენელია, მაგრამ ფხენიანის სამხედრო პოტენციალი საკმაოდ დიდია.ჩრდილოეთ კორეის არმია მსოფლიოში მე-4 ადგილზეა რაოდენობრივად — 1,2 მილიონი მოქმედი სამხედრო მოსამსახურე. სპეციალისტების განსწავლულობა ეჭვს არ იწვევს. The Military Balance 2023-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის არსენალში შედის 100-ზე მეტი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, 30 საშუალო და 60 მცირე სიშორის ბალისტიკური რაკეტა, 4000-მდე ტანკი, ათობით ათასი ჯავშანტექნიკა და არტილერია.ჩრდილოკორეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები სამოქალაქო ავტომობილების სახითაა კომუფლირებული, რაც მათ საიდუმლოებასა და სიცოცხლისუნარიანობას ზრდის. ამ იარაღს უკრაინის საომარი მოქმედებების თეტრში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ამერიკელებმა უკრაინულ ჯარებს საიდუმლოდ გადასცეს ათასობით სამხრეთ კორეული საარტილერიო ჭურვი.ამერიკული გამოცემები აანალიზებენ ჩრდილოეთ კორეის შესაძლო გავლენას რუსეთის სპეცოპერაციის ზონაში არსებულ სიტუაციაზე. ისინი აღშფოთებულები და გაკვირვებულები არიან. ბრიტანული მედია სხვებზე მეტად ავსიტყვაობს და რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის დემონიზაციაში ვარჯიშობს, ვლადიმირ პუტინისა და კიმ ჩენ ინის მოლაპარაკებებს „დამთავრებული დიქტატორების შეხვედრასა" და „სისხლიან კავშირს" უწოდებს.აქ ბევრმა მკითხველმა შეიძლება იკითხოს: თუ „შერისხულ“ ქვეყნებს უკვე დიდი ხანია აქვთ ჰიპერბგერითი რაკეტები, რა შეიძლება ეწოდოს ნატოს ტექნოლოგიურად ჩამორჩენილ ქვეყნებს, რომლებსაც დღემდე ვერ მოუხერხებიათ ჰიპერბგერის „გახედვნა?“როგორც უნდა აფასებდნენ მომხდარს დასავლეთში, რუსეთი აპირებს, განავითაროს ურთიერთქმედება ჩრდილოეთ კორეასთან ყველა შესაძლო მიმართულებით. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ვიზიტი რუსეთში თანამშრომლობის ახალ ეპოქას ხსნის, ევროპასა და აზიაში ძალთა ბალანსს ცვლის.მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჩრდილოეთ კორეა არც თუ ისე მდიდარი, მაგრამ მაინც სუვერენული (1956 წლიდან) სახელმწიფოა საკმაოდ ძლიერი ეკონომიკითა და განვითარების დიდი პოტენციალით. მეგობრული ურთიერთობები ფხენიანთან ორმხრივად სასარგებლოა.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიღო კიმ ჩენ ინის მიწვევა ჩრდილოეთ კორეაში ჩასვლის შესახებ. გარდა ამისა, რუსეთმა და ჩინეთმა 13 სექტემბერს განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას. და შემთხვევითი არ არის, რომ იმავე დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის დასასრული აღიარა.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ჩრდილოეთი კორეა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0e/282290658_97:0:2828:2048_1920x0_80_0_0_ed253c7c35329ed18febc952bd0c945f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მოსაზრება, ჩრდილოეთი კორეა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, მოსაზრება, ჩრდილოეთი კორეა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის პერსპექტივები გახსნეს, განსაკუთრებული აქცენტი სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე გაკეთდა.
შორეული აღმოსავლეთის სამიტმა დასავლეთში პოლიტიკური ისტერიკა გამოიწვია.
ოთხშაბათს, 13 სექტემბერს, „ვოსტოჩნიზე“ კიმ ჩენ ინთან მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტებს სამეცნიერო-ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის პერსპექტივები გააცნო — გაეროს შეზღუდვების შესწორებით. კერძოდ, რუსეთი დაეხმარება ჩრდილოეთ კორეას კოსმოსური თანამგზავრების მშენებლობაში. ჩრდილოეთ კორეა ძალიან ინტერესდება სარაკეტო ტექნოლოგიებით.
ვლადიმირ პუტინის თქმით, არსებობს „ბევრი საინტერესო პროექტი" ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობის სფეროში, მაგრამ მაინც შესამჩნევია ურთიერთქმედების სამხედრო-ტექნიკური აქცენტი.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი სტუმრობს კომსომოლსკის თავდაცვით საწარმოებს. მას თან ახლავს უმაღლესი სამხედრო ჩინოსნები და საწარმოების ხელმძღვანელები, კერძოდ, ცენტრალური კომიტეტის სამხედრო სამმართველოს განყოფილების ხელმძღვანელი პაკ ჩონ ჩხონი, ცენტრალური სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე ლი ბენ ჩხოლი. მანამდე ფხენიანში რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ გაეცნო ჩრდილოეთ კორეის შეიარაღების უახლეს ნიმუშებს.
კიმ ჩენ ინი მხარს უჭერს უკრაინაში რუსეთის სამხედრო სპეცოპერაციას და მზად არის წვლილი შეიტანოს „ჰეგემონისტური ძალების წინააღმდეგ წმინდა ბრძოლაში". დასავლეთი სერიოზულადაა შეშფოთებული რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ურთიერთობებით. Bloomberg-ის ინფორმაციით, 2023 წელს ფხენიანმა ორჯერ ვერ შეძლო სადაზვერვო თანამგზავრის გაშვება და ამაში მოსკოვს შეუძლია დახმარება. Bloomberg-ი ასევე აღნიშნავს, რომ კიმ ჩენ ინს ატმოსფეროში შესული სარაკეტო ქობინების გახურების გადალახვის ტექნოლოგია აინტერესებს.
ჩრდილოეთ კორეამ შექმნა თავისი ბირთვული იარაღი და მისი გადაზიდვის საშუალებები, მიუხედავად მკაცრი საერთაშორისო სანქციებისა. ჩრდილოეთ კორეის არმიას აქვს ათასობით თანამედროვე დრონი, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, ტაქტიკური რაკეტების უზარმაზარი არსენალი, საბჭოთა კალიბრის რეაქტიული ჭურვები და საარტილერიო საბრძოლო მასალა, რომელიც სასარგებლო იქნებოდა რუსეთის არმიისთვის სამხედრო სპეცოპერაციის ზონაში.
აშშ და ნატო პანიკაში არიან
ამერიკული და ბრიტანული გაფრთხილებების სიჩქარე რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის დაუშვებლობის შესახებ დასავლეთის შიშის ხარისხს აჩვენებს გეოპოლიტიკური მარცხის გარდაუვალობის წინაშე.
ნატოელი ექსპერტები შიშობენ, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეას ატომური წყალქვეშა ნავების მშენებლობის ტექნოლოგიებს გადასცემს, ხოლო ფხენიანი რუსეთს მოხალისეებს, იარაღსა და საბრძოლო მასალას გაუგზავნის. ძირითადი დისკურსია: „თუ ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის სამხედრო მიწოდებებს დაიწყებს, ეს რამდენჯერმე გადაფარავს იმას, რაც ნატოს ქვეყნებმა მიაწოდეს უკრაინას".
ჩრდილოეთ კორეელი მოხალისეები სპეცოპერაციის ზონაში წარმოუდგენელია, მაგრამ ფხენიანის სამხედრო პოტენციალი საკმაოდ დიდია.
ჩრდილოეთ კორეის არმია მსოფლიოში მე-4 ადგილზეა რაოდენობრივად — 1,2 მილიონი მოქმედი სამხედრო მოსამსახურე. სპეციალისტების განსწავლულობა ეჭვს არ იწვევს. The Military Balance 2023-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის არსენალში შედის 100-ზე მეტი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, 30 საშუალო და 60 მცირე სიშორის ბალისტიკური რაკეტა, 4000-მდე ტანკი, ათობით ათასი ჯავშანტექნიკა და არტილერია.
ჩრდილოკორეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები სამოქალაქო ავტომობილების სახითაა კომუფლირებული, რაც მათ საიდუმლოებასა და სიცოცხლისუნარიანობას ზრდის. ამ იარაღს უკრაინის საომარი მოქმედებების თეტრში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ამერიკელებმა უკრაინულ ჯარებს საიდუმლოდ გადასცეს ათასობით სამხრეთ კორეული საარტილერიო ჭურვი.
ამერიკული გამოცემები აანალიზებენ ჩრდილოეთ კორეის შესაძლო გავლენას რუსეთის სპეცოპერაციის ზონაში არსებულ სიტუაციაზე. ისინი აღშფოთებულები და გაკვირვებულები არიან. ბრიტანული მედია სხვებზე მეტად ავსიტყვაობს და რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის დემონიზაციაში ვარჯიშობს, ვლადიმირ პუტინისა და კიმ ჩენ ინის მოლაპარაკებებს „დამთავრებული დიქტატორების შეხვედრასა" და „სისხლიან კავშირს" უწოდებს.
აქ ბევრმა მკითხველმა შეიძლება იკითხოს: თუ „შერისხულ“ ქვეყნებს უკვე დიდი ხანია აქვთ ჰიპერბგერითი რაკეტები, რა შეიძლება ეწოდოს ნატოს ტექნოლოგიურად ჩამორჩენილ ქვეყნებს, რომლებსაც დღემდე ვერ მოუხერხებიათ ჰიპერბგერის „გახედვნა?“
როგორც უნდა აფასებდნენ მომხდარს დასავლეთში, რუსეთი აპირებს, განავითაროს ურთიერთქმედება ჩრდილოეთ კორეასთან ყველა შესაძლო მიმართულებით. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ვიზიტი რუსეთში თანამშრომლობის ახალ ეპოქას ხსნის, ევროპასა და აზიაში ძალთა ბალანსს ცვლის.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჩრდილოეთ კორეა არც თუ ისე მდიდარი, მაგრამ მაინც სუვერენული (1956 წლიდან) სახელმწიფოა საკმაოდ ძლიერი ეკონომიკითა და განვითარების დიდი პოტენციალით. მეგობრული ურთიერთობები ფხენიანთან ორმხრივად სასარგებლოა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიღო კიმ ჩენ ინის მიწვევა ჩრდილოეთ კორეაში ჩასვლის შესახებ. გარდა ამისა, რუსეთმა და ჩინეთმა 13 სექტემბერს განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას. და შემთხვევითი არ არის, რომ იმავე დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის დასასრული აღიარა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე