ღმერთმა დალოცოს ყოველი ქვეყანა - ილია მეორემ მორწმუნეებს საეკლესიო ახალი წელი მიულოცა

© photo: Sputnik / Aram Nersesyanილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2023
გამოწერა
საეკლესიო კალენდრის მიხედვით, სამყაროს შექმნიდან 7627 წელი დადგა
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მორწმუნეებს საეკლესიო ახალი წელი მიულოცა, ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 სექტემბერს ინდიქტიონის, ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს - 7627 წელს სამყაროს შექმნიდან.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ღმერთს შესთხოვა, დაიცვას ქვეყნის თითოეული კუთხე მეწყრის, მიწისძვრისა და სხვა სტიქიური უბედურებებისგან.
კათოლიკოს-პატრიარქმა ისურვა, რომ ღმერთმა დალოცოს და განამტკიცოს განსაცდელში მყოფი ყოველი ადამიანი და ყოველი ქვეყანა.
„ღმერთმა დალოცოს მკვიდრნი საქართველოისა და უცხოეთში მყოფნი ჩვენი თანამემამულენი. ღმერთმა დალოცოს მთელი მსოფლიო“, - ნათქვამია ილია მეორის განცხადებაში.
გვირგვინი წელიწადისა და დაწყება ინდიქტისა
ძველი სტილით 1 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ინდიქტის - ეკლესიური ახალი წელიწადის დაწყებას ზეიმობს. ამ დღეს ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი სინაგოგაში შევიდა და წაიკითხა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები: „სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათჳს მცხო მე... ქადაგებად წელიწადი უფლისა შეწყნარებული“ (ლკ. 4. 18-19).
გარდა ამისა, 312 წლის 1 სექტემბერს კონსტანტინე დიდმა (306-337) გამანადგურებელი დამარცხება აგემა მაქსენციუსს (307-312), რის შემდეგაც ქრისტიანებს სარწმუნოების აღსარების სრული თავისუფლება მიენიჭათ.
ამ ორი მოვლენის აღსანიშნავად უძველესი (როგორც ვარაუდობენ, I მსოფლიო კრების) დროიდან ეკლესიაში წელიწადის ათვლა 1 სექტემბრიდან იწყება. შემდეგ თანდათანობით დამკვიდრდა ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვრიდან, მაგრამ საეკლესიო ახალი წელი დღესაც იწყება და აღინიშნება 1 სექტემბერს.
გადმოცემის თანახმად, ინდიქტიონის აღნიშვნა სათავეს ჯერ კიდევ ძველი რომიდან იღებს. როდესაც რომმა მთელი ქვეყანა დაიპყრო, სექტემბრის თვის პირველი დღე ინდიქტიონის დასაწყისად დაადგინა და თხუთმეტი წლით განსაზღვრა, მერე კი ეს დრო სამ ნაწილად გაყო. თითოეული ხუთწლეულის პირველ სექტემბერს დაპყრობილ ქვეყნებსა და ხალხებს ხარკი უნდა ეძლიათ". მოხარკენი გადასახადს რომ გადაიხდიდნენ, მომდევნო ხუთი წლის თავისუფლებას ზეიმობდნენ. ამგვარად, ინდიქტიონი სადღესასწაულო დღედ იქცა. მას აქეთ ახალი წელი სიხარულს, ზეიმს უკავშირდება, რადგან იუდეა რომის პროვინცია იყო, , ხარკს აქაც მთელ იმპერიაში გავრცელებული წელთაღრიცხვით იხდიდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0