https://sputnik-georgia.com/20230915/reutersis-gamokitxva-baidenis-impicmenti-282293103.html
ბაიდენის იმპიჩმენტი: Reuters უახლესი გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს
ბაიდენის იმპიჩმენტი: Reuters უახლესი გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის კონგრესის ინიციატივას, დაიწყოს გამოძიება ქვეყნის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შესაძლო იმპიჩმენტის ფარგლებში, ქვეყნის... 15.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-15T10:09+0400
2023-09-15T10:09+0400
2023-10-18T17:30+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
აშშ
ჯო ბაიდენი
პოლიტიკა
გამოკითხვა
საზოგადოებრივი აზრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/17/280171898_0:0:1621:912_1920x0_80_0_0_59a3e43ba3f0b7aabc1ce1d22bda720f.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის კონგრესის ინიციატივას, დაიწყოს გამოძიება ქვეყნის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შესაძლო იმპიჩმენტის ფარგლებში, ქვეყნის მოსახლეობის 41% უჭერს მხარს, ირკვევა Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის შედეგებიდან.კვლევამ აჩვენა, რომ კონგრესის მიერ გამოძიების დაწყებას მოქალაქეების 35% ეწინააღმდეგება, ხოლო 24%-ს ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ აქვს.ამასთან, იდეას დემოკრატიული პარტიის წევრთა მხოლოდ 18% ემხრობა, რესპუბლიკელებს შორის კი ამ მაჩვენებელმა 71%-ს მიაღწია.გამოკითხვა, რომლის სტატისტიკური ცდომილება +- 2%-ია, 8–14 სექტემბერს ჩატარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 4.400 რესპონდენტის ნაწილმა კითხვებს მანამ უპასუხა, სანამ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი კევინ მაკარტი 12 სექტემბერს ბაიდენის შესაძლო იმპიჩენტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა.კევინ მაკარტის თქმით, მთავარი თემა, რომელსაც კონგრესი გამოიძიებს, ეს არის საკითხი, იღებდა თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი სარგებელს თავისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის ბიზნეს-ოპერაციებიდან. გარდა ამისა, საუბარია კორუფციის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ბრალდებებზე ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს (2009-2017 წლებში).იმპიჩმენტის პროცედურაიმპიჩმენტი ითვალისწინებს ფედერალური მოხელეების, მათ შორის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას, თუ მათ „სახელმწიფო ღალატში, ქრთამის აღებაში ან სხვა მძიმე დანაშაულსა და სამართალდარღვევაში" ცნობენ დამნაშავედ.ბრალდების წარდგენის პრეროგატივა წარმომადგენელთა პალატას აქვს. თუ წარმომადგენელთა პალატა კენჭისყრით დაუჭერს მხარს წინადადებას, შემდეგ იმპიჩმენტი კონგრესის ზედა პალატაში — სენატში უნდა დამტკიცდეს. ამის მერე ბრალდებები გადაეცემა სენატს, სადაც პროცედურა სასამართლო პროცესად გადაიქცევა. ამ პროცესზე წარმომადგენელთა პალატა ბრალდების მხარედ გამოდის, ხოლო სენატორები ნაფიც მსაჯულთა როლს ასრულებენ.წყარო: Reuters
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/17/280171898_0:0:1535:1151_1920x0_80_0_0_015ee3c1267b88b2c375a704a30c7342.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, აშშ , ჯო ბაიდენი, პოლიტიკა, გამოკითხვა, საზოგადოებრივი აზრი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, აშშ , ჯო ბაიდენი, პოლიტიკა, გამოკითხვა, საზოგადოებრივი აზრი
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის კონგრესის ინიციატივას, დაიწყოს გამოძიება ქვეყნის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შესაძლო იმპიჩმენტის ფარგლებში, ქვეყნის მოსახლეობის 41% უჭერს მხარს, ირკვევა Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის შედეგებიდან.
კვლევამ აჩვენა, რომ კონგრესის მიერ გამოძიების დაწყებას მოქალაქეების 35% ეწინააღმდეგება, ხოლო 24%-ს ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ აქვს.
ამასთან, იდეას დემოკრატიული პარტიის წევრთა მხოლოდ 18% ემხრობა, რესპუბლიკელებს შორის კი ამ მაჩვენებელმა 71%-ს მიაღწია.
გამოკითხვა, რომლის სტატისტიკური ცდომილება +- 2%-ია, 8–14 სექტემბერს ჩატარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 4.400 რესპონდენტის ნაწილმა კითხვებს მანამ უპასუხა, სანამ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი კევინ მაკარტი 12 სექტემბერს ბაიდენის შესაძლო იმპიჩენტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა.
კევინ მაკარტის თქმით, მთავარი თემა, რომელსაც კონგრესი გამოიძიებს, ეს არის საკითხი, იღებდა თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი სარგებელს თავისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის ბიზნეს-ოპერაციებიდან. გარდა ამისა, საუბარია კორუფციის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ბრალდებებზე ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს (2009-2017 წლებში).
იმპიჩმენტი ითვალისწინებს ფედერალური მოხელეების, მათ შორის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას, თუ მათ „სახელმწიფო ღალატში, ქრთამის აღებაში ან სხვა მძიმე დანაშაულსა და სამართალდარღვევაში" ცნობენ დამნაშავედ.
ბრალდების წარდგენის პრეროგატივა წარმომადგენელთა პალატას აქვს. თუ წარმომადგენელთა პალატა კენჭისყრით დაუჭერს მხარს წინადადებას, შემდეგ იმპიჩმენტი კონგრესის ზედა პალატაში — სენატში უნდა დამტკიცდეს. ამის მერე ბრალდებები გადაეცემა სენატს, სადაც პროცედურა სასამართლო პროცესად გადაიქცევა. ამ პროცესზე წარმომადგენელთა პალატა ბრალდების მხარედ გამოდის, ხოლო სენატორები ნაფიც მსაჯულთა როლს ასრულებენ.