სულიერი ნავსაყუდელი უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის

© courtesy of Maiko Gubeladzeსაკვირაო სკოლის ბავშვებთან ერთად
საკვირაო სკოლის ბავშვებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2023
გამოწერა
მაია გუბელაძე ემიგრაციაში ქართველ ბავშვებს მუსიკისადმი სიყვარულს უღვივებს.
„როცა ქართულ საკვირაო სკოლაში ამდენ თვალებგაბრწყინებულ და სიყვარულით გულანთებულ პატარას ვუყურებ, გული სიამაყით მევსება და ვფიქრობ: ,,არ გადავშენდებით!" - გვითხრა ესპანეთში მცხოვრებმა მუსიკოსმა მაია გუბელაძემ. თავის დროზე პროფესიად საგუნდო-სადირიჟორო სპეციალობა აირჩია. დღეს ამ სფეროში პედაგოგიური მუშაობის 30 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. ესპანეთში არსებულ მართლმადიდებლურ ტაძარში ემიგრანტებთან ერთად ბევრ კარგ ქართულ საქმეს აკეთებს.
- ქალბატონო მაია, ითვლება, რომ ესპანეთში ჩასულ ემიგრანტებს გარკვეულად გაუმართლათ, ასეა?
- დიახ, ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა, რადგან აღმოვჩნდი ბარსელონაში, იქ, სადაც ემიგრაციაში მყოფი ყველა ქართველი პოულობს სულიერ შვებას. აქ არსებული ქართული მართლმადიდებლური ტაძარი ადგილია, სადაც ჩვენთვის პატარა საქართველოა. არქიმანდრიტ ლუკა ფალავანდიშვილის წყალობით ეს ტაძარი ბარსელონაში მცხოვრები ყველა ქართველის სულიერი ნავსაყუდელია.
© courtesy of Maiko Gubeladzeმაია გუბელაძე
მაია გუბელაძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2023
მაია გუბელაძე
- თავიდან რა გზა გაიარეთ ესპანეთში?
- ვერ გეტყვით, რომ დიდი სირთულეები გამოვიარე, რადგან ესპანეთში უკვე დაფუძნებული იყო ჩემი ძმა თავისი ოჯახით. დღეს ჩემი მეუღლეც აქ არის. მყავს ორი შვილი, ერთი თავისი ცოლ-შვილით ამერიკაში ცხოვრობს. ჩემი ემიგრანტობაც რთულმა სოციალურმა პირობებმა განაპირობა. ესპანეთი არის ქვეყანა, რომელმაც მიმიღო და გულში ჩამიკრა სწორედ მაშინ, როცა ძალიან მიჭირდა. არ მიყვარს უმადური ადამიანები, ამიტომ სულ ვამბობ: მადლობა ესპანეთს და ესპანელ ხალხს.
© courtesy of Maiko Gubeladzeემიგრანტ ბავშვებთან ერთად
ემიგრანტ ბავშვებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2023
ემიგრანტ ბავშვებთან ერთად
- თავის დროზე პროფესია როგორ აირჩიეთ?
- შეიძლება ითქვას, რომ მუსიკა ჩემს ცხოვრებაში ბავშვობიდან იყო. სახლში ყველა მღეროდა - დედა, მამა და ძმა გიტარას კარგად ფლობდნენ. ჩემთვის კი პიანინო და მიკროფონი ყველაფერი იყო. სულ ვმღეროდი და თხოვნაც არ მჭირდებოდა, რომ მემღერა. სკოლის პერიოდში მუსიკალური შვიდწლედი დავამთავრე, შემდეგ სამუსიკო სასწავლებელი, მოგვიანებით უნივერსიტეტი. თუმცა საბოლოოდ ყველაფერს მაინც მუსიკამ სძლია. ამიტომ ჩემი ძირითადი პროფესიაც მას დავუკავშირე. საგუნდო-სადირიჟოროზე ყოველთვის დიდი კონკურსი იყო. ფაკულტეტზე ერთდროულად გავდიოდით ფორტეპიანოს, ვოკალს, მუსიკალურ ლიტერატურასა და სოლფეჯიოს.
© courtesy of Maiko Gubeladzeმაია გუბელაძე საკვირაო სკოლაში
მაია გუბელაძე საკვირაო სკოლაში - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2023
მაია გუბელაძე საკვირაო სკოლაში
- ისევ ესპანეთს რომ დავუბრუნდეთ, რას გვეტყვით საკვირაო სკოლაზე, სადაც წლებია ასწავლით?
- ამ სკოლაში ყველაფერი ქართული ისწავლება, რათა ესპანეთში დაბადებულ და გაზრდილ ბავშვებს იდენტობა არ დავუკარგოთ. ამ ბავშვებს საკვირაო სკოლაში ბევრი პროფესიონალი პედაგოგი ასწავლის, მათ შორის მეც. ამით თითოეული ჩვენგანი სამშობლოს წინაშე ვალს ვიხდით. ეს ქართული საკვირაო სკოლა არქიმანდრიტმა ლუკა ფალავანდიშვილმა დააარსა.
© courtesy of Maiko Gubeladzeმაია გუბელაძე საკვირაო სკოლის ბავშვებთან
მაია გუბელაძე საკვირაოს სკოლის ბავშვებთან - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2023
მაია გუბელაძე საკვირაო სკოლის ბავშვებთან
- ამ სკოლის ბავშვები ესპანელებსაც აცნობენ ქართულ კულტურას...
- დიახ, ბავშვები ხშირად იღებენ მონაწილეობას საქალაქო ღონისძიებებში და უცხოელებს ჩვენს კულტურას აცნობენ. ქართული სიმღერა, ცეკვა, რელიგია, ისტორია, დამწერლობა, მხატვრობა - ვამაყობ, რომ ჩვენი სკოლის პროექტები და ღონისძიებები ამ ყველაფერს მოიცავს. ვნატრობ, რომ ამ ნიჭიერმა პატარებმა, როცა გაიზრდებიან, სამშობლოში დაბრუნების გზა იპოვონ. თუ მე, როგორც ერთ-ერთი რიგითი ემიგრანტი პედაგოგი მათ კარგ ქართველებად ჩამოყალიბებაში პატარა წვლილს მაინც შევიტან, ჩავთვლი, რომ ეს წლები ტყუილად არ დამიკარგავს...
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0