https://sputnik-georgia.com/20230915/imeretsi-xetyis-ukanono-mopovebis-faqtebi-gamoavlines-282300363.html
იმერეთში ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს
იმერეთში ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს
სამართალდამრღვევებმა სახელმწიფო ტყეში 10 კუბურ მეტრამდე წიფლის სახეობის ხეტყე უკანონოდ მოიპოვეს. 15.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-15T14:54+0400
2023-09-15T14:54+0400
2023-09-16T20:29+0400
შემთხვევები საქართველოში
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
იმერეთი
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23822/81/238228188_0:540:5184:3456_1920x0_80_0_0_96e0e877a27bdeedff1f2a6a3868325c.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სააგენტოს ცნობით, სამართალდამრღვევებმა სახელმწიფო ტყეში 10 კუბურ მეტრამდე წიფლის სახეობის ხეტყე უკანონოდ მოიპოვეს. ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის სტაბილური მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს. 2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ. ხეტყის უკანონო ჭრა: აგვისტოს სტატისტიკა>>ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტებია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში. საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
საქართველო
იმერეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23822/81/238228188_0:514:3923:3456_1920x0_80_0_0_da69bf9767af894c3a71d6b0cd930002.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, იმერეთი
შემთხვევები საქართველოში, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, იმერეთი
იმერეთში ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს
14:54 15.09.2023 (განახლებულია: 20:29 16.09.2023) სამართალდამრღვევებმა სახელმწიფო ტყეში 10 კუბურ მეტრამდე წიფლის სახეობის ხეტყე უკანონოდ მოიპოვეს.
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს ცნობით, სამართალდამრღვევებმა სახელმწიფო ტყეში 10 კუბურ მეტრამდე წიფლის სახეობის ხეტყე უკანონოდ მოიპოვეს.
სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა სატვირთო ავტომობილები დალუქეს და საჩხერის საქმიან ეზოში გადაიყვანეს. ბრაკონიერების მიმართ კი შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის ორგანოში გადაიგზავნება.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის სტაბილური მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტებია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.