ახალმა თაობამ თანამედროვე სკოლებში უნდა ისწავლოს

© Government of Georgia Сourtesy of Georgian Governmentირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2023
გამოწერა
НовостиTelegram
მთავრობის მეთაურმა სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობისა და აღდგენის შესახებ ისაუბრა.
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის მოტივაცია და მიზანია, რომ ახალგაზრდა თაობამ და ბავშვებმა ევროპული სტანდარტების შესაბამის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ისწავლონ, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს სკოლებში პარასკევს, 15 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი დაიწყო. წელს პირველად სკოლაში 60 ათასამდე პირველკლასელი მივიდა. ისინი სპეციალურად 2023/2024 სასწავლოს წლისთვის გამოშვებული ახალი სახელმძღვანელოებითა და სამუშაო რვეულებით ისწავლიან. რაც შეეხება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს, აქ ახალი 2023-2024 სააღმზრდელო წელი 18 სექტემბერს დაიწყება.

„მინდა ყველას მივულოცო სასწავლო წლის დაწყება. მოგეხსენებათ, რომ დღეს დაიწყო ოფიციალურად უკვე სწავლა და მინდა პირველ რიგში მივულოცო ჩვენს პატარებს, ჩვენს პირველკლასელებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და მთლიანად საზოგადოებას", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა სკოლებისა და საბავშვო ბაღების აღდგენისა და მშენებლობის პროგრამაზე.
„შარშან დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც გულისხმობს ასეულობით სკოლის, 880 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობას და რომელიც უკვე დაწყებულია. დაკონტრაქტებულია და დაწყებულია რამდენიმე ასეული სკოლის რეაბილიტაციის ან მშენებლობის პროცესი", – აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, ამ პროგრამის ფარგლებში დაახლოებით მილიარდი ლარი დაიხარჯება. ამდენივე დაჯდება პროექტი, რომელიც ათასზე მეტი საბავშვო ბაღის აღდგენასა და მშენებლობას ითვალისწინებს.
სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდებათ>>
„მინდა აღვნიშნო, ჩვენი მთავარი მოტივაცია, მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები, ჩვენი მოსწავლეები სწავლობდნენ ევროპული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლებში, ბაღებში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესს ბოლომდე მივიყვანთ", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ყველგან ძალზე მძიმე მდგომარეობა იყო. რაც ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვიდა, ბოლო 10 წელიწადში ძალიან ბევრი სკოლა აშენდა, ასევე ბევრს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

„მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. ჩვენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა. ახლა ეს საკითხი გადაწყვეტილია და მიმდინარეობს ძალიან კარგი ტემპებით", – განაცხადა პრემიერმა.

საბავშვო ბაღების აღდგენისა და მშენებლობის სახელმწიფო პროგრამა სამ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი 2023 წლის 1 იანვარს დაიწყო. მასზე 100 მლნ ლარია გამოყოფილი.
განათლების მინისტრმა სკოლის მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა>>
პროგრამაზე მთლიანად 1,3 მლრდ ლარი დაიხარჯება.
2023 წლიდან ასევე დაიწყო 500 სკოლის აღდგენა და მშენებლობა. კიდევ 30 მილიონ ლარზე მეტი სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობისთვის არის გამოყოფილი.
ყველა ახალი ამბავი
0