„დავასუფთაოთ მსოფლიო“ - თბილისში აქცია გაიმართა

© MINISTRY OF ENVIRONMENTAL PROTECTION AND AGRICULTURE OF GEORGIAდასუფთავების აქცია
დასუფთავების აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2023
გამოწერა
საქართველო საერთაშორისო კამპანიას 2010 წელს შეუერთდა.
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით თბილისში დასუფთავების აქცია გაიმართა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დასუფთავების მსოფლიო დღე გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით 1993 წელს დაფუძნდა და ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება. მიმდინარე წლის კამპანიის დევიზია – „ადგილობრივი გარემოსდაცვითი ქმედებების მხარდაჭერა, რათა შეიცვალოს სამყარო“.
ყოველწლიური საერთაშორისო კამპანიის – „დავასუფთაოთ მსოფლიო“ ფარგლებში „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ წევრებთან ერთად თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
დასუფთავების საერთაშორისო კამპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი გარემოს დაცვის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. საქართველო კამპანიას 2010 წელს შეუერთდა.
ყველა ახალი ამბავი
0