https://sputnik-georgia.com/20230914/vivek-ramasvami-federaluri-gamosiebis-samsaxuris-pirobas-debs-282263569.html
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი FBI-ს დახურვის პირობას დებს
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი FBI-ს დახურვის პირობას დებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტობის ერთ-ერთი რესპუბლიკელი კანდიდატი ვივეკ რამასვამი, რომელიც სხვა კანდიდატებს შორის ხმამაღალი და ზოგჯერ... 14.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-14T09:11+0400
2023-09-14T09:11+0400
2023-09-14T14:42+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
აშშ
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/1d/281747056_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_a1c9aac487469f0ba22c1e351a840ecb.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტობის ერთ-ერთი რესპუბლიკელი კანდიდატი ვივეკ რამასვამი, რომელიც სხვა კანდიდატებს შორის ხმამაღალი და ზოგჯერ არარეალური წინადადებებით გამოირჩევა, პირობას დებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ფედერალური სამუშაო ძალის 75%-ზე მეტს გაათავისუფლებს სამსახურებიდან და რამდენიმე მთავარ ფედერალურ სააგენტოს დახურავს, იუწყება New-York Times.რამასვამიმ ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ამ ცვლილებების განხორციელებას კონგრესის გვერდის ავლით შეძლებს, ვინაიდან, მისი თეორიით, აღმასრულებელ ხელისუფლებას ფედერალური მთავრობის რესტრუქტურიზაციის უფლება აქვს და კონგრესისთვის ასეთი წინადადების დასამტკიცებლად წარდგენა არ სჭირდება.არსებული ინფორმაციით, ამ დროისათვის ფედერალურ სამსახურებში სამოქალაქო თანამდებობებზე დაახლოებით 2,25 მილიონი ადამიანი მუშაობს. მათი 75%-ით შემცირება სამსახურებიდან 1,6 მლნ კაცის გათავისუფლებას ნიშნავს, რაც ფედერალურ ბიუჯეტს მილიარდობით დოლარს კი დაუზოგავს, მაგრამ მთავრობის უმნიშვნელოვანესი ფუნქციების შემცირებასაც გამოიწვევს.წყარო: New-York Times
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/1d/281747056_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_5ace6319a6029c415aa0f5a23a410539.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, აშშ , საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში, პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, აშშ , საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში, პოლიტიკა
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტობის ერთ-ერთი რესპუბლიკელი კანდიდატი ვივეკ რამასვამი, რომელიც სხვა კანდიდატებს შორის ხმამაღალი და ზოგჯერ არარეალური წინადადებებით გამოირჩევა, პირობას დებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ფედერალური სამუშაო ძალის 75%-ზე მეტს გაათავისუფლებს სამსახურებიდან და რამდენიმე მთავარ ფედერალურ სააგენტოს დახურავს, იუწყება New-York Times.
„რამასვამიმ პირობა დადო, რომ დაშლის განათლების სამინისტროს, გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI), სურსათისა და კვების სამსახურს, ბირთვული რეგულირების კომისიას, ალკოჰოლის, თამბაქოს, ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი მასალების მარეგულირებელ ბიუროს. როგორც მან თქვა, მათი ფუნქციების ნაწილს სხვა სააგენტოებსა და დეპარტამენტებს გადასცემს“, — წერს გამოცემა.
რამასვამიმ ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ამ ცვლილებების განხორციელებას კონგრესის გვერდის ავლით შეძლებს, ვინაიდან, მისი თეორიით, აღმასრულებელ ხელისუფლებას ფედერალური მთავრობის რესტრუქტურიზაციის უფლება აქვს და კონგრესისთვის ასეთი წინადადების დასამტკიცებლად წარდგენა არ სჭირდება.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისათვის ფედერალურ სამსახურებში სამოქალაქო თანამდებობებზე დაახლოებით 2,25 მილიონი ადამიანი მუშაობს. მათი 75%-ით შემცირება სამსახურებიდან 1,6 მლნ კაცის გათავისუფლებას ნიშნავს, რაც ფედერალურ ბიუჯეტს მილიარდობით დოლარს კი დაუზოგავს, მაგრამ მთავრობის უმნიშვნელოვანესი ფუნქციების შემცირებასაც გამოიწვევს.