https://sputnik-georgia.com/20230914/talakvaze-saubrebs-ass-is-bazis-gantavsebaze-saqartvelosi-manipulacia-uwoda-282286120.html
თალაკვაძემ საუბრებს საქართველოში აშშ-ის ბაზის განთავსებაზე მანიპულაცია უწოდა
თალაკვაძემ საუბრებს საქართველოში აშშ-ის ბაზის განთავსებაზე მანიპულაცია უწოდა
Sputnik საქართველო
ამ დეზინფორმაციის ავტორმა საზოგადოების წინაშე ბოდიში უნდა მოიხადოს, თვლის პოლიტიკოსი. 14.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-14T18:56+0400
2023-09-14T18:56+0400
2023-09-14T21:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270136362_0:0:1620:912_1920x0_80_0_0_f8c2c2a4901a87846238144b90bc3d08.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. ინფორმაცია აშშ-ის სავარაუდო წინადადებაზე ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის განთავსების შესახებ სამარცხვინო მანიპულაცია და სპეკულაციაა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.მანამდე ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხი“ იუწყებოდა, რომ უკრაინაში კონფლიქტის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი „უპრეცედენტო წინადადებით“ ჩამოვიდა – საუბარი იყო სამხედრო ბაზის განთავსებაზე. ტელეკომპანიის ცნობით, საქართველოს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა 1,8 ათასი ადამიანისგან შემდგარ კონტინგენტს უნდა აეღო, მაგრამ მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ უარი თქვა „ისტორიულ შესაძლებლობაზე“. აღნიშნული ინფორმაცია უკვე უარყვეს როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ისე აშშ-ის საელჩომ.თალაკვაძის თქმით, ეს იყო კლასიკური მანიპულირება ქვეყნის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სტილში, როდესაც ისინი ერთი ხელით ავრცელებდნენ ჭორებს, მეორეთი კი კომენტარებს და შეფასებებს აკეთებდნენ.„ამერიკის საელჩომ პირდაპირ პრაქტიკულად უარყო და ამით დაადანაშაულა ტყუილის და მანიპულაციის გავრცელებაში ეს კონკრეტული ძალა და მათ მიერ კონტროლირებადი ჟურნალისტები თუ სპიკერები. ასეთი მანიპულაციები, დეზინფორმაცია აზიანებს საქართველოს იმიჯს, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული”, – განაცხადა თალაკვაძემ.„მთავარმა არხმა“ ინფორმაციის წყაროდ გამოიყენა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ლიკა ბასილაია-შავგულიძის ინტერვიუ, რომელიც ამ თანამდებობაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა.ბასილაია-შავგულიძე, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ მას საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელმა უამბო ქართული მხარის მიერ სამხედრო ბაზის განთავსებაზე უარის შესახებ. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა ასევე შესთავაზა „ქართული ოცნების“ მთავრობას ნებისმიერი რაოდენობის, ნებისმიერი ტიპისა და კალიბრის იარაღის მიწოდება. მაგრამ „ქართული ოცნების“ მთავრობამ, მათი აზრით, რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა აირჩია, ციტირებს ბასილაია თითქოსდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავის მხრივ, არაერთხელ განაცხადა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ატარებს გონივრულ და პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც ემსახურება ქვეყნისა და ხალხის ეროვნულ ინტერესებს და რომლის საბოლოო მიზანი ქვეყნის გაერთიანებაა.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270136362_180:0:1620:1080_1920x0_80_0_0_c24cf4e15221c597559fe6450a73ee82.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, აშშ
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, აშშ
თალაკვაძემ საუბრებს საქართველოში აშშ-ის ბაზის განთავსებაზე მანიპულაცია უწოდა
18:56 14.09.2023 (განახლებულია: 21:02 14.09.2023) ამ დეზინფორმაციის ავტორმა საზოგადოების წინაშე ბოდიში უნდა მოიხადოს, თვლის პოლიტიკოსი.
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. ინფორმაცია აშშ-ის სავარაუდო წინადადებაზე ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის განთავსების შესახებ სამარცხვინო მანიპულაცია და სპეკულაციაა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
მანამდე ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხი“ იუწყებოდა, რომ უკრაინაში კონფლიქტის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი „უპრეცედენტო წინადადებით“ ჩამოვიდა – საუბარი იყო სამხედრო ბაზის განთავსებაზე. ტელეკომპანიის ცნობით, საქართველოს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა 1,8 ათასი ადამიანისგან შემდგარ კონტინგენტს უნდა აეღო, მაგრამ მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ უარი თქვა „ისტორიულ შესაძლებლობაზე“. აღნიშნული ინფორმაცია უკვე უარყვეს როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ისე აშშ-ის საელჩომ.
„ეს არის ძალიან სამარცხვინო მანიპულაცია, რომელზეც, ვფიქრობ, ბოდიშის მოხდა მართებს ყველა იმ ადამიანს, ვინც ამით სპეკულირებდა ამ ორი დღის განმავლობაში“, – განუცხადა ჟურნალისტებს თალაკვაძემ.
თალაკვაძის თქმით, ეს იყო კლასიკური მანიპულირება ქვეყნის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სტილში, როდესაც ისინი ერთი ხელით ავრცელებდნენ ჭორებს, მეორეთი კი კომენტარებს და შეფასებებს აკეთებდნენ.
„ამერიკის საელჩომ პირდაპირ პრაქტიკულად უარყო და ამით დაადანაშაულა ტყუილის და მანიპულაციის გავრცელებაში ეს კონკრეტული ძალა და მათ მიერ კონტროლირებადი ჟურნალისტები თუ სპიკერები. ასეთი მანიპულაციები, დეზინფორმაცია აზიანებს საქართველოს იმიჯს, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული”, – განაცხადა თალაკვაძემ.
„მთავარმა არხმა“ ინფორმაციის წყაროდ გამოიყენა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ლიკა ბასილაია-შავგულიძის ინტერვიუ, რომელიც ამ თანამდებობაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა.
ბასილაია-შავგულიძე, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ მას საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელმა უამბო ქართული მხარის მიერ სამხედრო ბაზის განთავსებაზე უარის შესახებ. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა ასევე შესთავაზა „ქართული ოცნების“ მთავრობას ნებისმიერი რაოდენობის, ნებისმიერი ტიპისა და კალიბრის იარაღის მიწოდება. მაგრამ „ქართული ოცნების“ მთავრობამ, მათი აზრით, რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა აირჩია, ციტირებს ბასილაია თითქოსდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავის მხრივ, არაერთხელ განაცხადა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ატარებს გონივრულ და პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც ემსახურება ქვეყნისა და ხალხის ეროვნულ ინტერესებს და რომლის საბოლოო მიზანი ქვეყნის გაერთიანებაა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.