https://sputnik-georgia.com/20230914/sida-turistebis-ricxvi-izrdeba-statistika-282264096.html
შიდა ტურისტების რიცხვი იზრდება - სტატისტიკური მონაცემები
შიდა ტურისტების რიცხვი იზრდება - სტატისტიკური მონაცემები
საქართველოს მცხოვრებლები ყველაზე ხშირად ქვეყანაში მოგზაურობენ ნათესავების ან მეგობრების მოსანახულებლად. 14.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-14T10:27+0400
2023-09-14T10:27+0400
2023-09-14T15:44+0400
საქსტატი
სტატისტიკა
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0e/277657406_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_5e3fb7c55a829a0370dcb81cb11ed0fe.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. შიდა ტურისტების რიცხვი საქართველოში 2023 წლის მეორე კვარტალში 13,8%-ით გაიზარდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ინფორმაციაში. უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს შიგნით თვეში საშუალოდ იმოგზაურა ქვეყნის 1.289,6 ათასმა მოქალაქემ. მათ განახორციელეს 1.600,2 ათასი ვიზიტი სხვა დასახლებულ პუნქტში, საიდანაც ტურისტული ვიზიტი 640,6 ათასი იყო. საქართველოში ადგილობრივი მოგზაური მოსახლეობის ძირითადი ასაკია 31–50 წელი, მათ საერთო რაოდენობის 36,6% შეადგინეს. მათი მთავარი მიმართულება იყო თბილისი, მეორე ადგილზეა იმერეთი, მესამეზე – აჭარა. სად იმგზავრეს და რამდენი დახარჯეს ადგილობრივმა ტურისტებმა საქართველოს მცხოვრებლები ყველაზე ხშირად ქვეყანაში მოგზაურობენ ნათესავების ან მეგობრების მოსანახულებლად, ასევე საყიდლებისთვის და სამკურნალოდ. შიდა ტურისტების საშუალო ხარჯმა 2023 წლის მეორე კვარტალში 233,3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 11,8%-ით მეტია 2022 წლის აპრილ-ივნისთან შედარებით. ამასთან, ერთი ადამიანის საშუალო ხარჯი თვეში შემცირდა 10,5%-ით და 145,8 ლარი შეადგინა. ვიზიტების დროს ფული უმეტესად დაიხარჯა საყიდლებზე, კვებაზე და ტრანსპორტზე. შიდა ტურისტების 55,4% ქალია.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0e/277657406_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_88e058ddee1fb63a7d3777c95a352f3f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქსტატი, სტატისტიკა, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები
საქსტატი, სტატისტიკა, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები
შიდა ტურისტების რიცხვი იზრდება - სტატისტიკური მონაცემები
10:27 14.09.2023 (განახლებულია: 15:44 14.09.2023) საქართველოს მცხოვრებლები ყველაზე ხშირად ქვეყანაში მოგზაურობენ ნათესავების ან მეგობრების მოსანახულებლად.
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. შიდა ტურისტების რიცხვი საქართველოში 2023 წლის მეორე კვარტალში 13,8%-ით გაიზარდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ინფორმაციაში.
უწყების
ცნობით, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს შიგნით თვეში საშუალოდ იმოგზაურა ქვეყნის 1.289,6 ათასმა მოქალაქემ. მათ განახორციელეს 1.600,2 ათასი ვიზიტი სხვა დასახლებულ პუნქტში, საიდანაც ტურისტული ვიზიტი 640,6 ათასი იყო.
საქართველოში ადგილობრივი მოგზაური მოსახლეობის ძირითადი ასაკია 31–50 წელი, მათ საერთო რაოდენობის 36,6% შეადგინეს. მათი მთავარი მიმართულება იყო თბილისი, მეორე ადგილზეა იმერეთი, მესამეზე – აჭარა.
სად იმგზავრეს და რამდენი დახარჯეს ადგილობრივმა ტურისტებმა
საქართველოს მცხოვრებლები ყველაზე ხშირად ქვეყანაში მოგზაურობენ ნათესავების ან მეგობრების მოსანახულებლად, ასევე საყიდლებისთვის და სამკურნალოდ.
რეზიდენტი ტურისტების ვიზიტების მიზანი (ერთი თვის საშუალო მაჩვენებელი)
ვიზიტის მიზანი | ვიზიტების რაოდენობა, ათასი | წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში % |
ვიზიტი ნათესავებთან და მეგობრებთან | 731,5 | 45,7 |
შოპინგი | 277,7 | 17,4 |
მეორე სახლში წასვლა | 189,7 | 11,9 |
დასვენება და გართობა | 154,3 | 9,6 |
მკურნალობა | 125,2 | 7,8 |
პროფესიული საქმიანობა | 44,4 | 2,8 |
სხვა | 77,6 | 4,8 |
შიდა ტურისტების საშუალო ხარჯმა 2023 წლის მეორე კვარტალში 233,3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 11,8%-ით მეტია 2022 წლის აპრილ-ივნისთან შედარებით. ამასთან, ერთი ადამიანის საშუალო ხარჯი თვეში შემცირდა 10,5%-ით და 145,8 ლარი შეადგინა.
ვიზიტების დროს ფული უმეტესად დაიხარჯა საყიდლებზე, კვებაზე და ტრანსპორტზე.
შიდა ტურისტების ხარჯები (თვის საშუალო მაჩვენებელი):
ხარჯის სახეობა | ხარჯი, მლნ ლარი | ერთი ვიზიტის ხარჯი, ლარი |
საყიდლები | 81,8 | 51,1 |
საკვები, სასმელი | 57,1 | 35,7 |
ტრანსპორტი | 50,5 | 31,6 |
განთავსება | 6,5 | 4,1 |
გართობა | 1,2 | 0,7 |
სხვა | 36,2 | 22,6 |
შიდა ტურისტების 55,4% ქალია.