მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნატო კვლავაც ვერ ხედავს რუმინეთზე რუსეთის განზრახ თავდასხმის ნიშნებს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy
  - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2023
გამოწერა
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. მას შემდეგ, რაც რუმინეთმა მესამედ მოახდინა საკუთარ ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტების იდენტიფიცირება, ნატოში განაცხადეს, რომ არ აქვთ ინფორმაცია რუსეთის მხრიდან ქვეყანაზე განზრახ თავდასხმის შესახებ, წერს რუმინეთის მუდმივი წარმომადგენელი ალიანსში დენ ნეკულაესკუ სოციალურ ქსელ X-ზე.
მისი თქმით, მათ ნატოს აცნობეს, რომ რუმინეთის ტერიტორიაზე მესამედ იპოვეს იმგვარი დრონების ფრაგმენტები, რომლებსაც რუსეთი უკრაინის პორტებზე თავდასხმისთვის იყენებს.

„ნატო არ ფლობს ინფორმაციას, რომელიც რუსეთის მიერ ალიანსის მოკავშირეების ტერიტორიაზე განზრახ თავდასხმაზე მიუთითებდა“, — ნათქვამია ნეკულაესკუს პოსტში.

ამასთან ის ხაზს უსვამს, რომ ნატო კვალავაც აკვირდება ვითარებას „რუმინეთის ხელისუფლებასთან მჭიდრო კონტაქტში“.
აღსანიშნავია, რომ ალიანსის ხელმძღვანელობას რუმინეთში მანამდე, 6 და 9 სექტემბერს ორჯერ ნაპოვნი დრონების ნამსხვრევების შემთხვევაშიც იგივე პოზიცია ჰქონდა — მათ არც მაშინ დაუნახავთ ამაში რუსეთის მიერ რუმინეთის ტერიტორიაზე განზრახ თავდასხმის ნიშნები.
ყველა ახალი ამბავი
0