https://sputnik-georgia.com/20230914/megis-qardavas-patimroba-meeqvse-saqmeze-miesaja-282265625.html
მეგის ქარდავას პატიმრობა სისხლის სამართლის მეექვსე საქმეზე მიესაჯა
მეგის ქარდავას პატიმრობა სისხლის სამართლის მეექვსე საქმეზე მიესაჯა
მეგის ქარდავას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. 14.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-14T11:47+0400
2023-09-14T11:47+0400
2023-09-14T16:36+0400
თბილისის საქალაქო სასამართლო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/07/264211041_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_58ca49186d45076c6d7b655a1be40de0.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროსს მეგის ქარდავას პატიმრობის კიდევ ერთი ვადა მიესაჯა. მეგის ქარდავა 11 სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს როგორც ბრალდებული. განაჩენი ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე მას უფრო ადრე აქვს გამოტანილი. პატიმრობის ჯამური ვადა ცხრა წელია. ამჯერად თბილისის საქალაქო სასამართლომ ექს-ჩინოვნიკი დამნაშავედ ცნო 2011 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარის გაფლანგვის საქმეში. სასამართლოზე პროკურატურამ დაამტკიცა, რომ ქარდავამ გააყალბა დოკუმენტები და ფული გამოიყენა – როგორც საშუალება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებისთვის, თითქოსდა "შპიონაჟის შესახებ საქმის" გამოსაძიებლად. ქარდავა დამნაშავედ ცნეს დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და მას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში დატოვა>>ქარდავას სასჯელის მოხდის ათვლა მისი უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიციის მომენტიდან – 2021 წლის 17 სექტემბრიდან იწყება. ქარდავამ საქართველო 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვა. ქარდავას საქმეები სასამართლომ ქარდავას პატიმართა წამებისა და 2006 წლის იანვარში ე.წ. "ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმეზე დაუსწრებლად მიუსაჯა შვიდი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა. ქარდავა დაუსწრებლად ცნეს დამნაშავედ პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, მას მიესაჯა 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა. 2009 წლის იანვარში დაკავებული ქალის ცემის, დამცირებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის ქარდავა ასევე დაუსწრებლად ცნეს დამნაშავედ და 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პროცესი სააკაშვილის გახმაურებულ საქმეზე შეიძლება გაჭიანურდეს - განხილვა თავიდან დაიწყება>>კიდევ ერთი გამამტყუნებელი განაჩენი ქარდავას წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის, წამებისა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ბრალდებით თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე გამოიტანა და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ქარდავას აგრეთვე 2011 წლის სექტემბერში თითქოსდა ჯაშუშობაში მხილებული სამხედროების, მათ შორის პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების, მათ შორის სექსუალური ხასიათის წამების საქმეზე, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/07/264211041_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_32e7e1f1962c1899e9e49e25f75ea066.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
თბილისის საქალაქო სასამართლო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
თბილისის საქალაქო სასამართლო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
მეგის ქარდავას პატიმრობა სისხლის სამართლის მეექვსე საქმეზე მიესაჯა
11:47 14.09.2023 (განახლებულია: 16:36 14.09.2023) მეგის ქარდავას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროსს მეგის ქარდავას პატიმრობის კიდევ ერთი ვადა მიესაჯა.
მეგის ქარდავა 11 სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს როგორც ბრალდებული. განაჩენი ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე მას უფრო ადრე აქვს გამოტანილი. პატიმრობის ჯამური ვადა ცხრა წელია.
ამჯერად თბილისის საქალაქო სასამართლომ ექს-ჩინოვნიკი დამნაშავედ ცნო 2011 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარის გაფლანგვის საქმეში.
სასამართლოზე პროკურატურამ დაამტკიცა, რომ ქარდავამ გააყალბა დოკუმენტები და ფული გამოიყენა – როგორც საშუალება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებისთვის, თითქოსდა "შპიონაჟის შესახებ საქმის" გამოსაძიებლად.
ქარდავა დამნაშავედ ცნეს დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და მას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ქარდავას სასჯელის მოხდის ათვლა მისი უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიციის მომენტიდან – 2021 წლის 17 სექტემბრიდან იწყება. ქარდავამ საქართველო 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვა.
სასამართლომ ქარდავას პატიმართა წამებისა და 2006 წლის იანვარში ე.წ. "ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმეზე დაუსწრებლად მიუსაჯა შვიდი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა.
ქარდავა დაუსწრებლად ცნეს დამნაშავედ პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, მას მიესაჯა 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა.
2009 წლის იანვარში დაკავებული ქალის ცემის, დამცირებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის ქარდავა ასევე დაუსწრებლად ცნეს დამნაშავედ და 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
კიდევ ერთი გამამტყუნებელი განაჩენი ქარდავას წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის, წამებისა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ბრალდებით თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე გამოიტანა და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.
9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ქარდავას აგრეთვე 2011 წლის სექტემბერში თითქოსდა ჯაშუშობაში მხილებული სამხედროების, მათ შორის პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების, მათ შორის სექსუალური ხასიათის წამების საქმეზე, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.