https://sputnik-georgia.com/20230914/kim-cen-inis-dacvam-misi-savarzeli-semaowma-282263939.html
კიმ ჩენ ინის დაცვამ მისთვის განკუთვნილი სავარძელი შეამოწმა და ქრაშ-ტესტიც მოაწყო: ვიდეო
კიმ ჩენ ინის დაცვამ მისთვის განკუთვნილი სავარძელი შეამოწმა და ქრაშ-ტესტიც მოაწყო: ვიდეო
Sputnik საქართველო
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების მოლაპარაკებების დაწყების წინ კიმ ჩენ ინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა... 14.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-14T09:34+0400
2023-09-14T09:34+0400
2023-09-14T14:46+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
ჩრდილოეთი კორეა
კიმ ჩენ ინი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0e/282263736_0:0:2998:1686_1920x0_80_0_0_78e7d4d7b5587c3787090850cf159843.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების მოლაპარაკებების დაწყების წინ კიმ ჩენ ინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მისთვის განკუთვნილი სავარძელი გაწმინდეს და შეამოწმეს, წერს სააგენტო Life.სააგენტოს მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებზე ჩანს, როგორ საგულდაგულოდ წმენდს კიმ ჩენ ინის დაცვა სავარძელს ხელსახოცებით, შემდეგ რაღაც აპარატით კარგად ამოწმებს მის ზედაპირს და ერთგვარ ქრაშ-ტესტსაც უტარებს გამძლეობაზე.მანამდე კრემლის პულის ჟურნალისტებმა კიმ ჩენ ინის ჯავშანმატარებელი დაათვალიერეს, რათა ენახათ, როგორ არის ის მოწყობილი.მათი თქმით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მატარებელი ძირითადად ხის და თეთრ-ოქროსფერი მასალით არის მოპირკეთებული. კიმს მატარებელში აქვს პირადი კაბინეტი — კომპიუტერითა და სატელიტური ტელეფონით, საკონფერენციო დარბაზი, სათათბირო ვაგონი ვარდისფერი სავარძლებითა და დივნებით, ორი რესტორანი და მომსახურე პერსონალისთვის განკუთვნილი ვაგონი.ჩრდილოეთ კორეის ლიდერს ყველა მოგზაურობაში თან ახლავს საფრანგეთში განსწავლული მზარეულები, რომლებსაც ნებისმიერი კერძის მომზადება შეუძლიათ რუსული, ჩინური, კორეული, იაპონური თუ ფრანგული სამზარეულოდან.როგორც მანამდე The New York Times წერდა, მატარებლის ყველა ვაგონი ტყვიაგაუმტარია, რის გამოც მათი წონა მნიშვნელოვნად გაზრდილია. ამის გამო მატარებელს არ შეუძლია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის განვითარება. გარდა ამისა, ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ კიმ ჩენ ინს აქვს „პირადი ტუალეტი", რათა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა საიდუმლოდ დარჩეს.
ჩრდილოეთი კორეა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0e/282263736_267:0:2998:2048_1920x0_80_0_0_627ab081ae69631896b96995a0f12199.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ჩრდილოეთი კორეა, კიმ ჩენ ინი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, ჩრდილოეთი კორეა, კიმ ჩენ ინი
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების მოლაპარაკებების დაწყების წინ კიმ ჩენ ინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მისთვის განკუთვნილი სავარძელი გაწმინდეს და შეამოწმეს, წერს სააგენტო Life.
სააგენტოს მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებზე ჩანს, როგორ საგულდაგულოდ წმენდს კიმ ჩენ ინის დაცვა სავარძელს ხელსახოცებით, შემდეგ რაღაც აპარატით კარგად ამოწმებს მის ზედაპირს და ერთგვარ ქრაშ-ტესტსაც უტარებს გამძლეობაზე.
მანამდე კრემლის პულის ჟურნალისტებმა კიმ ჩენ ინის ჯავშანმატარებელი დაათვალიერეს, რათა ენახათ, როგორ არის ის მოწყობილი.
მათი თქმით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მატარებელი ძირითადად ხის და თეთრ-ოქროსფერი მასალით არის მოპირკეთებული. კიმს მატარებელში აქვს პირადი კაბინეტი — კომპიუტერითა და სატელიტური ტელეფონით, საკონფერენციო დარბაზი, სათათბირო ვაგონი ვარდისფერი სავარძლებითა და დივნებით, ორი რესტორანი და მომსახურე პერსონალისთვის განკუთვნილი ვაგონი.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერს ყველა მოგზაურობაში თან ახლავს საფრანგეთში განსწავლული მზარეულები, რომლებსაც ნებისმიერი კერძის მომზადება შეუძლიათ რუსული, ჩინური, კორეული, იაპონური თუ ფრანგული სამზარეულოდან.
როგორც მანამდე The New York Times წერდა, მატარებლის ყველა ვაგონი ტყვიაგაუმტარია, რის გამოც მათი წონა მნიშვნელოვნად გაზრდილია. ამის გამო მატარებელს არ შეუძლია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის განვითარება. გარდა ამისა, ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ კიმ ჩენ ინს აქვს „პირადი ტუალეტი", რათა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა საიდუმლოდ დარჩეს.