https://sputnik-georgia.com/20230914/batumsi-kvebis-obieqtebs-qartul-enaze-menius-ararsebobis-gamo-daajarimeben-282292654.html
ბათუმში კვების ობიექტებს ქართულ ენაზე შედგენილი მენიუს არარსებობის გამო დააჯარიმებენ
ბათუმში კვების ობიექტებს ქართულ ენაზე შედგენილი მენიუს არარსებობის გამო დააჯარიმებენ
Sputnik საქართველო
კვების ობიექტებში დაირღვა კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ 14.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-14T22:53+0400
2023-09-14T22:53+0400
2023-09-15T01:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
კონკურენციის სააგენტო
ბათუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/09/282123691_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_aac2e435f06d0bfd45fc9215f298d61a.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. ბათუმში საზკვების სფეროში მომუშავე ორმა კომპანიამ ერთი თვის განმავლობაში ქართულ ენაზე შედგენილი მენიუ უნდა წარადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ჯარიმის გადახდა მოუწევთ, ნათქვამია საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ვებგვერდზე.სააგენტომ დაასრულა შესწავლა და შპს „ქიზილ 2023“-ის და შპს „გრილ ფუდის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.სააგენტომ დაადგინა, რომ აღნიშნული კომპანიების კუთვნილ ობიექტებში მენიუ შედგენილია მხოლოდ არასახელმწიფო ენაზე. შესაბამისად, კვების ობიექტებში შესულ მომხმარებლებს არ აქვთ შესაძლებლობა, სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიიღონ ინფორმაცია.შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეებს დაევალათ ერთი თვის განმავლობაში სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლის მოთხოვნებს შეუსაბამონ. სააგენტოს გადაწყვეტილების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს დაეკისრება ჯარიმა.სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობისთვის, შპს „გრილ ფუდს“ 500 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/09/282123691_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_b0b0abbe6758f06373a2b06a52876bd0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კონკურენციის სააგენტო, ბათუმი
ახალი ამბები, საქართველო, კონკურენციის სააგენტო, ბათუმი
ბათუმში კვების ობიექტებს ქართულ ენაზე შედგენილი მენიუს არარსებობის გამო დააჯარიმებენ
22:53 14.09.2023 (განახლებულია: 01:34 15.09.2023) კვების ობიექტებში დაირღვა კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. ბათუმში საზკვების სფეროში მომუშავე ორმა კომპანიამ ერთი თვის განმავლობაში ქართულ ენაზე შედგენილი მენიუ უნდა წარადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ჯარიმის გადახდა მოუწევთ, ნათქვამია საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ვებგვერდზე.
სააგენტომ დაასრულა შესწავლა და შპს „ქიზილ 2023“-ის და შპს „გრილ ფუდის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.
სააგენტომ დაადგინა, რომ აღნიშნული კომპანიების კუთვნილ ობიექტებში მენიუ შედგენილია მხოლოდ არასახელმწიფო ენაზე. შესაბამისად, კვების ობიექტებში შესულ მომხმარებლებს არ აქვთ შესაძლებლობა, სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიიღონ ინფორმაცია.
„კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა მომხმარებელს უფლება აქვს - მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფო ენაზე, ხოლო მისი არცოდნა არ შეიძლება მომსახურების გაწევაზე უარის თქმის მოტივი იყოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეებს დაევალათ ერთი თვის განმავლობაში სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლის მოთხოვნებს შეუსაბამონ. სააგენტოს გადაწყვეტილების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს დაეკისრება ჯარიმა.
სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობისთვის, შპს „გრილ ფუდს“ 500 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.