https://sputnik-georgia.com/20230914/batumi-biaff-maspinzlobs-282273081.html
ბათუმი კინომოყვარულებს ტრადიციულ ფესტივალ BIAFF-ზე ეპატიჟება
ბათუმი კინომოყვარულებს ტრადიციულ ფესტივალ BIAFF-ზე ეპატიჟება
Sputnik საქართველო
ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF 2006 წელს დაარსდა. 14.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-14T16:17+0400
2023-09-14T16:17+0400
2023-09-14T20:04+0400
ქართული კინო
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
საქართველო
ბათუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24222/61/242226148_0:136:1638:1057_1920x0_80_0_0_6edf7c7109b79de5570267f426e4c9d9.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ბათუმის საავტორო კინოს მე-18 საერთაშორისო ფესტივალი BIAFF 17–24 სექტემბერს გაიმართება, ნათქვამია ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. BIAFF ყოველწლიურად ბათუმში სექტემბერში იმართება. მისი მიზანია კულტურული გაცვლის განვითარება, კინემატოგრაფიის პოპულარიზაცია და ახალგაზრდა კინორეჟისორების თანამშრომლობის ხელშეწყობა. კინოჩვენებები ტრადიციულად კინოთეატრ „აპოლოში“ და ევროპის მოედანზე (ღია ცის ქვეშ) გაიმართება. კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს 30 ქვეყნის 25 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ბათუმის კინოფესტივალი 17 სექტემბერს კინოთეატრ „აპოლოში" გაიხსნება ბათუმელი რეჟისორის ზაზა ხალვაშის ბოლო ფილმით „ლოტო" (რომელიც რეჟისორის გარდაცვალების შემდეგ დასრულდა). წელს ბათუმის კინოფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ასევე CINEDOC Tbilisi დოკუმანტური ფესტივალის საკონკურსო (ქართული ფილმები) და სპეციალური ჩვენების სექციის დოკუმენტური ფილმები. ფესტივალის პროგრამა: საერთაშორისო ჟიური თითოეულ კატეგორიაში გასცემს ჯილდოებს რამდენიმე ნომინაციაში: გრან-პრი, საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო მამაკაცის როლის შემსრულებელი, საუკეთესო ქალის როლის შემსრულებელი, ჟიურის სპეციალური პრიზი. საკონკურსო პროგრამაში უპირატესობა საერთაშორისო ან კავკასიურ პრემიერებს მიენიჭება. ეროვნული არქივი საარქივო ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალს გამართავს>>ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF 2006 წელს დაარსდა. ის ორიენტირებულია არტ-ჰაუსისა და დამოუკიდებელი კინოს სიახლეებზე როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. BIAFF ითვალისწინებს სამ მთავარ ნომინაციას – საუკეთესო მხატვრული, საუკეთესო დოკუმენტური და საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი. BIAFF-ის მხარდამჭერები არიან საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ფრანგული ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, შვედეთის საელჩო, ლიეტუვის საელჩო, ბათუმის თოჯინების თეატრი, ტურიზმის ეროვნული სააგენტო.
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24222/61/242226148_116:117:1448:1116_1920x0_80_0_0_da419ac0be5955c0842374e736fd53b9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქართული კინო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, საქართველო, ბათუმი
ქართული კინო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, საქართველო, ბათუმი
ბათუმი კინომოყვარულებს ტრადიციულ ფესტივალ BIAFF-ზე ეპატიჟება
16:17 14.09.2023 (განახლებულია: 20:04 14.09.2023) ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF 2006 წელს დაარსდა.
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ბათუმის საავტორო კინოს მე-18 საერთაშორისო ფესტივალი BIAFF 17–24 სექტემბერს გაიმართება, ნათქვამია ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
BIAFF ყოველწლიურად ბათუმში სექტემბერში იმართება. მისი მიზანია კულტურული გაცვლის განვითარება, კინემატოგრაფიის პოპულარიზაცია და ახალგაზრდა კინორეჟისორების თანამშრომლობის ხელშეწყობა.
კინოჩვენებები ტრადიციულად კინოთეატრ „აპოლოში“ და ევროპის მოედანზე (ღია ცის ქვეშ) გაიმართება. კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს 30 ქვეყნის 25 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი.
ბათუმის
კინოფესტივალი 17 სექტემბერს კინოთეატრ „აპოლოში" გაიხსნება ბათუმელი რეჟისორის ზაზა ხალვაშის ბოლო ფილმით „ლოტო" (რომელიც რეჟისორის გარდაცვალების შემდეგ დასრულდა).
წელს ბათუმის კინოფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ასევე CINEDOC Tbilisi დოკუმანტური ფესტივალის საკონკურსო (ქართული ფილმები) და სპეციალური ჩვენების სექციის დოკუმენტური ფილმები.
BIAFF – მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსი
BIAFF – მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექცია
BIAFF – დიდოსტატთა კოლექცია
BIAFF/CINEDOC – ფოკუსი „უკრაინა"
საერთაშორისო ჟიური თითოეულ კატეგორიაში გასცემს ჯილდოებს რამდენიმე ნომინაციაში: გრან-პრი, საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო მამაკაცის როლის შემსრულებელი, საუკეთესო ქალის როლის შემსრულებელი, ჟიურის სპეციალური პრიზი. საკონკურსო პროგრამაში უპირატესობა საერთაშორისო ან კავკასიურ პრემიერებს მიენიჭება.
ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF 2006 წელს დაარსდა. ის ორიენტირებულია არტ-ჰაუსისა და დამოუკიდებელი კინოს სიახლეებზე როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. BIAFF ითვალისწინებს სამ მთავარ ნომინაციას – საუკეთესო მხატვრული, საუკეთესო დოკუმენტური და საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი.
BIAFF-ის მხარდამჭერები არიან საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ფრანგული ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, შვედეთის საელჩო, ლიეტუვის საელჩო, ბათუმის თოჯინების თეატრი, ტურიზმის ეროვნული სააგენტო.