მოსაზრება: აშშ-ის არმიის მანევრები სომხეთში სამხრეთ კავკასიას საფრთხეს უქმნის

© photo : ՀՀ ՊՆ/MoD of Armenia
  - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2023
გამოწერა
აშშ-ისა და ნატოს სამხედრო აქტივობა პლანეტის ნებისმიერ წერტილში ადგილობრივ მოსახლეობას უპირობო დესტაბილიზაციას, კონფლიქტსა და კატასტროფას უქადის. სამხრეთ კავკასია არ არის გამონაკლისი. სომხურ-ამერიკული სამხედრო წვრთნები Eagle Partner 2023 სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე — ეს უპირობო საფრთხეა რეგიონული უშიშროებისთვის.
აშშ-ის არმიისა და სომხეთის არმიის ერთობლივი მანევრები Eagle Partner 11-20 სექტემბერს ტარდება ერევნიდან 15 კილომეტრში, 2022 წელს აშშ-ის მხარდაჭერით მოდერნიზებულ სასწავლო ცენტრ „ზარში“; ასევე არარატის ხეობაში, ქალაქ არმავირის მახლობლად. დეკლარირებულია 175 სომეხი სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობა, აშშ-ის არმიის 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის 85 მებრძოლისა და კანზასის შტატის ეროვნული გვარდიის მონაწილეობა. და ეს მხოლოდ აისბერგის ხილული ნაწილია.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მანევრები ხელს შეუწყობს "საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქვედანაყოფების შესაბამისობის დონის ამაღლებას, მართვისა და ტაქტიკური კომუნიკაციის სფეროში მოწინავე გამოცდილების გაცვლას", ასევე შეამოწმებს სომხური ქვედანაყოფების მზადყოფნას ნატოს პროგრამების (სტანდარტების) შესაბამისად.
„ზარი“ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მე-12 სამშვიდობო ბრიგადის ძირითადი ბაზაა. სამშვიდობო ძალისხმევის გამოყენების გეოგრაფიული წერტილები ადრე გახდა კოსოვო, ავღანეთი, ერაყი, სადაც სომეხი სამხედრო მოსამსახურეები 2004-2021 წლებში ასრულებდნენ ამოცანებს ნატოს ეგიდით.
Eagle Partner 2023-ის ფორმატში ურთიერთქმედება განსაკუთრებით უცნაურად გამოიყურება მას შემდეგ, რაც სომხეთმა უარი თქვა, მონაწილეობა მიეღო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) წვრთნებში. სომხეთისა და აშშ-ის მანევრები არსებითად რუსეთისა და CSTO-ს წინააღმდეგ დემარშია.
რაღა თქმა უნდა, „აშშ-თან ერთობლივი სწავლებების ჩატარება სომხეთის სუვერენული გადაწყვეტილებაა“. მაგრამ Eagle Partner, დიდი ალბათობით, კი არ დაასტაბილურებს სიტუაციას მთიან ყარაბაღში, რომელიც სომხეთმა ოფიციალურად აღიარა აზერბაიჯანის ნაწილად 1991 წლის საზღვრებში, არამედ შეარყევს მას.
სომხეთი და აზერბაიჯანი თითქმის ყოველდღიურად ადანაშაულებენ ერთმანეთს საზღვრისპირა ტერიტორიების დაბომბვაში. მოსკოვის, ერევნისა და ბაქოს სამმხრივი შეთანხმების თანახმად (2020 წელი), მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო კონტინგენტი ასრულებს სამშვიდობო ამოცანებს. კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვა კონტროლდება 30 სადამკვირვებლო პოსტსა და რამდენიმე საპატრულო მარშრუტზე.
სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას დღეს და 2044 წლამდე საიმედოდ უზრუნველყოფენ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს 102-ე სამხედრო ბაზის სპეციალისტები და რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეები.
ერევნის მცდელობა, შექმნას რაღაც ალტერნატიული „მშვიდობისმყოფელი" ალიანსი პენტაგონთან, კონტრპროდუქტიულია. ნატო ყველგან მხოლოდ უბედურებასა და ომს იწვევს. უფრო მეტიც, სამხრეთ კავკასიაში შეიარაღებული კონფლიქტი აუცილებელია და სასარგებლო შეერთებული შტატებისთვის – როგორც რუსეთთან პროქსი-ომის გაფართოებისა და ჰეგემონიის აღდგენის ინსტრუმენტი.

მითისმქმნელები და უბედურების მომტანები

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალი ომის თავიდან აცილება მხოლოდ რუსეთსა და ირანს შეუძლიათ, რომლებიც არ არიან დაინტერესებული სამხრეთ კავკასიაში საზღვრების დესტაბილიზაციითა და გადაკეთებით. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 12 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთი ათწლეულების განმავლობაში სთავაზობდა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარების საკუთარ ვარიანტებს. და ბევრის გაკეთებაც შეძლო საომარი მოქმედებების შესაჩერებლად. ერევანი „დისტანცირდება“, მაგრამ რუსეთი და სომხეთი მოკავშირეებად რჩებიან.
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის წარმოდგენების საპირისპიროდ რუსეთი არსად წასვლას არ აპირებს და, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივან დმიტრი პესკოვის თქმით, „მუდმივად ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს სიტუაციის სტაბილიზაციასა და კონფლიქტების აღმოფხვრაში".
აშშ-ისა და ნატოს სამშვიდობო მოქმედებები ამ რეგიონში დაუშვებელ-საშიშია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ადრე ხაზი გაუსვა: „ჩვენ არაფერს კარგს არ ვხედავთ იმაში, რომ ნატოს აგრესიული ქვეყანა ცდილობს ჩაერიოს ამიერკავკასიაში. მე არ მგონია, რომ ეს ვინმესთვის კარგია, მათ შორის თავად სომხეთისთვისაც“.
სომხეთის ელჩი მოსკოვში ვაგარშაკ არუთუნიანი 8 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და მკაცრი პროტესტი გამოუცხადეს სომხეთის მიერ ნაცისტური კიევის რეჟიმისთვის ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის და ერევნის სხვა არამეგობრული ნაბიჯების გამო.
მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლე ანა აკოფიანი ვიზიტით ეწვია კიევს. ერევანმა უკან გაიწვია თავისი მუდმივი წარმომადგენელი CSTO-ში ვიქტორ ბიაგოვი. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა იტალიურ გაზეთ La Repubblica-სთან ინტერვიუში განაცხადა: „რუსეთზე ჩვენი დამოკიდებულება უსაფრთხოების საკითხებში სტრატეგიული შეცდომა იყო". ასეთი ქმედებები შეუთავსებელია რუსეთის სტრატეგიული მოკავშირის სტატუსთან, რომ აღარაფერი ვთქვათ რომის სტატუტის რატიფიცირებაზე.
მეორე მხრივ, ერევნის მრავალწლიან დაახლოებას დასავლეთთან და 1994 წლიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების აქტიურ ურთიერთქმედებას ნატოსთან ნაყოფი არ მოუტანია. ვაშინგტონი არ აპირებს ერევნისთვის იარაღის მიწოდებას — უფასოდ ან საკუთარი კრედიტების სანაცვლოდ (როგორც ამას მოსკოვი აკეთებს). ალიანსი არ განიხილავს გაფართოების შესაძლებლობას სომხეთის ხარჯზე. მაშ რა ავსებდა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ნატოსთან თანამშრომლობას? სამხედრო-პოლიტიკური მითოლოგია, ალიანსის ჩუმი ექსპანსია, აშშ-ის ინტერესების მომსახურება „ცხელ წერტილებში".
1994 წელს სომხეთი შეუერთდა ნატოს პროგრამას „პარტნიორობა მშვიდობისათვის".
2005 წელს სომხეთმა და ალიანსმა ხელი მოაწერეს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმას და სომხეთის დელეგაციამ დაიწყო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიებში მონაწილეობა.
2008 წლიდან სომხეთი მონაწილეობს ნატოს სამხედრო მომზადების გაუმჯობესების პროგრამაში (DEEP), რომელიც სომხეთს სამხედრო სასწავლო დაწესებულებების რეფორმირებაში ეხმარება.
2009 წლიდან 2021 წლამდე სომხეთი ალიანსის სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობს კოსოვოში, ავღანეთში, ერაყში. მათთვის მშვიდობისმყოფელების დარქმევა რთულია.
ნატოს ერთობლივი წვრთნები გასულ ორშაბათს არ დაწყებულა. 2010 წელს ალიანსის პირველი წვრთნები გაიმართა სომხეთის ქალაქ არზნიში. 2018 წელს სომხური ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ ნატოს Noble Partner მანევრებში, რომელიც საქართველოში ჩატარდა; 2021 წელს სომხეთის მონაწილეობა იგეგმებოდა აშშ-ის არმიის სწავლებაში Defender Europe 2021, მაგრამ არ შედგა. მომდევნო 2022 წელს სომეხმა სამხედროებმა გააძლიერეს ურთიერთქმედება აშშ-ის სახმელეთო ჯარებთან გერმანიის ტერიტორიაზე. 2023 წელს პენტაგონმა გაავრცელა ინფორმაცია სამი წვრთნის შესახებ, რომლებიც აშშ-ის ეგიდით ჩატარდება — KFOR, Saber Junction და Defender 2023, და რომლებშიც სომხეთიც მიიღებს მონაწილეობას.
ეს საკმაოდ ბევრია დსთ-ის წევრისთვის იმ პირობებში, როდესაც ნატო რუსეთთან პროქსი-ომს აწარმოებს.
შეერთებული შტატები სამხრეთ კავკასიაში მეორე ანტირუსული ფრონტის გახსნას ცდილობს და ამისათვის მზად არის, ერევანთან ერთობლივი სამხედრო თამაშები მოაწყოს, რომელიც სომხეთის ხელმძღვანელობის თავმოყვარეობას ესალბუნება. და რა იქნება მერე? უკრაინამ ერთხელ უკვე მიიღო „დასავლეთისკენ გადახვევით". და ეს მუქარა კი არა, არამედ კანონზომიერების, ტენდენციებისა და ფაქტების კონსტატაციაა.
წმიდად ჰიპოთეტურად, მთიანი ყარაბაღში აზერბაიჯანული სპეცოპერაცია უფრო რეალისტურად გამოიყურება, ვიდრე სომხეთის CSTO-დან დაჩქარებულ წესით გასვლა და ნატოში შესვლა საზღვრებზე „გუშაგების შესაცვლელად“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0