https://sputnik-georgia.com/20230914/-2023--51-----282279911.html
რთველი-2023: კახეთში 51 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა
რთველი-2023: კახეთში 51 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა
Sputnik საქართველო
ბოლო მონაცემებით, საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებულია 300 ღვინის კომპანია, რომლებიც ეტაპობრივად ერთვებიან ფერმერებისგან ყურძნის მიღების პროცესში. 14.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-14T17:53+0400
2023-09-14T17:53+0400
2023-09-14T20:45+0400
რთველი
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოს ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/15/259758031_0:0:3437:1933_1920x0_80_0_0_71779d5beb42fe1429e08778c99fc59c.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. რთველი 2023-ის ფარგლებში კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 5,6 ათასი მევენახის მიერ ჩაბარებული 51 ათას ტონამდე ყურძენი, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. რთველი ტრადიციულად დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებში დაიწყო, აქტიური რთველი ამ ეტაპზე სიღნაღის, დედოფლისწყაროს და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს. 13 სექტემბრის მონაცემებით, გადამუშავებული ყურძნიდან 27 ათას ტონამდე „რქაწითელი", 20 ათას ტონამდე „საფერავი", 1,54 ათასი ტონა „კახური მწვანე" და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. საქართველო სამხრეთ კორეაში ღვინის ფესტივალის საპატიო სტუმარი გახდა>>>„რთველი 2023"-ის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც რთვლის პროცესს უწევს ორგანიზებას, თელავში 24 აგვისტოს გაიხსნა. ბოლო მონაცემებით, მასში რეგისტრირებულია 300 ღვინის კომპანია, რომლებიც ეტაპობრივად ერთვებიან ფერმერებისგან ყურძნის მიღების პროცესში. ყოველდღიურად ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 60-მდე მეღვინეობა, რთველის დაწყებიდან ყურძენი 115-მა ქარხანამ გადაამუშავა. გარდა ამისა, შეუფერხებლად მიმდინარეობს ძლიერი სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის სახელმწიფო საწარმოში ჩაბარების პროცესიც. დაზიანებული ყურძენი 2-3 სექტემბერს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონის ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა. სულ დაისეტყვა 3,5 ათასი ჰექტარი. სახელმწიფო საწარმოს "მოსავლის მართვის კომპანიის" მიერ ამ ეტაპზე გადამუშავებულია 7 ათასამდე ტონა დაზიანებული ყურძენი. სახელმწიფო საწარმო დასეტყვილ ყურძენს 0,9 ლარად იბარებს. ამ დროისათვის დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება 6 ლოკაციაზე მიმდინარეობს: თელავში (2 ლოკაცია), სიღნაღში, ყვარელსა და გურჯაანში (2 ლოკაცია). დარგის განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნების მიზნით მთავრობამ ყურძნის მოსავლის სუბსიდირება 2023 წელსაც გადაწყვიტა. მთავრობის განკარგულებით, ერთი კილოგრამი „რქაწითელისა" და „კახური მწვანის" ჯიშის ყურძნის სუბსიდიის ოდენობა 0,2 ლარი იქნება. კერძოდ, ყველა კომპანია, რომელიც მიიღებს და გადაამუშავებს 100 ტონაზე მეტს, მიიღებს კილოგრამზე 0,2 ლარის ოდენობის სუბსიდიას, თუ თითო კილოგრამ ყურძენს მინიმუმ 0,9 ლარის ფასად შეისყიდის. მიმდინარე წელს 200.000 ტონა ყურძნის მოსავალია მოსალოდნელი. 2022 წელს დაახლოებით 256,5 ათასი ტონა ყურძენი დაიწურა, რის შედეგადაც ფერმერებმა 320,7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/15/259758031_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_0a1f81a54f6fb3081826e10498960399.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რთველი , საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, ღვინის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
რთველი , საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველოს ეკონომიკა, ღვინის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
რთველი-2023: კახეთში 51 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა
17:53 14.09.2023 (განახლებულია: 20:45 14.09.2023) ბოლო მონაცემებით, საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებულია 300 ღვინის კომპანია, რომლებიც ეტაპობრივად ერთვებიან ფერმერებისგან ყურძნის მიღების პროცესში.
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. რთველი 2023-ის ფარგლებში კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 5,6 ათასი მევენახის მიერ ჩაბარებული 51 ათას ტონამდე ყურძენი, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რთველი ტრადიციულად დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებში დაიწყო, აქტიური რთველი ამ ეტაპზე სიღნაღის, დედოფლისწყაროს და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.
13 სექტემბრის მონაცემებით, გადამუშავებული ყურძნიდან 27 ათას ტონამდე „რქაწითელი", 20 ათას ტონამდე „საფერავი", 1,54 ათასი ტონა „კახური მწვანე" და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
„რთველი 2023"-ის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც რთვლის პროცესს უწევს ორგანიზებას, თელავში 24 აგვისტოს გაიხსნა. ბოლო მონაცემებით, მასში რეგისტრირებულია 300 ღვინის კომპანია, რომლებიც ეტაპობრივად ერთვებიან ფერმერებისგან ყურძნის მიღების პროცესში. ყოველდღიურად ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 60-მდე მეღვინეობა, რთველის დაწყებიდან ყურძენი 115-მა ქარხანამ გადაამუშავა.
გარდა ამისა, შეუფერხებლად მიმდინარეობს ძლიერი სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის სახელმწიფო საწარმოში ჩაბარების პროცესიც.
2-3 სექტემბერს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთის რეგიონის ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა. სულ დაისეტყვა 3,5 ათასი ჰექტარი.
სახელმწიფო საწარმოს "მოსავლის მართვის კომპანიის" მიერ ამ ეტაპზე გადამუშავებულია 7 ათასამდე ტონა დაზიანებული ყურძენი. სახელმწიფო საწარმო დასეტყვილ ყურძენს 0,9 ლარად იბარებს.
ამ დროისათვის დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება 6 ლოკაციაზე მიმდინარეობს: თელავში (2 ლოკაცია), სიღნაღში, ყვარელსა და გურჯაანში (2 ლოკაცია).
დარგის განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნების მიზნით მთავრობამ ყურძნის მოსავლის სუბსიდირება 2023 წელსაც გადაწყვიტა.
მთავრობის განკარგულებით, ერთი კილოგრამი „რქაწითელისა" და „კახური მწვანის" ჯიშის ყურძნის სუბსიდიის ოდენობა 0,2 ლარი იქნება. კერძოდ, ყველა კომპანია, რომელიც მიიღებს და გადაამუშავებს 100 ტონაზე მეტს, მიიღებს კილოგრამზე 0,2 ლარის ოდენობის სუბსიდიას, თუ თითო კილოგრამ ყურძენს მინიმუმ 0,9 ლარის ფასად შეისყიდის.
მიმდინარე წელს 200.000 ტონა ყურძნის მოსავალია მოსალოდნელი. 2022 წელს დაახლოებით 256,5 ათასი ტონა ყურძენი დაიწურა, რის შედეგადაც ფერმერებმა 320,7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.