https://sputnik-georgia.com/20230914/--paragraph-hotel---282267257.html
როდის გაიხსნება სასტუმრო Paragraph Hotel თბილისში?
როდის გაიხსნება სასტუმრო Paragraph Hotel თბილისში?
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, თავისუფლების მოედანზე სასტუმრო Paragraph Hotel-ის მშენებლობა დასკვნით სტადიაზეა და ის 2023 წლის შემოდგომაზე... 14.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-14T13:00+0400
2023-09-14T13:00+0400
2023-09-14T17:19+0400
საქართველო
თბილისი დღეს
საქართველოს ეკონომიკა
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23857/41/238574180_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_aa828c1149d1a7d5f05003ed05ccbb1c.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, თავისუფლების მოედანზე სასტუმრო Paragraph Hotel-ის მშენებლობა დასკვნით სტადიაზეა და ის 2023 წლის შემოდგომაზე გაიხსნება, იუწყება მედიაპლატფორმა „კომერსანტი“.სასტუმრო Marriott International Luxury Collection-ის ბრენდის ქვეშ იფუნქციონირებს.სასტუმროს პროექტის რეალიზაციის ვადები მსოფლიოში შექმნილი ეპიდვითარების გამო რამდენჯერმე გადაიდო, რაც ნეგატიურად აისახა სასტუმრო ბიზნესზე, მათ შორის, საქართველოს დედაქალაქში მდებარე სასტუმროებზე. თავდაპირველად დაგეგმილი იყო სასტუმროს 2021 წლის პირველ კვარტალში გახსნა, შემდეგ – 2022 წლის ზაფხულში და ბოლოს – მიმდინარე წლის ზაფხულში.ასევე იცვლებოდა პროექტის საინვესტიციო ღირებულება. თავიდან იგეგმებოდა 101 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელება, თუმცა, 2022 წელს მისი ოდენობა 120 მლნ დოლარამდე გაიზარდა, ბოლო ინფორმაციით კი პროექტის საინვესტიციო მოცულობა 142 მლნ დოლარია.სასტუმროში იქნება ექვსი კატეგორიის 220 ნომერი, საკონფერენციო, შეხვედრების ოთახები, A კლასის საოფისე და კომერციული ფართები, სპა და ფიტნეს-ცენტრი და საცურაო აუზი. სასტუმროს ექნება მიწისქვეშა ავტოსადგომი.სასტუმრო საბაგირო გზით დაუკავშირდება ფონდის კიდევ ერთ საინვესტიციო პროექტს Paragraph Hotel & Convention Center Tbilisi - Autograph Collection, სადაც მოეწყობა გოლფის მოედნები, რომლის მშენებლობაც ამჟამად მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23857/41/238574180_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_2f1f4fdec7d6782b5690c38e6e2e68bc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, საქართველოს ეკონომიკა, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, საქართველოს ეკონომიკა, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, თავისუფლების მოედანზე სასტუმრო Paragraph Hotel-ის მშენებლობა დასკვნით სტადიაზეა და ის 2023 წლის შემოდგომაზე გაიხსნება, იუწყება მედიაპლატფორმა „კომერსანტი“.
სასტუმრო Marriott International Luxury Collection-ის ბრენდის ქვეშ იფუნქციონირებს.
სასტუმროს პროექტის რეალიზაციის ვადები მსოფლიოში შექმნილი ეპიდვითარების გამო რამდენჯერმე გადაიდო, რაც ნეგატიურად აისახა სასტუმრო ბიზნესზე, მათ შორის, საქართველოს დედაქალაქში მდებარე სასტუმროებზე. თავდაპირველად დაგეგმილი იყო სასტუმროს 2021 წლის პირველ კვარტალში გახსნა, შემდეგ – 2022 წლის ზაფხულში და ბოლოს – მიმდინარე წლის ზაფხულში.
ასევე იცვლებოდა პროექტის საინვესტიციო ღირებულება. თავიდან იგეგმებოდა 101 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელება, თუმცა, 2022 წელს მისი ოდენობა 120 მლნ დოლარამდე გაიზარდა, ბოლო ინფორმაციით კი პროექტის საინვესტიციო მოცულობა 142 მლნ დოლარია.
სასტუმროში იქნება ექვსი კატეგორიის 220 ნომერი, საკონფერენციო, შეხვედრების ოთახები, A კლასის საოფისე და კომერციული ფართები, სპა და ფიტნეს-ცენტრი და საცურაო აუზი. სასტუმროს ექნება მიწისქვეშა ავტოსადგომი.
სასტუმრო საბაგირო გზით დაუკავშირდება ფონდის კიდევ ერთ საინვესტიციო პროექტს Paragraph Hotel & Convention Center Tbilisi - Autograph Collection, სადაც მოეწყობა გოლფის მოედნები, რომლის მშენებლობაც ამჟამად მიმდინარეობს.