https://sputnik-georgia.com/20230914/---2023---282268287.html
როდის გაიმართება „თბილისობა-2023"? მერიამ თარიღი გამოაცხადა
როდის გაიმართება „თბილისობა-2023"? მერიამ თარიღი გამოაცხადა
Sputnik საქართველო
პირველად „თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. 14.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-14T13:21+0400
2023-09-14T13:21+0400
2023-09-14T17:30+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24238/59/242385983_0:103:2000:1228_1920x0_80_0_0_b57f4418e9d6850dcb7487b28121eba2.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. თბილისელების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაული „თბილისობა“ წელს 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს გაიმართება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.2018 წლიდან „თბილისობა" ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას იმართებოდა და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული. ქალაქის დღესასწაულის აღნიშვნა გადაიდო მხოლოდ ორჯერ – 2020 წელს კოვიდპანდემიის გამო და 2021 წელს – ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, როდესაც საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა. 2021 წელს მხოლოდ „საპატიო თბილისელების“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წელს შემოდგომის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ დღესასწაულს რიყე, ორბელიანის მოედანი და სახელმწიფო ცერემონიების სასახლე უმასპინძლებს. გასულ წელს ხუთი ლოკაცია იყო – რიყის პარკი, ლეღვთახევი, მეტეხის ხიდი და ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნები.დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამას დედაქალაქის მერია მოგვიანებით გაავრცელებს.პირველად „თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24238/59/242385983_113:0:1888:1331_1920x0_80_0_0_efbd886c24ccb4acb0b9011faf520e23.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
როდის გაიმართება „თბილისობა-2023"? მერიამ თარიღი გამოაცხადა
13:21 14.09.2023 (განახლებულია: 17:30 14.09.2023) პირველად „თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს.
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. თბილისელების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაული „თბილისობა“ წელს 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს გაიმართება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2018 წლიდან „თბილისობა" ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას იმართებოდა და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული. ქალაქის დღესასწაულის აღნიშვნა გადაიდო მხოლოდ ორჯერ – 2020 წელს კოვიდპანდემიის გამო და 2021 წელს – ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, როდესაც საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა. 2021 წელს მხოლოდ „საპატიო თბილისელების“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
წელს შემოდგომის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ დღესასწაულს რიყე, ორბელიანის მოედანი და სახელმწიფო ცერემონიების სასახლე უმასპინძლებს. გასულ წელს ხუთი ლოკაცია იყო – რიყის პარკი, ლეღვთახევი, მეტეხის ხიდი და ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნები.
დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამას დედაქალაქის მერია მოგვიანებით გაავრცელებს.
პირველად „თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.