https://sputnik-georgia.com/20230914/-------282266327.html
ნაძალადევში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორი თვის განმავლობაში შეიზღუდება
ნაძალადევში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორი თვის განმავლობაში შეიზღუდება
Sputnik საქართველო
შექმნილი დისკომფორტის გამო დედაქალაქის მერია მოსახლეობას ბოდიშს უხდის. 14.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-14T12:00+0400
2023-09-14T12:00+0400
2023-09-14T16:41+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24499/88/244998812_21:0:1978:1101_1920x0_80_0_0_37928557d34098cd873b346c40d2d0c7.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. თბილისში, ჯუმბერ ბეთაშვილის ქუჩაზე 14 სექტემბრიდან ორი თვის განმავლობაში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, შეზღუდვის დაწესების მიზეზი მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოებია – ივერთუბნის დასახლებაში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა გრძელდება. ამჯერად წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები ჯუმბერ ბეთაშვილის ქუჩაზე მოეწყობა.დაგეგმილი სამუშაოების გამო შეზღუდვა შეეხება ბეთაშვილისა და ზამთრიანის ქუჩების კვეთიდან ბეთაშვილისა და მერი შერვაშიძის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.დროის აღნიშნულ მონაკვეთში სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ბეთაშვილისა და ზამთრიანის ქუჩების კვეთიდან ნიკოლოზ ხუდადოვისა და მერი შერვაშიძის ქუჩების გამოყენებით. ასევე იოსებ ჟორდანიას ქუჩის, მერი შერვაშიძის II შესახვევისა და მერი შერვაშიძის ქუჩის გამოყენებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24499/88/244998812_266:0:1734:1101_1920x0_80_0_0_0590fc0715be371ec7c570264d7beac7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში
ნაძალადევში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორი თვის განმავლობაში შეიზღუდება
12:00 14.09.2023 (განახლებულია: 16:41 14.09.2023) შექმნილი დისკომფორტის გამო დედაქალაქის მერია მოსახლეობას ბოდიშს უხდის.
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. თბილისში, ჯუმბერ ბეთაშვილის ქუჩაზე 14 სექტემბრიდან ორი თვის განმავლობაში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, შეზღუდვის დაწესების მიზეზი მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოებია – ივერთუბნის დასახლებაში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა გრძელდება. ამჯერად წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები ჯუმბერ ბეთაშვილის ქუჩაზე მოეწყობა.
დაგეგმილი სამუშაოების გამო შეზღუდვა შეეხება ბეთაშვილისა და ზამთრიანის ქუჩების კვეთიდან ბეთაშვილისა და მერი შერვაშიძის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ბეთაშვილისა და ზამთრიანის ქუჩების კვეთიდან ნიკოლოზ ხუდადოვისა და მერი შერვაშიძის ქუჩების გამოყენებით. ასევე იოსებ ჟორდანიას ქუჩის, მერი შერვაშიძის II შესახვევისა და მერი შერვაშიძის ქუჩის გამოყენებით.