https://sputnik-georgia.com/20230913/zaxarovam-somxetistvis-saxifato-momenti-daasaxela-282212514.html
შესაძლოა კატასტროფული შედეგი გამოიღოს: ზახაროვამ სომხეთისთვის სახიფათო მომენტი დაასახელა
შესაძლოა კატასტროფული შედეგი გამოიღოს: ზახაროვამ სომხეთისთვის სახიფათო მომენტი დაასახელა
Sputnik საქართველო
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. რუსეთი არ არის სომხეთის მტერი და არც არასდროს გახდება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა... 13.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-13T09:39+0400
2023-09-13T09:39+0400
2023-09-13T14:35+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი
სომხეთი
რუსეთი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0d/282212328_0:119:2810:1700_1920x0_80_0_0_3723e10222c343e4c759711f39e11668.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. რუსეთი არ არის სომხეთის მტერი და არც არასდროს გახდება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ რია ნოვოსტისთან ინტერვიუში, რომელიც აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის კულუარებში ჩაიწერა.მისი თქმით, რუსეთის შესახებ ერევნის მწვავე განცხადებებზე მოსკოვის მკაცრი რეაქციები „ცნებების ჩანაცვლებამ“ გამოიწვია.ამასთან რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა გააფრთხილა ერევანი, რომ დამნაშავეების ძებნის ცდუნებამ იმაში, რაც არ გამოვიდა, „შესაძლოა კატასტროფული შედეგები გამოიღოს, რაც სახიფათოა სომხეთისთვის“.გასულ პარასკევს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთის ელჩი ვაგარშაკ არუთუნიანი გამოიძახა „ერევნის მხრიდან არამეგობრული ნაბიჯების სერიის გამო“. მათ შორის იყო საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების პროცესის დაწყება, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მეუღლის უკრაინაში ჩასვლა და ჰუმანიტარული დახმარების გადაცემა კიევის რეჟიმისთვის, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე აშშ-თან ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარება.გარდა ამისა, არუთუნიანს საპროტესტო ნოტა გადაეცა სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარის ალენ სიმონიანის შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო მარია ზახაროვასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მისამართით. ამასთან რუსულმა საგარეო უწყებამ შეშფოთება გამოთქვა ბლოგერ მიქაელ ბადალიანისა და „Sputnik–სომხეთის“ მიმომხილველის აშოტ გევორქიანის დაკავების გამო.
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0d/282212328_40:0:2771:2048_1920x0_80_0_0_074a4605d038b88d8659515f8f92107f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი, სომხეთი, რუსეთი, პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი, სომხეთი, რუსეთი, პოლიტიკა
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. რუსეთი არ არის სომხეთის მტერი და არც არასდროს გახდება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ
რია ნოვოსტისთან ინტერვიუში, რომელიც აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის კულუარებში ჩაიწერა.
„რუსეთმა კი არ აღიარა აზერბაიჯანის უფლება მთიან ყარაბაღზე, ეს სომხეთის ხელმძღვანელობამ გააკეთა. სომხეთის ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რა დამოკიდებულება ექნება ამის მიმართ. მაგრამ ერევანში მიღებული გადაწყვეტილებები რუსეთს არ უნდა დაბრალდეს. რუსეთში მტრის ძებნა საჭირო არ არის. რუსეთი არასდროს ყოფილა სომხეთის მტერი და არც არასდროს იქნება“, — განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, რუსეთის შესახებ ერევნის მწვავე განცხადებებზე მოსკოვის მკაცრი რეაქციები „ცნებების ჩანაცვლებამ“ გამოიწვია.
„ჩვენ იმდენად ტონალობასა და პერსონალურ შეურაცხყოფებზე, თავხედობაზე კი არ ვამახვილებდით ყურადღებას, რასაც ადგილი ჰქონდა, არამედ იმაზე, რომ მათ საფუძვლად სიცრუე, უზუსტობა ან ფაქტების შეცვლის მცდელობა ედო. ამან გამოიწვია ჩვენი რეაქცია. ამიტომაც იყო მიწვეული ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში", — აღნიშნა ზახაროვამ.
ამასთან რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა გააფრთხილა ერევანი, რომ დამნაშავეების ძებნის ცდუნებამ იმაში, რაც არ გამოვიდა, „შესაძლოა კატასტროფული შედეგები გამოიღოს, რაც სახიფათოა სომხეთისთვის“.
გასულ პარასკევს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთის ელჩი ვაგარშაკ არუთუნიანი გამოიძახა „ერევნის მხრიდან არამეგობრული ნაბიჯების სერიის გამო“. მათ შორის იყო საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების პროცესის დაწყება, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მეუღლის უკრაინაში ჩასვლა და ჰუმანიტარული დახმარების გადაცემა კიევის რეჟიმისთვის, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე აშშ-თან ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარება.
გარდა ამისა, არუთუნიანს საპროტესტო ნოტა გადაეცა სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარის ალენ სიმონიანის შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო მარია ზახაროვასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მისამართით. ამასთან რუსულმა საგარეო უწყებამ შეშფოთება გამოთქვა ბლოგერ მიქაელ ბადალიანისა და „Sputnik–სომხეთის“ მიმომხილველის აშოტ გევორქიანის დაკავების გამო.