https://sputnik-georgia.com/20230913/zaxarova-rusetisa-dacrdiloet-koreis-kontaqtebze-282212084.html
ზახაროვამ რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის კონტაქტების მნიშვნელობა განმარტა
ზახაროვამ რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის კონტაქტების მნიშვნელობა განმარტა
Sputnik საქართველო
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე... 13.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-13T10:30+0400
2023-09-13T10:30+0400
2023-09-13T14:58+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
რუსეთი
ჩრდილოეთი კორეა
პოლიტიკა
ვლადიმირ პუტინი
კიმ ჩენ ინი
აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/10/281270342_0:0:2915:1640_1920x0_80_0_0_a3222e436e8c90bad8c4247a3eeeb562.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის კულიარებში.მისი თქმით, დღევანდელი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა — ეს, „უდავოდ, ის გეოპოლიტიკური ცვლილებებია, რომლებიც თეორიულად კი არ მიმდინარეობს, არამედ კონკრეტული კონტურები აქვს“.ზახაროვამ „აშშ-ის მიერ შექმნილი უსასრულო კრიზისებიდან“ გამოსავლად „დიდი ოცეულის მიერ გამოხატული სინერგია", BRICS-ის გაფართოება, მსოფლიოში დედოლარიზაციის პროცესები და ეროვნულ ვალუტებში ანგარიშსწორებაზე გადასვლა დაასახელა.ამასთან ზახაროვამ აღნიშნა, რომ რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ორმხრივი თანამშრომლობა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა, უკვე აღდგენის პროცესშია.მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი და კიმ ჩენ ინი დღეს შეხვდებიან ერთმანეთს, თუმცა ზუსტი ადგილი ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება.
ჩრდილოეთი კორეა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/10/281270342_186:0:2915:2047_1920x0_80_0_0_06bc9124fdfc2ac928456204959559ce.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთი, ჩრდილოეთი კორეა, პოლიტიკა, ვლადიმირ პუტინი, კიმ ჩენ ინი, აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთი, ჩრდილოეთი კორეა, პოლიტიკა, ვლადიმირ პუტინი, კიმ ჩენ ინი, აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის კულიარებში.
მისი თქმით, დღევანდელი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა — ეს, „უდავოდ, ის გეოპოლიტიკური ცვლილებებია, რომლებიც თეორიულად კი არ მიმდინარეობს, არამედ კონკრეტული კონტურები აქვს“.
ზახაროვამ „აშშ-ის მიერ შექმნილი უსასრულო კრიზისებიდან“ გამოსავლად „დიდი ოცეულის მიერ გამოხატული სინერგია", BRICS-ის გაფართოება, მსოფლიოში დედოლარიზაციის პროცესები და ეროვნულ ვალუტებში ანგარიშსწორებაზე გადასვლა დაასახელა.
„რა თქმა უნდა, ამ ფონზე ორმხრივი კონტაქტები ძალიან მნიშვნელოვანია. ნახევარკუნძულზე არსებული სიტუაცია, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის", — განაცხადა მან.
ამასთან ზახაროვამ აღნიშნა, რომ რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ორმხრივი თანამშრომლობა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა, უკვე აღდგენის პროცესშია.
„ცხოვრება ნელ-ნელა ჩვეულ რიტმს უბრუნდება. არის და რჩება კიდევ საკითხები, რომლებიც გადაჭრას მოითხოვს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ დიპლომატები და ქვეყნების სხვადასხვა დონის ხელმძღვანელები სწორედ იმიტომ ხვდებიან, რომ ეს ყველაფერი ურთიერთპატივისცემით გადალახონ და გადაწყვიტონ, როგორც ჩვენ ამას ჩვეულებრივ ვაკეთებთ", — აღნიშნა მან.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი და კიმ ჩენ ინი დღეს შეხვდებიან ერთმანეთს, თუმცა ზუსტი ადგილი ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება.