ვითარება გურიაში - ჰუმანიტარული დახმარება 860-მა ოჯახმა მიიღო

© Ministry of Internal Affairs of Georgiaმეწყერი შოვში
მეწყერი შოვში - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2023
გამოწერა
დაზარალებული სოფლების მოსახლეობას მოუწოდებენ, აუცილებლობის შემთხვევაში „ცხელ ხაზზე" დარეკონ.
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. გურიაში სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული სოფლების მცხოვრებნი ჰუმანიტარული დახმარების მიღებას განაგრძობენ, ხუთ დღეში დახმარება 860-მა ოჯახმა მიიღო.
ძლიერი ნალექის შედეგად 7-8 სექტემბრის ღამეს გურიაში მდინარეები ადიდდა, ჩამოწვა მეწყერი, დაზიანდა სახლები, ხიდები, სოფლებთან მისასვლელი გზები. სტიქიურ უბედურებას სამი ადამიანი შეეწირა, მათგან ორი არასრულწლოვანი.
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას კვების პროდუქტებსა და აუცილებელ ნივთებს საჭიროებისამებრ აწვდის. ჰუმანიტარულ აქციას შეუერთდნენ აბაშის, სენაკის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, გარდაბნის, ადიგენის, ახალციხის რაიონების ადგილობრივი ხელისუფლებები და მცხოვრებნი, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
რას უკავშირდება სტიქიური უბედურებები საქართველოში - ეკოლოგი>>
დაზარალებული სოფლების მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოუწოდებენ, აუცილებლობის შემთხვევაში დარეკონ ნომრებზე: 551 38 38 05 (გურიის გუბერნატორის ადმინისტრაცია), 577 601 304 (ოზურგეთის ადგილობრივი ხელისუფლება), 599 05 87 00 (ლანჩხუთის ადგილობრივი ხელისუფლება).
სტიქიური უბედურების ადგილზე პირველივე დღიდან 200-მდე მაშველი ჩავიდა. სტიქიის კერები დაფიქსირდა ლანჩხუთის რაიონის 15 და ოზურგეთის რაიონის 22 დასახლებულ პუნქტში. უსაფრთხო ადგილზე ევაკუირებულია 140-ზე მეტი ადამიანი. სტიქიის ზონიდან 105 ოჯახი გაასახლეს.
ყველა ახალი ამბავი
0