მიმოხილვა: რუსეთის ახალი პროექტი - რატომ უნდა დაცურავდეს 152 მმ-იანი ჰაუბიცა

  - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2023
გამოწერა
კლასიკური საარტილერიო იარაღის ცეცხლის ძალის, ტანკის ჯავშანდაცვისა და მობილობის, ჯავშანტრანსპორტორის ამფიბიურობის სინთეზი თვითმავალი მცურავი ჰაუბიცა Пат-С პროექტში — ეს შეუთავსებლის შეთავსების ექსპერიმენტული მცდელობა კი არ არის, არამედ დროისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნაა.
უკრაინულ საომარ მოქმედებათა თეატრში არტილერიის გამოყენების გამოცდილების გათვალისწინებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მიიღეს გადაწყვეტილება, შეიარაღებაში მსხვილი კალიბრის თვითმავალი საარტილერიო მოწყობილობა შეიყვანონ, რომელსაც ცურვა შეუძლია.
ქარხანა „კურგანმაში“ ახალ, 152-მმ თვითმავალ ჰაუბიცას ქმნის საცდელი (საბჭოთა) Пат-С-ს ბაზაზე, რომელსაც БМП-3-ის შასი ექნება. დამკვეთი უმაღლეს საბრძოლო მახასიათებლებს მოითხოვს ახალი თვითმავალისგან: დაზიანების დიდი მანძილი, ზუსტი ცეცხლი დახურული პოზიციებიდან, მობილურობა და წყალზე გადაადგილება.
ექსპერიმენტული Пат-С მსოფლიოში პირველი მსხვილი კალიბრის ჰაუბიცაა, რომელსაც შეუძლია თავისი სვლით (ცურვით) გადალახოს წყლის ბარიერები, მაგრამ სერიაში არ შევიდა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების გამო.
მიუხედავად ამისა, რუს არტილერისტებს აქვთ საშუალო კალიბრიანი თვითმავალი ჰაუბიცა „გვოზდიკა", რომელსაც შეუძლია 4,5 კმ/სთ სიჩქარით გადალახოს წყლის ბარიერები. „გვოზდიკა“ განკუთვნილია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის გასანადგურებლად 15 კმ-მდე მანძილზე.
აქტიურ-რეაქტიული ჭურვების სროლის სიშორე 22 კმ-მდეა, სროლის სიჩქარე — წუთში 5 გასროლა. თანამედროვე საჯარისო ბრძოლის პირობები მცურავი თვითმავალი არტილერიისგან უფრო დიდ ცეცხლის ძალას მოითხოვს დახურული პოზიციებიდან, ასევე სუპერმობილურობასა და მინიმუმ 10 კმ/სთ სიჩქარეს წყალზე.

უცხოური ანალოგები

რუსული სამხედრო-ტექნიკური კომპლექსი წარმატებით აერთიანებს შეუთავსებლობას არა მხოლოდ არტილერიაში. დასავლელ იარაღის მწარმოებლებს შურთ საბჭოთა ამფიბიური აპარატ „გვოზდიკის" მაღალი მახასიათებლებისა.
მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ამერიკელებმა წარუმატებლად სცადეს შეექმნათ მცურავი თვითმავალი საარტილერიო აპარატი ან მსუბუქი ტანკები, წყნარი ოკეანის კუნძულებზე სადესანტო ოპერაციების მხარდასაჭერად. პატენტების იქით საქმე არ წასულა.
უფრო წარმატებული იყო 1960-იან წლებში ბრიტანეთის სახელმწიფო საკონსტრუქციო ბიურო Fighting Vehicle Research and Development Establishment (FVRDE), სადაც მცურავი თვითმავალი „ებოტი“ შეიქმნა.
მაგრამ ძალიან არაპრაქტიკული (არასაიმედო) კონსტრუქცია გამორიცხავდა მდინარეებისა და ტბების ოპერატიულად გადალახვას. უკანასკნელი ბრიტანული „ებოტი“ 1990-იანების შუა წლებში ჩამოწერეს. 1993 წელს ის AS-90-მა ჩაანაცვლა, თუმცა მას ცურვის უნარი არ ჰქონდა. 2022 წლის დასაწყისისთვის მწყობრში 90-ზე ნაკლები ასეთი მანქანა იყო. მათი მესამედი ლონდონმა უკრაინას გადასცა რუსეთის სპეცოპერაციის ზონაში უტილიზაციისთვის.
რუსეთის ფარგლებს გარეთ დიდი კალიბრის არტილერიის ამფიბიურობა დაკარგულია. მცურავი საბრძოლო ქვეითთა მანქანები და ჩინური ტანკები ცალკე „ოჯახია". ამგვარად, უცხოური თვითმავალი მცურავი არტილერიის სიაში მხოლოდ ორი დასახელებაა და ორივე წარსულიდან. არადა, არტილერიის მიერ წყლის ბარიერების ოპერატიულად გადალახვა ურთულესი თანამედროვე პრობლემაა.
საბრძოლო მოქმედებების გამოცდილება აჩვენებს, რომ საშუალო სიღრმის მდინარეებიც კი, რომელთა სიღრმე 1,5 მეტრზე მეტია, სერიოზულ დაბრკოლებად, მოწინააღმდეგის თავდაცვის მნიშვნელოვან მიჯნებად იქცევა. ხიდები, პონტონური გადასასვლელები და თბომავლები საკმაოდ მოწყვლადები არიან, ამიტომ ამფიბიური ჯავშანტექნიკა და არტილერია მომავალში მაღალ აქტუალობას შეინარჩუნებს ბრძოლის ველზე და ზღვაზე — სადესანტო ოპერაციებში.
ცნობილია, რომ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სპეციალისტები წარმატებით ამუშავებენ იარაღს ახალი ფიზიკური პრინციპებით, და მაინც არ ივიწყებენ ძველი კარგი არტილერიის მაღალ საბრძოლო ეფექტურობას — მიწასა და წყალზე. სპეცოპერაციის ზონაში მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და საბრძოლო ტექნიკის დანაკარგების 80 პროცენტს საარტილერიო ცეცხლი უზრუნველყოფს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0