https://sputnik-georgia.com/20230913/tavdacvis-saministro-ass-is-samxedro-bazis-gantavsebis-temas-gamoexmaura-282262619.html
თავდაცვის სამინისტრო აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსების თემას გამოეხმაურა
თავდაცვის სამინისტრო აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსების თემას გამოეხმაურა
Sputnik საქართველო
ტელეარხის ინფორმაციით, საუბარი იყო, თითქოს აშშ მზადაა საქართველოში 1,8 ათასი ადამიანისგან შემდგარი კონტინგენტი განათავსოს. 13.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-13T23:58+0400
2023-09-13T23:58+0400
2023-09-14T14:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23440/14/234401426_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_523b9286bb1e490fecd1039169e950ac.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უარყო ინფორმაცია აშშ-ის სავარაუდო წინადადებაზე ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის განთავსების შესახებ და განაცხადა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია აბსოლუტური სიცრუეა.მანამდე ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხი“ იუწყებოდა, რომ უკრაინაში კონფლიქტის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი „უპრეცედენტო წინადადებით“ ჩამოვიდა – საუბარი იყო სამხედრო ბაზის განთავსებაზე. ტელეკომპანიის ცნობით, საქართველოს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა 1,8 ათასი ადამიანისგან შემდგარ კონტინგენტს უნდა აეღო, მაგრამ მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ უარი თქვა „ისტორიულ შესაძლებლობაზე“.„მთავარი არხი“ ინფორმაციის წყაროდ იყენებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ლიკა ბასილაია-შავგულიძის ინტერვიუს, რომელიც ამ თანამდებობაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა.ბასილაია-შავგულიძე, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ მას საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელმა უამბო ქართული მხარის მიერ სამხედრო ბაზის განთავსებაზე უარის შესახებ. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა ასევე შესთავაზა „ქართული ოცნების“ მთავრობას ნებისმიერი რაოდენობის, ნებისმიერი ტიპისა და კალიბრის იარაღის მიწოდება.ჩვენ გვქონდა შეხვედრების რამდენიმე რაუნდი, მაგრამ „ქართული ოცნების“ მთავრობამ, მათი აზრით, რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა აირჩია, ციტირებს ბასილაია აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს.იმავდროულად საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის შესაძლო აშენება აშშ-ის საელჩომაც უარყო.„აშშ–საქართველოს თავდაცვის სფეროში ურთიერთობა ეფუძნებოდა და კვლავაც ეფუძნება თავსებადობის გაძლიერებას და საქართველოს მხარდაჭერას შემდგომი აგრესიის შეკავებისა და მისი სუვერენული ტერიტორიის დასაცავად, რაც საქართველოს უკეთ ამზადებს ნატოში გაწევრიანებისთვის. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის განსამარტად – შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.ოპოზიციის ნაწილი და ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ამის პასუხად მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" არაერთხელ განაცხადეს, რომ ეს ფაქტობრივად ნიშნავს მოწოდებას ესკალაციისა და სამხედრო კონფრონტაციაში ჩართვისკენ.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავის მხრივ, არაერთხელ განაცხადა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ატარებს გონივრულ და პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც ემსახურება ქვეყნისა და ხალხის ეროვნულ ინტერესებს და რომლის საბოლოო მიზანი ქვეყნის გაერთიანებაა.2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.როგორც ადრე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა განაცხადეს, ისინი მიესალმებიან ფრენების აღდგენას, რადგანაც ეს რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას ქართველს წაადგება, რომლებიც იძულებული არიან სამშობლოში მესამე ქვეყნების გავლით იფრინონ.მათი თქმით, ხელისუფლება ყველა გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23440/14/234401426_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_fb90956d29dc0db3b37a4165d59cc598.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვა, აშშ
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვა, აშშ
თავდაცვის სამინისტრო აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსების თემას გამოეხმაურა
23:58 13.09.2023 (განახლებულია: 14:17 14.09.2023) ტელეარხის ინფორმაციით, საუბარი იყო, თითქოს აშშ მზადაა საქართველოში 1,8 ათასი ადამიანისგან შემდგარი კონტინგენტი განათავსოს.
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უარყო ინფორმაცია აშშ-ის სავარაუდო წინადადებაზე ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის განთავსების შესახებ და განაცხადა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია აბსოლუტური სიცრუეა.
მანამდე ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხი“ იუწყებოდა, რომ უკრაინაში კონფლიქტის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი „უპრეცედენტო წინადადებით“ ჩამოვიდა – საუბარი იყო სამხედრო ბაზის განთავსებაზე. ტელეკომპანიის ცნობით, საქართველოს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა 1,8 ათასი ადამიანისგან შემდგარ კონტინგენტს უნდა აეღო, მაგრამ მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ უარი თქვა „ისტორიულ შესაძლებლობაზე“.
„აღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება პოლიტიკურად მიკერძოებული პირის მიერ, რომელიც შემდგომ ცალკეული მედიასაშუალებებისა და პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მიერ გამოყენებულია დეზინფორმაციული კამპანიის საწარმოებლად“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
„მთავარი არხი“ ინფორმაციის წყაროდ იყენებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ლიკა ბასილაია-შავგულიძის ინტერვიუს, რომელიც ამ თანამდებობაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა.
ბასილაია-შავგულიძე, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ მას საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელმა უამბო ქართული მხარის მიერ სამხედრო ბაზის განთავსებაზე უარის შესახებ. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა ასევე შესთავაზა „ქართული ოცნების“ მთავრობას ნებისმიერი რაოდენობის, ნებისმიერი ტიპისა და კალიბრის იარაღის მიწოდება.
ჩვენ გვქონდა შეხვედრების რამდენიმე რაუნდი, მაგრამ „ქართული ოცნების“ მთავრობამ, მათი აზრით, რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა აირჩია, ციტირებს ბასილაია აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს.
იმავდროულად საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის შესაძლო აშენება აშშ-ის საელჩომაც უარყო.
„აშშ–საქართველოს თავდაცვის სფეროში ურთიერთობა ეფუძნებოდა და კვლავაც ეფუძნება თავსებადობის გაძლიერებას და საქართველოს მხარდაჭერას შემდგომი აგრესიის შეკავებისა და მისი სუვერენული ტერიტორიის დასაცავად, რაც საქართველოს უკეთ ამზადებს ნატოში გაწევრიანებისთვის. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის განსამარტად – შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
ოპოზიციის ნაწილი და ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ამის პასუხად მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" არაერთხელ განაცხადეს, რომ ეს ფაქტობრივად ნიშნავს მოწოდებას ესკალაციისა და სამხედრო კონფრონტაციაში ჩართვისკენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავის მხრივ, არაერთხელ განაცხადა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ატარებს გონივრულ და პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც ემსახურება ქვეყნისა და ხალხის ეროვნულ ინტერესებს და რომლის საბოლოო მიზანი ქვეყნის გაერთიანებაა.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.
როგორც ადრე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერებმა განაცხადეს, ისინი მიესალმებიან ფრენების აღდგენას, რადგანაც ეს რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას ქართველს წაადგება, რომლებიც იძულებული არიან სამშობლოში მესამე ქვეყნების გავლით იფრინონ.
მათი თქმით, ხელისუფლება ყველა გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.