https://sputnik-georgia.com/20230913/sputnik-moldova-vitali-denisovi-282215550.html
კისელიოვი „Sputnik-მოლდოვის“ ხელმძღვანელის ქვეყნიდან გაძევებას გამოეხმაურა
კისელიოვი „Sputnik-მოლდოვის“ ხელმძღვანელის ქვეყნიდან გაძევებას გამოეხმაურა
Sputnik საქართველო
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. კიშინიოვმა ყველა ზღვარი გადალახა „Sputnik–მოლდოვის“ ხელმძღვანელის ვიტალი დენისოვის ქვეყნიდან გაძევებით, რომელსაც მოლდოვაში... 13.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-13T11:19+0400
2023-09-13T11:19+0400
2023-09-13T15:26+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
მოლდოვა
პოლიტიკა
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0d/282213844_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_c98fb8e2dc64eeafaa399866bd5bb878.png
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. კიშინიოვმა ყველა ზღვარი გადალახა „Sputnik–მოლდოვის“ ხელმძღვანელის ვიტალი დენისოვის ქვეყნიდან გაძევებით, რომელსაც მოლდოვაში მუშაობისთვის საჭირო ყველა ნებართვა აქვს, განაცხადა მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ გენერალურმა დირექტორმა დმიტრი კისელიოვმა.მანამდე „Sputnik–მოლდოვის“ ხელმძღვანელმა „რია ნოვოსტის“ აცნობა, რომ მას მოლდოვიდან აძევებენ და 10 წლით უკრძალავენ ქვეყანაში შესვლას.მისი თქმით, მიგრაციული სამსახურის თანამშრომლებმა სახლში მიაკითხეს, მანქანაში ჩასვეს და აეროპორტში წაიყვანეს პირველივე რეისით დეპორტაციისთვის.დენისოვის თქმით, მოლდოვის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ის საფრთხეს წარმოადგენს ეროვნული უშიშროებისთვის.გასული წლის თებერვლის ბოლოს, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ მოლდოვის ინფორმაციისა და უშიშროების სამსახურმა „Sputnik–მოლდოვა“ დაბლოკა. ამის მიზეზად „ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი დეზინფორმაციის" გავრცელების რისკი დაასახელა. 7 მარტიდან შეწყდა სააგენტოს რადიოსადგურის მაუწყებლობაც. რუსეთის საელჩომ დაგმო კიშინიოვის მოქმედება და „Sputnik–მოლდოვის“ მიმართ ბრალდებებს არაობიექტური და პოლიტიზებული უწოდა.
მოლდოვა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0d/282213844_295:0:1735:1080_1920x0_80_0_0_d02c1eea1422c6249e872d2ce1d8c8b9.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, მოლდოვა, პოლიტიკა, რუსეთი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, მოლდოვა, პოლიტიკა, რუსეთი
კისელიოვი „Sputnik-მოლდოვის“ ხელმძღვანელის ქვეყნიდან გაძევებას გამოეხმაურა
11:19 13.09.2023 (განახლებულია: 15:26 13.09.2023) თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. კიშინიოვმა ყველა ზღვარი გადალახა „Sputnik–მოლდოვის“ ხელმძღვანელის ვიტალი დენისოვის ქვეყნიდან გაძევებით, რომელსაც მოლდოვაში მუშაობისთვის საჭირო ყველა ნებართვა აქვს, განაცხადა მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ გენერალურმა დირექტორმა დმიტრი კისელიოვმა.
„მოლდოვის ხელისუფლების დამანგრეველი პოლიტიკა სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში ადეკვატურობის ყველა ზღვარს გადადის“, — აღნიშნა მან.
მანამდე „Sputnik–მოლდოვის“ ხელმძღვანელმა „რია ნოვოსტის“ აცნობა, რომ მას მოლდოვიდან აძევებენ და 10 წლით უკრძალავენ ქვეყანაში შესვლას.
მისი თქმით, მიგრაციული სამსახურის თანამშრომლებმა სახლში მიაკითხეს, მანქანაში ჩასვეს და აეროპორტში წაიყვანეს პირველივე რეისით დეპორტაციისთვის.
„არ მომცეს ნივთების მოგროვების, შინაური ცხოველების წაყვანის შესაძლებლობა. გადმომცეს დადგენილება, რომ მოლდოვაში შესვლა 10 წლით ამეკრძალა. ელჩი საქმის კურსში ჩააყენეს“, — თქვა ჟურნალისტმა.
დენისოვის თქმით, მოლდოვის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ის საფრთხეს წარმოადგენს ეროვნული უშიშროებისთვის.
გასული წლის თებერვლის ბოლოს, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ მოლდოვის ინფორმაციისა და უშიშროების სამსახურმა „Sputnik–მოლდოვა“ დაბლოკა. ამის მიზეზად „ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი დეზინფორმაციის" გავრცელების რისკი დაასახელა. 7 მარტიდან შეწყდა სააგენტოს რადიოსადგურის მაუწყებლობაც. რუსეთის საელჩომ დაგმო კიშინიოვის მოქმედება და „Sputnik–მოლდოვის“ მიმართ ბრალდებებს არაობიექტური და პოლიტიზებული უწოდა.