რომელი ქართული ფილმები იბრძვიან „ოსკარისთვის"

© Academy of Motion Picture Arts and Sciencesაშშ-ის კინოაკადემიის პრემია „ოსკარის" ქანდაკება
აშშ-ის კინოაკადემიის პრემია „ოსკარის ქანდაკება - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2023
გამოწერა
საქართველოს მოსახლეობა ხვალ გაიგებს, რომელი ფილმი იქნება წარდგენილი ქვეყნიდან „ოსკარზე".
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველო კანდიდატ ფილმს ამერიკული კინოპრემია „ოსკარის" ნომინაციისთვის „საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმი" 14 სექტემბერს გამოაცხადებს.
კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა „ოსკარისთვის" სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის შერჩევის შესახებ აგვისტოში გამოაცხადა. შედეგად კონკურსის შორტ-ლისტში შევიდა ოთხი ფილმი:
„გრაკლიანი გორის წარწერის საიდუმლო" - რეჟისორი ლელა წიფურია;
„მოქალაქე წმინდანი" - რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი;
„მშვენიერი ელენე" - რეჟისორი გიორგი ოვაშვილი;
„შაშვი შაშვი მაყვალი" - რეჟისორი ელენე ნავერიანი.
სპეციალური კომისია გამარჯვებულ ფილმს ფარული კენჭისყრის საფუძველზე გამოავლენს.
ყველა ახალი ამბავი
0