კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“ პუტინისა და კიმ ჩენ ინის მოლაპარაკებები დაიწყო

  - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2023
გამოწერა
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების — ვლადიმირ პუტინისა და კიმ ჩენ ინის მოლაპარაკებები კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“ მიმდინარეობს, იუწყება „რია ნოვოსტი“.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა ვისაუბროთ ეკონომიკური ურთიერთქმედების საკითხებზე, ჰუმანიტარული ხასიათის საკითხებზე, რეგიონში არსებულ სიტუაციაზე", — განაცხადა რუსეთის ლიდერმა შეხვედრის გახსნისას.

კიმ ჩენ ინმა, თავის მხრივ, დაარწმუნა პუტინი, რომ ფხენიანი მხარს უჭერს მოსკოვის ყველა გადაწყვეტილებას და მზად არის განგრძოს ორმხრივი ურთიერთობების განვითარება.
კიმმა იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყანა „ყოველთვის ერთად იბრძოლებს იმპერიალიზმის წინააღმდეგ“.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, ამ დროისათვის ლიდერები დელეგაციების შემადგენლობით მართავენ შეხვედრას, საჭიროების შემთხვევაში კი პირისპირ განაგრძობენ მოლაპარაკებებს.
რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე და პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ვიცე-პრემიერი დენის მანტუროვი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, ვიცე-პრემიერი ალექსეი ოვერჩუკი, ვიცე-პრემიერი მარატ ხუსნულინი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი, ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრ კოზლოვი.
კიმ ჩენ ინის დელეგაციაში შედიან ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩჰვე სონ ჰი, შრომის პარტიის ცენტრალური კომიტეტის სამხედრო სამმართველოს განყოფილების ხელმძღვანელი პაკ ჩონ ჩხონი, ცენტრალური სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე ლი ბენ ჩხოლი.
ყველა ახალი ამბავი
0