„არ ესმით, რა არის სიტყვის თავისუფლება“: ზახაროვამ დენისოვის გაძევებაზე კომენტარი გააკეთა

© photo: Sputnik / archiv of RIA Novosti / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2023
გამოწერა
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. კიშინიოვის გადაწყვეტილება, გააძევოს ქვეყნიდან „Sputnik–მოლდოვის“ ხელმძღვანელი ვიტალი დენისოვი, შიდა საინფორმაციო ველის გაწმენდაა, განაცხადა ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

„ეს ერთეული აქცია კი არ არის, არამედ მოლდოვის ხელისუფლების მიერ ცნება „დემოკრატიისადმი" არაადეკვატური დამოკიდებულების მორიგი რგოლია. მათ არ ესმით, რა არის ეს, რა არის სიტყვის თავისუფლება, ჟურნალისტების უფლებები", — აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიბარა მოლდოვის საქმეთა დროებითი რწმუნებული სერჯიუ გონჩერენკო. უწყებაში მას მომხდართან დაკავშირებით განმარტების გაკეთება მოუხდა.
მანამდე „ Sputnik–მოლდოვის“ ხელმძღვანელმა ვიტალი დენისოვმა „რია ნოვოსტის“ აცნობა, რომ მოლდოვიდან აძევებენ. მისი თქმით, კიშინიოვში მდებარე ბინაში მიგრაციის სამსახურის თანამშრომლებმა მიაკითხეს და აეროპორტში წაიყვანეს, საიდანაც პირველივე რეისით უპირებდნენ დეპორტაციას.
დენისოვის თქმით, მოლდოვის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ის საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უშიშროებას.
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2023
მოლდოველი დიპლომატი რუსეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს
მომხდარს უკვე გამოეხმაურა მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ გენერალური დირექტორი დმიტრი კისელიოვი. როგორც მან განაცხადა, მოლდოვის ხელისუფლების დამანგრეველი პოლიტიკა სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ყველა ადეკვატურ საზღვარს სცდება.
გასული წლის თებერვლის ბოლოს, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ მოლდოვის საინფორმაციო და უშიშროების სამსახურმა „Sputnik–მოლდოვა“ დაბლოკა. ამის მიზეზად „ეროვნული უშიშროებისთვის საფრთხის შემცველი დეზინფორმაციის" გავრცელების რისკი დაასახელა. 7 მარტიდან შეწყდა სააგენტოს რადიოსადგურის მაუწყებლობაც. რუსეთის საელჩომ დაგმო კიშინიოვის მოქმედება და „Sputnik–მოლდოვის“ მიმართ წაყენებულ ბრალდებებს არაობიექტური და პოლიტიზებული უწოდა.
ყველა ახალი ამბავი
0