https://sputnik-georgia.com/20230913/evropa-meotxe-raizi-282235840.html
მოსაზრება: ევროპას მეოთხე რაიხად აქცევენ
მოსაზრება: ევროპას მეოთხე რაიხად აქცევენ
Sputnik საქართველო
ვიქტორია ნიკიფოროვა 13.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-13T18:33+0400
2023-09-13T18:33+0400
2023-09-13T21:17+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0d/281196866_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_d25f2ce50b5aa8f58d7960e2d03e76cf.jpg
ვიქტორია ნიკიფოროვაევროპა იარაღდება. „სამოთხის ბაღში" კონვეიერები ამუშავდა სარაკეტო ნაღმების წარმოებისთვის, შენდება სამხედრო ქარხნების ახალი კორპუსები. ღრმად მშვიდობიანი საწარმოები სამხედრო რელსებზე გადადიან. ევროკომისიამ, დაივიწყა რა გეების უფლებებისთვის ბრძოლა, მასშტაბური განკარგულება შვა ევროკავშირში იარაღის წარმოების შეთანხმებული ზრდის შესახებ.პროცესს ყურადღებით აკვირდებიან ოკეანის გაღმიდან. გაზეთი The New York Times აღნიშნავს, რომ ევროპის მთავრობებმა „ტიტანური ძალისხმევა" გაიღეს თავიანთი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსების დაფინანსების მიზნით. თუმცა, ევროპის თავდაცვის სისტემაში ჯერჯერობით ძალიან ბევრი პრობლემაა, რომლებიც გამოაჩინა პოლიგონმა, სახელწოდებით „უკრაინა".„უკრაინელი ჯარისკაცები შეეჯახნენ იმას, რომ ერთი მწარმოებლის 155 მმ-იანი ჭურვები ზოგჯერ არ შეესაბამება სხვა მწარმოებლის მიერ გამოშვებულ „ჰოვიტცერებს“. საბრძოლო მასალა და სათადარიგო ნაწილები ხშირად არ არის ურთიერთგაცვლადი, რაც იწვევს ხშირ გაუმართაობასა და სირთულეებს რემონტში", — ამბობენ ამერიკელი ჟურნალისტები.რეპორტაჟი ილუსტრირებულია შვედეთის Saab-ის ქარხანაში გადაღებული ფოტოებით. რუსეთში ის კარგად არის ცნობილი თავისი მანქანებით. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Saab უკვე თითქმის ასი წელია, რაც ევროპის სამხედრო წარმოების ერთ-ერთი ლიდერია.1930-იან წლებში შვედებმა გერმანელი ავიამშენებლები შეიფარეს. მანამდე გერმანიაში თვითმფრინავების წარმოება აიკრძალა ვერსალის ხელშეკრულებით. მთელი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში სწორედ შვედურ-გერმანულმა ფირმებმა უზრუნველყვეს მესამე რაიხი თვითმფრინავებით. Saab-18 იყო კარგი ბომბდამშენი, Saab-21 კი — გამანადგურებელი.ომის შემდეგ კონცერნი წარმატებით ყიდდა თავის თვითმფრინავებსა და შეიარაღებას ექსპორტზე. ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებით ამარაგებს უკრაინის არმიას. დღეს, როდესაც შვედეთს უკვე ერთი ფეხი აქვს შედგმული ნატოში, ამერიკელები ფიქრობენ, რომ დროა შვედური კონცერნი ერთ-ერთი ლიდერი გახდეს ევროპის შეიარაღების რბოლაში.მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ევროპის სამხედრო-სამრეწველო ინდუსტრია ღრმად კონკურენტულია. მწარმოებლები იარაღს ექსპორტზე ყიდიან და გარკვეულ უცხოელ მომხმარებლებს ემსახურებიან. თუ ისინი შეცვლიან თავიანთი პროდუქციის მახასიათებლებს, მომხმარებლებს დაკარგავენ.ერთგვაროვნებას ხელს არც ის უწყობს, რომ ევროკავშირის ეროვნული მთავრობები საკუთარი თავდაცვის სუვერენიტეტს ეჭიდებიან. ეს წარმოების ძალიან მსუყე ნაჭერია. ისინი ცდილობენ, რომ არ გადასცენ ის ოკეანისგაღმელ პატრონებს.გასაკვირი არ არის, რომ გამოშვებული იარაღის ასორტიმენტში სრული დისჰარმონია სუფევს. იარაღისა და საბრძოლო მასალის ნაწილში ნატოს მიერ დადგენილ სტანდარტებს ევროპული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მხოლოდ 18 პროცენტი შეესაბამება. ამერიკელები უკმაყოფილოდ აცხადებენ, რომ დღეს ევროპაში იწარმოება 27 სხვადასხვა ტიპის „ჰოვიტცერი“, 20 ტიპის მოიერიშე, 26 ტიპის გამანადგურებელი და ფრეგატი. მაგრამ ეს სისულელეა! „ევროპამ უნდა გააერთიანოს თავისი თავდაცვა", – ბრძანებს ოკეანის გაღმა მცხოვრები The New York Times.მსგავსი მოსაზრება არსებობს ლონდონშიც. ევროპისთვის მშვიდობიანი „უქმეები“ დასრულდა, მას წინ საომარი ათწლეული ელის: „არ აქვს მნიშვნელობა, როგორ დასრულდება ომი უკრაინაში, <...> დაჭრილი შურისმაძიებელი რუსეთი საფრთხედ დარჩება მანამ, სანამ ხელისუფლებაში ვლადიმირ პუტინი ან მისი თანამოაზრეები დარჩებიან".ინტელექტუალურმა გაზეთმა "გარდიანმა" ცნობილი ნაცისტის რუდოლფ ჰესის ციტატა მოიყვანა. „ქვემეხები კარაქის ნაცვლად". ჟურნალისტმა პოლ ტეილორმა მისი ცნობილი გამონათქვამი ოდნავ გადააკეთა და ორიგინალთან სრული შესაბამისობით უპასუხა: რა თქმა უნდა, ქვემეხები! ნუ იწუწუნებთ, ევროპელებო, რომ შეიარაღების რბოლა სკოლებისა და საავადმყოფოების გარეშე დაგტოვებთ, თუ კრემლელი ბოროტმოქმედები თავს დაგესხებიან, საერთოდ სკოლისა და საავადმყოფოს გარეშე დარჩებით.მაგრამ სად შეიძლება ფულის მოძიება ამ ყველაფრისთვის? საშუალო წლიური ხელფასი ამავე Saab-ში დაახლოებით 53 ათასი ევროა. ამას ემატება სოციალური დახმარება, სწავლა, დაზღვევა. თანაც, თუ ადრე ევროპელი მწარმოებლები წარმატებულად შოულობდნენ ფულს იარაღის გაყიდვით, ახლა მათ სთავაზობენ, რომ კი არ გაყიდონ ის, არამედ შეინახონ რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის მოლოდინში. „ბარბაროსების მოლოდინში", ასე ვთქვათ.და თუ ბარბაროსები არ მოვიდნენ? მაშინ აღმოჩნდება, რომ შეიარაღების რბოლამ საბოლოოდ დაასრულა ევროპის ეკონომიკა, დაასრულა ის, რაც დაიწყო კორონავირუსული ლოკდაუნებითა და ანტირუსული სანქციებით. როგორც ჩანს, ეს არის ის, რასაც ვაშინგტონი და ლონდონი ერთად ცდილობენ.მაგრამ გაღარიბებულ ევროპელებს რუსეთთან ომის გარდა არაფერი დარჩებათ. სწორედ ასე მოქმედებდნენ ლონდონი და ვაშინგტონი 1930-იან წლებში, რათა გერმანია საბჭოთა კავშირისთვის მიესიათ.ერთი მხრივ, აფინანსებდნენ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს, ინვესტიციებს დებდნენ ადგილობრივ თავდაცვაში. ვინ აღარ აფინანსებდა ჰიტლერს — ჰენრი ფორდი და პრესკოტ ბუში, მორგანები და როკფელერები. მეორე მხრივ, იმავე გერმანიის მოსახლეობას შიმშილობის რაციონზე ამყოფებდნენ. არ არის კარაქი? ბიურგერი მიდის ფრონტზე, რათა თავისი შვილებისთვის პურისა და მარგარინის ფული მაინც იშოვოს.ზუსტად ასე გამოიყურება ანგლოსაქსების დღევანდელი გეგმაც. შესაძლოა, ევროკავშირში სამხედრო ხარჯებზე გადასახადის დაწესება მიზანშეუწონელია, მიიჩნევს პოლ ტეილორი ლონდონიდან. უმჯობესია ევროკავშირმა ერთობლივი მიზნობრივი სესხი აიღოს თავდაცვისთვის. სად უნდა ისესხოს? რა თქმა უნდა, ლონდონსა და ვაშინგტონში.სესხის პირობაა, რიგების შეკვრა და ყველა ევროპული ქვეყნის თავდაცვითი კომპლექსების გაერთიანება — ანგლოსაქსების მეთვალყურეობით, რაღა თქმა უნდა. მათი მთავარი იდეა — ეს ევროპის ერთ უზარმაზარ თავდაცვით ქარხნად გადაქცევაა, სადაც გაწამებული ბიურგერები იარაღს ამზადებენ, სამსახურის შემდეგ კი სასროლ მოედნებზე ვარჯიშობენ და რუსეთისადმი სიძულვილის ხუთწუთიან შეკრებებს ატარებენ.ერთიანი არმია, ერთიანი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, ერთიანი იდეოლოგია, რომლის საფუძველიც რუსეთისადმი შიში და სიძულვილია, მასშტაბური მზადება აღმოსავლეთისკენ შეტევისთვის. როგორც იტყვიან, იპოვეთ ათი განსხვავება ჰიტლერის რეჟიმთან. იყო „სამოთხის ბაღი" — იქნება მეოთხე რაიხი.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0d/281196866_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_a09f2fd520fc821ed5d7534f066b56d6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ანალიტიკა, მოსაზრება
ევროპა იარაღდება. „სამოთხის ბაღში" კონვეიერები ამუშავდა სარაკეტო ნაღმების წარმოებისთვის, შენდება სამხედრო ქარხნების ახალი კორპუსები. ღრმად მშვიდობიანი საწარმოები სამხედრო რელსებზე გადადიან. ევროკომისიამ, დაივიწყა რა გეების უფლებებისთვის ბრძოლა, მასშტაბური განკარგულება შვა ევროკავშირში იარაღის წარმოების შეთანხმებული ზრდის შესახებ.
პროცესს ყურადღებით აკვირდებიან ოკეანის გაღმიდან. გაზეთი The New York Times აღნიშნავს, რომ ევროპის მთავრობებმა „ტიტანური ძალისხმევა" გაიღეს თავიანთი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსების დაფინანსების მიზნით. თუმცა, ევროპის თავდაცვის სისტემაში ჯერჯერობით ძალიან ბევრი პრობლემაა, რომლებიც გამოაჩინა პოლიგონმა, სახელწოდებით „უკრაინა".
„უკრაინელი ჯარისკაცები შეეჯახნენ იმას, რომ ერთი მწარმოებლის 155 მმ-იანი ჭურვები ზოგჯერ არ შეესაბამება სხვა მწარმოებლის მიერ გამოშვებულ „ჰოვიტცერებს“. საბრძოლო მასალა და სათადარიგო ნაწილები ხშირად არ არის ურთიერთგაცვლადი, რაც იწვევს ხშირ გაუმართაობასა და სირთულეებს რემონტში", — ამბობენ ამერიკელი ჟურნალისტები.
რეპორტაჟი ილუსტრირებულია შვედეთის Saab-ის ქარხანაში გადაღებული ფოტოებით. რუსეთში ის კარგად არის ცნობილი თავისი მანქანებით. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Saab უკვე თითქმის ასი წელია, რაც ევროპის სამხედრო წარმოების ერთ-ერთი ლიდერია.
1930-იან წლებში შვედებმა გერმანელი ავიამშენებლები შეიფარეს. მანამდე გერმანიაში თვითმფრინავების წარმოება აიკრძალა ვერსალის ხელშეკრულებით. მთელი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში სწორედ შვედურ-გერმანულმა ფირმებმა უზრუნველყვეს მესამე რაიხი თვითმფრინავებით. Saab-18 იყო კარგი ბომბდამშენი, Saab-21 კი — გამანადგურებელი.
ომის შემდეგ კონცერნი წარმატებით ყიდდა თავის თვითმფრინავებსა და შეიარაღებას ექსპორტზე. ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებით ამარაგებს უკრაინის არმიას. დღეს, როდესაც შვედეთს უკვე ერთი ფეხი აქვს შედგმული ნატოში, ამერიკელები ფიქრობენ, რომ დროა შვედური კონცერნი ერთ-ერთი ლიდერი გახდეს ევროპის შეიარაღების რბოლაში.
მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ევროპის სამხედრო-სამრეწველო ინდუსტრია ღრმად კონკურენტულია. მწარმოებლები იარაღს ექსპორტზე ყიდიან და გარკვეულ უცხოელ მომხმარებლებს ემსახურებიან. თუ ისინი შეცვლიან თავიანთი პროდუქციის მახასიათებლებს, მომხმარებლებს დაკარგავენ.
ერთგვაროვნებას ხელს არც ის უწყობს, რომ ევროკავშირის ეროვნული მთავრობები საკუთარი თავდაცვის სუვერენიტეტს ეჭიდებიან. ეს წარმოების ძალიან მსუყე ნაჭერია. ისინი ცდილობენ, რომ არ გადასცენ ის ოკეანისგაღმელ პატრონებს.
გასაკვირი არ არის, რომ გამოშვებული იარაღის ასორტიმენტში სრული დისჰარმონია სუფევს. იარაღისა და საბრძოლო მასალის ნაწილში ნატოს მიერ დადგენილ სტანდარტებს ევროპული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მხოლოდ 18 პროცენტი შეესაბამება. ამერიკელები უკმაყოფილოდ აცხადებენ, რომ დღეს ევროპაში იწარმოება 27 სხვადასხვა ტიპის „ჰოვიტცერი“, 20 ტიპის მოიერიშე, 26 ტიპის გამანადგურებელი და ფრეგატი. მაგრამ ეს სისულელეა! „ევროპამ უნდა გააერთიანოს თავისი თავდაცვა", – ბრძანებს ოკეანის გაღმა მცხოვრები The New York Times.
მსგავსი მოსაზრება არსებობს ლონდონშიც. ევროპისთვის მშვიდობიანი „უქმეები“ დასრულდა, მას წინ საომარი ათწლეული ელის: „არ აქვს მნიშვნელობა, როგორ დასრულდება ომი უკრაინაში, <...> დაჭრილი შურისმაძიებელი რუსეთი საფრთხედ დარჩება მანამ, სანამ ხელისუფლებაში ვლადიმირ პუტინი ან მისი თანამოაზრეები დარჩებიან".
ინტელექტუალურმა გაზეთმა "გარდიანმა" ცნობილი ნაცისტის რუდოლფ ჰესის ციტატა მოიყვანა. „ქვემეხები კარაქის ნაცვლად". ჟურნალისტმა პოლ ტეილორმა მისი ცნობილი გამონათქვამი ოდნავ გადააკეთა და ორიგინალთან სრული შესაბამისობით უპასუხა: რა თქმა უნდა, ქვემეხები! ნუ იწუწუნებთ, ევროპელებო, რომ შეიარაღების რბოლა სკოლებისა და საავადმყოფოების გარეშე დაგტოვებთ, თუ კრემლელი ბოროტმოქმედები თავს დაგესხებიან, საერთოდ სკოლისა და საავადმყოფოს გარეშე დარჩებით.
მაგრამ სად შეიძლება ფულის მოძიება ამ ყველაფრისთვის? საშუალო წლიური ხელფასი ამავე Saab-ში დაახლოებით 53 ათასი ევროა. ამას ემატება სოციალური დახმარება, სწავლა, დაზღვევა. თანაც, თუ ადრე ევროპელი მწარმოებლები წარმატებულად შოულობდნენ ფულს იარაღის გაყიდვით, ახლა მათ სთავაზობენ, რომ კი არ გაყიდონ ის, არამედ შეინახონ რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის მოლოდინში. „ბარბაროსების მოლოდინში", ასე ვთქვათ.
და თუ ბარბაროსები არ მოვიდნენ? მაშინ აღმოჩნდება, რომ შეიარაღების რბოლამ საბოლოოდ დაასრულა ევროპის ეკონომიკა, დაასრულა ის, რაც დაიწყო კორონავირუსული ლოკდაუნებითა და ანტირუსული სანქციებით. როგორც ჩანს, ეს არის ის, რასაც ვაშინგტონი და ლონდონი ერთად ცდილობენ.
მაგრამ გაღარიბებულ ევროპელებს რუსეთთან ომის გარდა არაფერი დარჩებათ. სწორედ ასე მოქმედებდნენ ლონდონი და ვაშინგტონი 1930-იან წლებში, რათა გერმანია საბჭოთა კავშირისთვის მიესიათ.
ერთი მხრივ, აფინანსებდნენ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს, ინვესტიციებს დებდნენ ადგილობრივ თავდაცვაში. ვინ აღარ აფინანსებდა ჰიტლერს — ჰენრი ფორდი და პრესკოტ ბუში, მორგანები და როკფელერები. მეორე მხრივ, იმავე გერმანიის მოსახლეობას შიმშილობის რაციონზე ამყოფებდნენ. არ არის კარაქი? ბიურგერი მიდის ფრონტზე, რათა თავისი შვილებისთვის პურისა და მარგარინის ფული მაინც იშოვოს.
ზუსტად ასე გამოიყურება ანგლოსაქსების დღევანდელი გეგმაც. შესაძლოა, ევროკავშირში სამხედრო ხარჯებზე გადასახადის დაწესება მიზანშეუწონელია, მიიჩნევს პოლ ტეილორი ლონდონიდან. უმჯობესია ევროკავშირმა ერთობლივი მიზნობრივი სესხი აიღოს თავდაცვისთვის. სად უნდა ისესხოს? რა თქმა უნდა, ლონდონსა და ვაშინგტონში.
სესხის პირობაა, რიგების შეკვრა და ყველა ევროპული ქვეყნის თავდაცვითი კომპლექსების გაერთიანება — ანგლოსაქსების მეთვალყურეობით, რაღა თქმა უნდა. მათი მთავარი იდეა — ეს ევროპის ერთ უზარმაზარ თავდაცვით ქარხნად გადაქცევაა, სადაც გაწამებული ბიურგერები იარაღს ამზადებენ, სამსახურის შემდეგ კი სასროლ მოედნებზე ვარჯიშობენ და რუსეთისადმი სიძულვილის ხუთწუთიან შეკრებებს ატარებენ.
ერთიანი არმია, ერთიანი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, ერთიანი იდეოლოგია, რომლის საფუძველიც რუსეთისადმი შიში და სიძულვილია, მასშტაბური მზადება აღმოსავლეთისკენ შეტევისთვის. როგორც იტყვიან, იპოვეთ ათი განსხვავება ჰიტლერის რეჟიმთან. იყო „სამოთხის ბაღი" — იქნება მეოთხე რაიხი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე