https://sputnik-georgia.com/20230913/didma-britanetma-saqartvelos-moqalaqeebistvis-satranzito-vizebi-semoiro-ra-seicvala-282236817.html
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სატრანზიტო ვიზები შემოიღო - რა შეიცვალა
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სატრანზიტო ვიზები შემოიღო - რა შეიცვალა
Sputnik საქართველო
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს დიდი ბრიტანეთის გავლით მესამე ქვეყნებში მოგზაურობისას სატრანზიტო ვიზა იმ შემთხვევაში დასჭირდებათ, თუ... 13.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-13T19:50+0400
2023-09-13T19:50+0400
2023-09-13T22:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23481/44/234814476_0:10:1500:854_1920x0_80_0_0_d77afeb6da40eb1773fe7de1fa66ce6e.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს დიდი ბრიტანეთის გავლით მესამე ქვეყნებში მოგზაურობისას სატრანზიტო ვიზა იმ შემთხვევაში დასჭირდებათ, თუ საჭიროა ფრენის შეცვლა და არ ხორციელდება სასაზღვრო კონტროლი, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.დიდი ბრიტანეთის მთავრობამ შემოიღო სატრანზიტო ვიზები 100-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის. შეზღუდვები არ შეეხება გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს, მათ შორის მათ, ვისაც აქვს კანადის, ახალი ზელანდიის, ავსტრალიის და შეერთებული შტატების მოქმედი ვიზა, ასევე ავიაბილეთი შენგენის ზონიდან. დამატებითი ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.სატრანზიტო ვიზა გაიცემა 48 საათის პერიოდით. ასეთ ვიზაზე განაცხადის შეტანა შესაძლებელია სავიზო და საიმიგრაციო სამსახურის ვებ-გვერდზე, სავიზო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ.განმარტავენ, რომ სატრანზიტო ვიზა არ იქნება საჭირო საქართველოსა და რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც გადაიხადეს თანხა და შეიძინეს ბილეთები 8 სექტემბრის 00:01 საათამდე (დიდი ბრიტანეთის დროით) – იმ პირობით, რომ ისინი დიდ ბრიტანეთში ჩავლენ 6 ოქტომბრის 00:01 საათამდე (დიდი ბრიტანეთის დროით).
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23481/44/234814476_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_fb821e3e91367f99f5a1847d816d71f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, დიდი ბრიტანეთი , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, დიდი ბრიტანეთი , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს დიდი ბრიტანეთის გავლით მესამე ქვეყნებში მოგზაურობისას სატრანზიტო ვიზა იმ შემთხვევაში დასჭირდებათ, თუ საჭიროა ფრენის შეცვლა და არ ხორციელდება სასაზღვრო კონტროლი, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ შემოიღო სატრანზიტო ვიზები 100-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის. შეზღუდვები არ შეეხება გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს, მათ შორის მათ, ვისაც აქვს კანადის, ახალი ზელანდიის, ავსტრალიის და შეერთებული შტატების მოქმედი ვიზა, ასევე ავიაბილეთი შენგენის ზონიდან. დამატებითი ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის
ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
„აღსანიშნავია, რომ გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის გამო გაერთიანებულ სამეფოს სატრანზიტო ვიზის რეჟიმი შემოღებული აქვს 100-ზე მეტ ქვეყანასთან, მათ შორის ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის: მოლდოვა, უკრაინა, თურქეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, სამხრეთ აფრიკა, ჩინეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, მონტენეგრო, ბოსნია-ჰერცეგოვინა და სხვა“, – აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სატრანზიტო ვიზა გაიცემა 48 საათის პერიოდით. ასეთ ვიზაზე განაცხადის შეტანა შესაძლებელია სავიზო და საიმიგრაციო სამსახურის ვებ-გვერდზე, სავიზო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ.
განმარტავენ, რომ სატრანზიტო ვიზა არ იქნება საჭირო საქართველოსა და რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც გადაიხადეს თანხა და შეიძინეს ბილეთები 8 სექტემბრის 00:01 საათამდე (დიდი ბრიტანეთის დროით) – იმ პირობით, რომ ისინი დიდ ბრიტანეთში ჩავლენ 6 ოქტომბრის 00:01 საათამდე (დიდი ბრიტანეთის დროით).