https://sputnik-georgia.com/20230913/baidenis-reitingi-seqtembersi-282214141.html
ბაიდენის რეიტინგმა მარტის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია: ახალი გამოკითხვის შედეგები
ბაიდენის რეიტინგმა მარტის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია: ახალი გამოკითხვის შედეგები
Sputnik საქართველო
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის რეიტინგმა სექტემბერში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია მარტის შემდეგ და 42% შეადგინა, ნათქვამია... 13.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-13T12:37+0400
2023-09-13T12:37+0400
2023-09-13T16:09+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
პოლიტიკა
გამოკითხვა
საზოგადოებრივი აზრი
აშშ
ჯო ბაიდენი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1e/280579411_0:0:1875:1054_1920x0_80_0_0_07a5d4fc17d09cc17e63d59ec4dd562d.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის რეიტინგმა სექტემბერში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია მარტის შემდეგ და 42% შეადგინა, ნათქვამია Reuters/Ipsos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებში.საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია Ipsos ხაზს უსვამს, რომ ამას ხელი შეუწყო დემოკრატიული პარტიის წევრების მხარდაჭერამ, მიუხედავად იმისა, რომ წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებმა ბაიდენის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მისაღწევად ოფიციალური გამოძიება დაიწყეს.ამასთან, გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბაიდენის პოპულარობის დონე უმნიშვნელოდ, მხოლოდ 2%-ით არის გაზრდილი აგვისტოსთან შედარებით. მაშინ აშშ-ის პრეზიდენტის მოღვაწეობა რესპონდენტთა 40%-მა მოიწონა.როგორც გამოკითხვიდან ირკვევა, ჯო ბაიდენს დემოკრატიული პარტიის წევრებისა და მომხრეების 80% უჭერს მხარს, რაც ასევე უმნიშვნელოდ მეტია აგვისტოს მონაცემებზე. რაც შეეხება რესპუბლიკელებს, მათი 91% უარყოფითად აფასებს პრეზიდენტის საქმიანობას.აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენის რეიტინგი 2021 წლის აგვისტოს შემდეგ უცვლელად რჩება 50%-ზე დაბლა.როგორც Reuters/Ipsos-ის ახალმა გამოკითხვამ აჩვენა, ამერიკელების უმთავრეს საზრუნავად კვლავ ეკონომიკა რჩება: რესპონდენტთა 23%-მა განაცხადა, რომ ეკონომიკა — დღეს აშშ-ის წინაშე მდგარი პრობლემებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა. გამოკითხულთა 13%-ს კი უმთავრეს პრობლემად დანაშაული და კორუფცია მიაჩნია.Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა სამი დღის განმავლობაში ტარდებოდა ონლაინ და 1029 ზრდასრული ამერიკელი მოიცვა. გამოკითხვის ცდომილების ალბათობა +-3%-ია.წყარო: Reuters
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/1e/280579411_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_93ee2135b4eebf45c3727298db952067.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, გამოკითხვა, საზოგადოებრივი აზრი , აშშ , ჯო ბაიდენი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, პოლიტიკა, გამოკითხვა, საზოგადოებრივი აზრი , აშშ , ჯო ბაიდენი
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის რეიტინგმა სექტემბერში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია მარტის შემდეგ და 42% შეადგინა, ნათქვამია Reuters/Ipsos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებში.
საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია Ipsos ხაზს უსვამს, რომ ამას ხელი შეუწყო დემოკრატიული პარტიის წევრების მხარდაჭერამ, მიუხედავად იმისა, რომ წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებმა ბაიდენის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მისაღწევად ოფიციალური გამოძიება დაიწყეს.
ამასთან, გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბაიდენის პოპულარობის დონე უმნიშვნელოდ, მხოლოდ 2%-ით არის გაზრდილი აგვისტოსთან შედარებით. მაშინ აშშ-ის პრეზიდენტის მოღვაწეობა რესპონდენტთა 40%-მა მოიწონა.
როგორც გამოკითხვიდან ირკვევა, ჯო ბაიდენს დემოკრატიული პარტიის წევრებისა და მომხრეების 80% უჭერს მხარს, რაც ასევე უმნიშვნელოდ მეტია აგვისტოს მონაცემებზე. რაც შეეხება რესპუბლიკელებს, მათი 91% უარყოფითად აფასებს პრეზიდენტის საქმიანობას.
აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენის რეიტინგი 2021 წლის აგვისტოს შემდეგ უცვლელად რჩება 50%-ზე დაბლა.
როგორც Reuters/Ipsos-ის ახალმა გამოკითხვამ აჩვენა, ამერიკელების უმთავრეს საზრუნავად კვლავ ეკონომიკა რჩება: რესპონდენტთა 23%-მა განაცხადა, რომ ეკონომიკა — დღეს აშშ-ის წინაშე მდგარი პრობლემებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა.
გამოკითხულთა 13%-ს კი უმთავრეს პრობლემად დანაშაული და კორუფცია მიაჩნია.
Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა სამი დღის განმავლობაში ტარდებოდა ონლაინ და 1029 ზრდასრული ამერიკელი მოიცვა. გამოკითხვის ცდომილების ალბათობა +-3%-ია.