https://sputnik-georgia.com/20230913/7-aucilebeli-vitamini-orsulebistvis-282217704.html
ჯანმრთელი ორსულობის ანბანი: დასახელდა შვიდი აუცილებელი ვიტამინი
ჯანმრთელი ორსულობის ანბანი: დასახელდა შვიდი აუცილებელი ვიტამინი
Sputnik საქართველო
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. ჯანმრთელი ბავშვის დაბადება დიდწილად მშობლების ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული, არასწორ კვებას შეიძლება სასქესო ჰორმონების... 13.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-13T15:02+0400
2023-09-13T15:02+0400
2023-09-13T17:54+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
ორსულობა
რჩევები მშობლებს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0d/282217528_493:68:3061:1512_1920x0_80_0_0_5ba503139d47e1dc423c03b3581fb716.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. ჯანმრთელი ბავშვის დაბადება დიდწილად მშობლების ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული, არასწორ კვებას შეიძლება სასქესო ჰორმონების გამომუშავების დარღვევა მოჰყვეს და სავალალო შედეგები მოიტანოს — დაწყებული სექსუალური ლტოლვის დაქვეითებით, დასრულებული უნაყოფობით — როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში, აცხადებენ სპეციალისტები.ექიმების თქმით, მას, ვინც აპირებს, რომ მშობელი გახდეს, სამი უმნიშვნელოვანესი პროდუქტის ნორმა უნდა ახსოვდეს: მარილის, შაქრისა და ცხოველური ცხიმების.მათი მოხმარების დღიური ნორმა ასეთია:ჯანმრთელი ორსულობის ანბანიგადაწყვიტეთ ბავშვის გაჩენა? ამაში არა მარტო ერთმანეთის სიყვარული, არამედ ვიტამინები და მიკროელემენტებიც დაგეხმარებათ.ვიტამინი A — მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰორმონ პროგესტერონის სინთეზში, რომელიც ორსულობის შენარჩუნებაზეა პასუხისმგებელი. მისი უკმარისობის შემთხვევაში მამაკაცებს შეიძლება სპერმატოზოიდების განვითარების პრობლემები შეექმნათ და ამასთან ლიბიდოც (სქესობრივი ლტოლვა) დაუქვეითდეთ, ქალებს კი უნაყოფობა ემუქრება.A ვიტამინის ძირითადი წყაროა: კარაქი, კვერცხის გული, ღვიძლი.ვიტამინი E — ორგანიზმში ამ ვიტამინის ნაკლებობა იწვევს მამაკაცებში სპერმის წარმოქმნის შემცირებას, ქალებში კი საშვილოსნოს დისფუნქციას, ასევე ხელს უწყობს ორსულობის ნაადრევ შეწყვეტას.E ვიტამინის ძირითადი წყაროა: მცენარეული ზეთები, რძე, კვერცხი.C ვიტამინი — ძალიან მნიშვნელოვანია მამაკაცებისთვის. ეს არის სპერმის აქტივობის (გადაადგილების) საწინდარი, რაც ზრდის განაყოფიერების შანსს. ქალებისთვის C ვიტამინი ზრდის ჩასახვის შესაძლებლობას, ორსულობის დროს კი ამცირებს მუცლის მოშლისა და გართულებების რისკს.C ვიტამინის ძირითადი წყაროა: შავი მოცხარი, ასკილი, ხურტკმელი, ციტრუსები.თუთია, მანგანუმი, სელენი — ამ ელემენტების ნაკლებობამ შეიძლება ორსულობის მრავალი გართულება გამოიწვიოს, მათ შორის მუცლის მოშლა, ტოქსიკოზი, ნაყოფის ზრდის შეფერხება და ნერვული მილის (ნაყოფის ცენტრალური ნერვული სისტემის ჩანასახი) განვითარების დეფექტების ალბათობის მატება.პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით თუთიას, მანგანუმსა და სელენს შეიცავს, არის: მწვანე ბოსტნეული ფოთლებით, ხორცი და სუბპროდუქტები, მარცვლეული და პარკოსნები, კაკალი, მცენარეული ზეთები, კვერცხი, ზღვის პროდუქტები.ფოლიუმის მჟავა — მონაწილეობს სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების სინთეზში, საჭმლის მომნელებელი და ნერვული სისტემის განვითარებაში. ფოლიუმის მჟავის უკმარისობამ ჩასახვის წინა პერიოდსა და ორსულობის პირველ ტრიმესტრში შეიძლება ნაყოფის ნერვული სისტემის თანდაყოლილი დეფექტები გამოიწვიოს.ფოლიუმის მჟავის ძირითადი წყაროა: პარკოსნები, ისპანახი, სატაცური, სალათის ფოთლები.პოლიუჯერი ცხიმმჟავები — ამცირებს ქოლესტერინის დონეს, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს მომავალი ბავშვის ნერვული სისტემის სწორად განვითარებას, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოვულაციაში, განსაკუთრებით, კვერცხუჯრედის გამოსვლის პროცესში და განაყოფიერებისთვის მზადყოფნაში.ძირითადი წყაროებია: ხორბლის ნასკვის ზეთები, სელის ზეთი, მზესუმზირა, სოიო, არაქისი, ნუში, ავოკადო, ზღვის თევზი.იოდი — ორსულობის დროს მას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, განსაკუთრებით, პირველ ექვს თვეში. თუ მომავალი დედა არ იღებს იოდით გაჯერებულ საკვებს, ეს შეიძლება გახდეს ბავშვის სერიოზული პათოლოგიების მიზეზი, მაგალითად, ისეთი დაავადებისა, როგორიცაა კრეტინიზმი, რომელსაც გონებრივი ჩამორჩენა, სიყრუე, მეტყველების დარღვევები და ფიზიკური განვითარების შეფერხება ახასიათებს.იოდს შეიცავს ზღვის პროდუქტები და იოდიზირებული მარილი.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0d/282217528_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_f0257196edf7bfd1cb5583ccc0c8ba9b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, ორსულობა , რჩევები მშობლებს
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, ორსულობა , რჩევები მშობლებს
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. ჯანმრთელი ბავშვის დაბადება დიდწილად მშობლების ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული, არასწორ კვებას შეიძლება სასქესო ჰორმონების გამომუშავების დარღვევა მოჰყვეს და სავალალო შედეგები მოიტანოს — დაწყებული სექსუალური ლტოლვის დაქვეითებით, დასრულებული უნაყოფობით — როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში, აცხადებენ სპეციალისტები.
ექიმების თქმით, მას, ვინც აპირებს, რომ მშობელი გახდეს, სამი უმნიშვნელოვანესი პროდუქტის ნორმა უნდა ახსოვდეს: მარილის, შაქრისა და ცხოველური ცხიმების.
მათი მოხმარების დღიური ნორმა ასეთია:
მარილი — 5 გრამამდე (1 ჩაის კოვზი);
შაქარი — 55-60 გრამამდე (5 სუფრის კოვზი) მამაკაცებისთვის, 50 გრამამდე (4 სუფრის კოვზი) — ქალებისთვის;
ცხოველური ცხიმების ნორმა განისაზღვრება 1,4–2,2 გრამით ადამიანის 1 კგ წონაზე, რაც მხოლოდ 63–158 გრამს შეადგენს. თუ თქვენ მძიმე ფიზიკური შრომა გიწევთ, გარეთ კი ცივა, მაშინ შეგიძლიათ ზედა მაჩვენებელი „გადალახოთ“.
ჯანმრთელი ორსულობის ანბანი
გადაწყვიტეთ ბავშვის გაჩენა? ამაში არა მარტო ერთმანეთის სიყვარული, არამედ ვიტამინები და მიკროელემენტებიც დაგეხმარებათ.
ვიტამინი A — მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰორმონ პროგესტერონის სინთეზში, რომელიც ორსულობის შენარჩუნებაზეა პასუხისმგებელი. მისი უკმარისობის შემთხვევაში მამაკაცებს შეიძლება სპერმატოზოიდების განვითარების პრობლემები შეექმნათ და ამასთან ლიბიდოც (სქესობრივი ლტოლვა) დაუქვეითდეთ, ქალებს კი უნაყოფობა ემუქრება.
A ვიტამინის ძირითადი წყაროა: კარაქი, კვერცხის გული, ღვიძლი.
ვიტამინი E — ორგანიზმში ამ ვიტამინის ნაკლებობა იწვევს მამაკაცებში სპერმის წარმოქმნის შემცირებას, ქალებში კი საშვილოსნოს დისფუნქციას, ასევე ხელს უწყობს ორსულობის ნაადრევ შეწყვეტას.
E ვიტამინის ძირითადი წყაროა: მცენარეული ზეთები, რძე, კვერცხი.
C ვიტამინი — ძალიან მნიშვნელოვანია მამაკაცებისთვის. ეს არის სპერმის აქტივობის (გადაადგილების) საწინდარი, რაც ზრდის განაყოფიერების შანსს. ქალებისთვის C ვიტამინი ზრდის ჩასახვის შესაძლებლობას, ორსულობის დროს კი ამცირებს მუცლის მოშლისა და გართულებების რისკს.
C ვიტამინის ძირითადი წყაროა: შავი მოცხარი, ასკილი, ხურტკმელი, ციტრუსები.
თუთია, მანგანუმი, სელენი — ამ ელემენტების ნაკლებობამ შეიძლება ორსულობის მრავალი გართულება გამოიწვიოს, მათ შორის მუცლის მოშლა, ტოქსიკოზი, ნაყოფის ზრდის შეფერხება და ნერვული მილის (ნაყოფის ცენტრალური ნერვული სისტემის ჩანასახი) განვითარების დეფექტების ალბათობის მატება.
პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით თუთიას, მანგანუმსა და სელენს შეიცავს, არის: მწვანე ბოსტნეული ფოთლებით, ხორცი და სუბპროდუქტები, მარცვლეული და პარკოსნები, კაკალი, მცენარეული ზეთები, კვერცხი, ზღვის პროდუქტები.
ფოლიუმის მჟავა — მონაწილეობს სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების სინთეზში, საჭმლის მომნელებელი და ნერვული სისტემის განვითარებაში. ფოლიუმის მჟავის უკმარისობამ ჩასახვის წინა პერიოდსა და ორსულობის პირველ ტრიმესტრში შეიძლება ნაყოფის ნერვული სისტემის თანდაყოლილი დეფექტები გამოიწვიოს.
ფოლიუმის მჟავის ძირითადი წყაროა: პარკოსნები, ისპანახი, სატაცური, სალათის ფოთლები.
პოლიუჯერი ცხიმმჟავები — ამცირებს ქოლესტერინის დონეს, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს მომავალი ბავშვის ნერვული სისტემის სწორად განვითარებას, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოვულაციაში, განსაკუთრებით, კვერცხუჯრედის გამოსვლის პროცესში და განაყოფიერებისთვის მზადყოფნაში.
ძირითადი წყაროებია: ხორბლის ნასკვის ზეთები, სელის ზეთი, მზესუმზირა, სოიო, არაქისი, ნუში, ავოკადო, ზღვის თევზი.
იოდი — ორსულობის დროს მას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, განსაკუთრებით, პირველ ექვს თვეში. თუ მომავალი დედა არ იღებს იოდით გაჯერებულ საკვებს, ეს შეიძლება გახდეს ბავშვის სერიოზული პათოლოგიების მიზეზი, მაგალითად, ისეთი დაავადებისა, როგორიცაა კრეტინიზმი, რომელსაც გონებრივი ჩამორჩენა, სიყრუე, მეტყველების დარღვევები და ფიზიკური განვითარების შეფერხება ახასიათებს.
იოდს შეიცავს ზღვის პროდუქტები და იოდიზირებული მარილი.