იქნება ტრიო: 2023 წლის „საბავშვო ევროვიზიაზე" საქართველოს წარმომადგენლები დასახელდნენ

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიევროვიზია
ევროვიზია - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2023
გამოწერა
НовостиTelegram
საკონკურსო სიმღერას, რომელსაც სამი „რანინელი“ ერთად შეასრულებს, საზოგადოება უახლოეს მომავალში მოისმენს.
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. პრესტიჟულ მუსიკალურ კონკურსზე „საბავშვო ევროვიზია 2023“ საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია ვასაძე მსმენელის წინაშე პროექტ „რანინას“ კიდევ ორ მონაწილესთან – ნიკოლოზ ხარატთან და ოთო ბაზერაშვილთან ერთად წარდგება.
ზედიზედ მეექვსე წელია „საბავშვო ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველ კონკურსანტს „პირველი არხის“ პროექტ „რანინაზე“ ირჩევენ.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სიმღერას შეასრულებს ანასტასია ვასაძე, თუმცა ქართული კონკურსის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იგი სცენაზე გამოვა არა მარტო, როგორც ეს ადრე იყო ნათქვამი, არამედ ბიჭებთან ერთად.
„საბავშვო ევროვიზია 2023“ 26 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გაიმართება – ერევანში გამართულ ბოლო კონკურსზე საფრანგეთის წარმომადგენლის ლისანდროს გამარჯვების წყალობით.
11 წლის ანასტასია ვასაძე წარმოშობით ბათუმიდანაა და თბილისში ცხოვრობს. გოგონას უყვარს ხატვა, ასევე გატაცებულია სპორტით – უყვარს სირბილი და ველოსიპედით სეირნობა.
გასულ წელს „საბავშვო ევროვიზია 2022“-ზე, რომელიც სომხეთში ჩატარდა, საქართველო წარადგინა 11 წლის მარიამ ბიგვავამ სიმღერით I Believe. მარიამმა მესამე ადგილი დაიკავა, კონკურსის გამარჯვებული კი საფრანგეთი გახდა.
საქართველო „საბავშვო ევროვიზიაში“ 2007 წლიდან მონაწილეობს და ამ კონკურსის გამარჯვებული სამჯერ გახდა – 2008, 2011 და 2016 წლებში.
ყველა ახალი ამბავი
0