https://sputnik-georgia.com/20230913/--16---282228069.html
წელს სტუდენტი 16 მსჯავრდებული გახდა
წელს სტუდენტი 16 მსჯავრდებული გახდა
Sputnik საქართველო
უმაღლესი განათლების მიღების მსურველ მსჯავრდებულთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, აღნიშნავენ პენიტენციურ სამსახურში. 13.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-13T17:50+0400
2023-09-13T17:50+0400
2023-09-13T20:52+0400
საქართველო
სპეციალური პენიტენციური სამსახური
განათლება საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23617/78/236177881_0:141:1181:805_1920x0_80_0_0_5f9b424db4b0541ff1a5b186171ece32.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 21 მსჯავრდებული იყო რეგისტრირებული, 16-მა მათგანმა გამოცდები წარმატებით ჩააბარა, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.პენიტენციური სამსახურისთვის მსჯავრდებულთა განათლებაზე ზრუნვა პრიორიტეტულია. სწორედ ამ მიზნით 2022 წლის შემოდგომაზე პატიმართათვის ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“ ამოქმედდა.აღნიშნული პროექტი მსჯავრდებულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება, ჩაერთონ საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში, ონლაინ დაესწრონ ლექციებს და პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდეთ ლექტორებთან.იუსტიციის სამინისტროს ციფრული სწავლების პლატფორმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება და საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებს მოიცავს. პროექტი პირველ ეტაპზე №16 დაწესებულებაში ამოქმედდა.2023 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, ბოლო გამოცდა 23 ივლისს ჩატარდა. რეგისტრაცია 45 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა, გამოცდები წარმატებით ჩააბარა 34.843-მა აბიტურიენტმა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტი გახდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23617/78/236177881_0:30:1181:916_1920x0_80_0_0_f8c063d035a7a3d62c3d50c263867471.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
წელს სტუდენტი 16 მსჯავრდებული გახდა
17:50 13.09.2023 (განახლებულია: 20:52 13.09.2023) უმაღლესი განათლების მიღების მსურველ მსჯავრდებულთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, აღნიშნავენ პენიტენციურ სამსახურში.
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 21 მსჯავრდებული იყო რეგისტრირებული, 16-მა მათგანმა გამოცდები წარმატებით ჩააბარა, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პენიტენციური სამსახურისთვის მსჯავრდებულთა განათლებაზე ზრუნვა პრიორიტეტულია. სწორედ ამ მიზნით 2022 წლის შემოდგომაზე პატიმართათვის ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“ ამოქმედდა.
აღნიშნული პროექტი მსჯავრდებულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება, ჩაერთონ საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში, ონლაინ დაესწრონ ლექციებს და პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდეთ ლექტორებთან.
„ციფრული უნივერსიტეტი მსჯავრდებულთათვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის საუნივერსიტეტო განათლებას. იზრდება სწავლების ხარისხი და ეფექტიანობა, რაც ამავე დროს ხელს უწყობს პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას და საზოგადოებაში სრულფასოვან რეინტეგრაციას“, — ნათქვამია განცხადებაში.
იუსტიციის სამინისტროს ციფრული სწავლების პლატფორმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება და საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებს მოიცავს. პროექტი პირველ ეტაპზე №16 დაწესებულებაში ამოქმედდა.
2023 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, ბოლო გამოცდა 23 ივლისს ჩატარდა. რეგისტრაცია 45 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა, გამოცდები წარმატებით ჩააბარა 34.843-მა აბიტურიენტმა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტი გახდა.