საგარეო სავაჭრო ბრუნვა კვლავ იზრდება - მონაცემები განახლდა

© photo: Sputnik / Stringerსატვირთო გზაზე
სატვირთო გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2023
გამოწერა
საანგარიშო პერიოდში გაიზარდა როგორც ქართული პროდუქციის ექსპორტი, ისე იმპორტი.
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წლის იანვარ-აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16,8%-ით გაიზარდა და 14 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 10 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2022 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით თითქმის 18%-ით მეტი.
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2023 წლის იანვარი–აგვისტო

მაჩვენებელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

ექსპორტი

4.075,4

14,3

იმპორტი

9.925,7

17,8

სულ

14.001,1

16,8

ექსპორტმა შეადგინა 4 მლრდ დოლარი, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე თითქმის 14,3%-ით მეტია.
2023 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 5,8 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის რვა თვის მაჩვენებელთან შედარებით 20,3%-ით მეტია.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, 32,8%-ით გაიზარდა და 19 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ამასთან, გასულ წელს ექსპორტზე 5,6 მლრდ დოლარის ქართული პროდუქცია გავიდა – თითქმის 32%-ით მეტი 2021 წელთან შედარებით.
ყველა ახალი ამბავი
0