პარლამენტმა რუსეთთან ფრენების აკრძალვის შესახებ პეტიციის განხილვაზე უარი განაცხადა

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2023
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს.
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა უარი განაცხადა მოქალაქეთა პეტიციის განხილვაზე, რომელშიც წარმოდგენილი იყო მოთხოვნა – უარი ეთქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას და შემოღებულ იქნას სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის.
პეტიცია საკანონმდებლო ორგანოს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა წარუდგინა 6 ათასზე მეტი მოქალაქის ხელმოწერით. კომიტეტის სხდომაზე დოკუმენტის განხილვას მხარი ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი საპარლამენტო უმრავლესობის ოთხი წევრი წავიდა. შესაბამისად, კომიტეტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია პეტიციის განხილვა.

„სახელმწიფოს გააჩნია პოზიცია, რომ რუსეთს სანქციებს არ უწესებს, რადგანაც სანქციები, პირველ რიგში, ქვეყნის ეკონომიკას დააზიანებს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე იმოქმედებს... ამიტომაც კომიტეტი პეტიციის შესწავლასა და მის სიღრმისეულად განხილვას მიზანშეუწონლად მიიჩნევს", – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა.

სხვადასხვა არგუმენტებითა და პოზიციებით არაერთხელ მოხდა საფუძვლიანი ახსნა იმისა, თუ რატომ არ უნდა დაწესდეს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, განაცხადა სონღულაშვილმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო უერთდება ყველა საერთაშორისო სანქციას.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამავდროულად ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
ძალზე სამწუხაროა - ჟოზეპ ბორელი საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენაზე>>>
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით, და დღემდე სანქციების დარღვევაზე ქვეყნის მიმართ წარდგენილი არცერთი ბრალდება არ დადასტურებულა.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა, აგრეთვე 2019 წელს დაწესებული საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვა.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების ვიზიტებს საქართველოში, 2022 წელს მათ ქვეყანაში დაახლოებით 1,1 მილიონი ვიზიტი განახორციელეს. 2023 წლის პირველ კვარტალში – 256,8 ათასი ვიზიტი. ზოგადად, რაოდენობით რუსეთის მოქალაქეები პირველ ადგილს იკავებენ საქართველოში სხვადასხვა მიზნით ჩამოსულ უცხოელებს შორის.
რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ვიზის გარეშე დარჩენა 365 დღის განმავლობაში შეუძლიათ.
ყველა ახალი ამბავი
0