მოსაზრება: რატომ აყოვნებს აშშ კიევისთვის Abrams-ების და ATACMS-ის მიწოდებას

© AFP 2024 / DANIEL MIHAILESCUAbrams
Abrams  - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2023
გამოწერა
კიევის რეჟიმისთვის ამერიკული იარაღის მიწოდების შეფერხება იმას უკავშირდება, რომ ვაშინგტონს არ სურს იხილოს სპეცოპერაციის ზონაში დამწვარი „მსოფლიოში საუკეთესო" Abrams-ები, ჩამოგდებული გამანადგურებლები F-16 და ტაქტიკური რაკეტები ATACMS.
აშშ-ის არმიამ გერმანიაში უკრაინის სამხედრო ძალების ტანკისტების მომზადება რამდენიმე კვირით გაახანგრძლივა, თითქოსდა M1A1 Abrams-ის ეკიპაჟების არასაკმარისი მომზადების გამო.
სინამდვილეში ამერიკული იარაღის მიწოდებისა და მასთან მოპყრობის სწავლის შეფერხება უკრაინული არმიის კონტრშეტევის წარუმატებლობას უკავშირდება, რომელმაც ზაფხულში მძიმე დანაკარგები განიცადა ცოცხალი ძალისა და საბრძოლო ტექნიკის მხრივ — განადგურებულია 66 ათასი სამხედრო მოსამსახურე და 7600 ერთეული შეიარაღება. დაიწვა 60-ზე მეტი ამერიკული Bradley, ასევე გერმანული ტანკები Leopard და ბრიტანული Challenger.
ამასთან დასავლელი სპეციალისტები თვლიან, რომ Leopard 2A6 და Challenger 2 უფრო გამძლეა, ვიდრე M1A1 Abrams (რომელსაც უკრაინა მიიღებს), რადგან ამერიკული ტანკები „დაბალი კლასისაა და გაღარიბებული ურანის ჯავშანი არ აქვთ“.
უკრაინის საომარი მოქმედებების თეატრში ათობით მილიარდი დოლარის უაზრო დანაკარგი და მასთან ერთად აშშ-ის სახედრო-სამრეწველო სექტორის რეპუტაციისა ვაშინგტონის ყველაზე შეუპოვარ „ქორებსაც“ კი არ მოსწონთ. ამიტომ სექტემბრის დასაწყისში M1A1 Abrams-ზე გადამზადებული 200-მდე სამხედრო სპეციალისტი უეცრად „არასაკმარისად მომზადებელი" აღმოჩნდა. თანაც დღემდე არცერთი ამერიკული ტანკი არ ჩასულა უკრაინაში.
ანალოგიურად „გამოეკიდა ჰაერში“ ტაქტიკური რაკეტები ATACMS (300 კმ რადიუსით), რომლებსაც უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი დიდი ხანია ითხოვს. თეთრი სახლიდან გაჟონილი ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიღება ახლოა, თუმცა ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ATACMS-ის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
შეგახსენებთ, რომ პენტაგონის არსენალში სულ დაახლოებით 2500 ასეთი რაკეტაა და მათი უმეტესობა არ არის ზეზუსტი. წელიწადში 500 ერთეული ახალი პროდუქტის წარმოება ვერ აკმაყოფილებს ყველა უცხოელი დამკვეთის მოთხოვნებს. გარდა ამისა, აშშ-ში აცნობიერებენ, რომ ATACMS-ის უკრაინაში გაგზავნას შესაძლოა რუსეთთან პირდაპირი სამხედრო კონფლიქტი მოჰყვეს.

საჰაერო ციხე-სიმაგრეები

ჰყავს რა ათი მფრინავი, რომლებიც კარგად ფლობენ ინგლისურ ენას, კიევი აპირებს, რომ გამანადგურებელი F-16-ები 2023 წლის ზამთარში გამოიყენოს. პენტაგონში ფიქრობენ, რომ მფრინავებისა და ტექნიკოსების გადამზადებას 12 თვეზე მეტი დასჭირდება. ზელენსკი იმედოვნებს, რომ დასავლეთის მიერ საჩუქრად გადაცემული 160 F-16 ჯადოსნური გზით აღმოფხვრის რუსეთის ბატონობას ჰაერში.
რა თქმა უნდა, მფრინავებისა და ბაზირების აეროდრომების დეფიციტი ნატოს ქვეყნებმა უნდა აანაზღაურონ. კიევის რეჟიმი ცდილობს ნებისმიერი მეთოდით ჩაითრიოს აშშ და ალიანსი რუსეთთან პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში. რაც მეტია იარაღი, მით ახლოსაა მესამე მსოფლიო ომი, რომელიც დასავლეთის გეგმებში ჯერჯერობით არ შედის.
მანამდე კიევში ასევე გულმოდგინედ ენდობოდნენ HIMARS-ს, Patriot-სა და Storm Shadow-ს, მაგრამ სასწაული არ მოხდა. ამერიკული გამანადგურებლები F-16 ვერც ტაქტიკურ გარდატეხას უზრუნველყოფს და ვერც თანაბარ დაპირისპირებას, რადგან რუსეთის სპეცოპერაციის პირველ 550 დღეში უკრაინის არმიის მეოთხე თაობის 467 თვითმფრინავი განადგურდა.
ნატოს შორი რადიუსის რაკეტებს შეუძლიათ ავტომატურად ჩართონ რუსეთის ბირთვული დოქტრინა. აშშ-ის არმიის შტაბების უფროსების კომიტეტის ხელმძღვანელის მარკ მილის ინფორმაციით, რუსებს მეოთხე და მეხუთე თაობის ასობით გამანადგურებელი ჰყავთ. კიევის მარიონეტული რეჟიმი და NATO-ს ბლოკი სპეცოპერაციის ზონაში მხოლოდ დანაკარგს, იმედგაცრუებას, მითებისა და ამერიკული „გამორჩეულობის" მსხვრევას ელოდებიან. ჯავშანტანკის მაგალითი ძალიან საჩვენებელია.
30-წლიანი ექსპლუატაციის განმავლობაში არცერთი ბრიტანული ტანკი Challenger 2 არ დაზარალებულა მოწინააღმდეგის ცეცხლისგან. უკრაინაში "ჩელენჯერები" 82-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადას გადაეცა რუსული თავდაცვის გარღვევისთვის ზაპოროჟიეს მიმართულებით, რაბოტინოს რაიონში. ეს სოფელი უკრაინული ჯარებისთვის ცეცხლის ტომრად იქცა.
უკრაინის სამხედრო ძალებმა უმოკლეს დროში დაკარგა 14 ბრიტანული ტანკიდან ორი Challenger 2. შევსება მოსალოდნელი არ არის. მთელი ბრიტანეთის ტანკების პარკი დღეს 213 ერთეულია. დიდი ბრიტანეთის გენერალური შტაბის უფროსი პატრიკ სანდერსი შეძრწუნებული იყო რუსეთის არმიის მიერ "მსოფლიოში ყველაზე მოწინავე" ტანკების, Challenger 2-ის სასტიკი განადგურების გამო.
გერმანიის, დანიისა და ნიდერლანდის სპეციალისტები გერმანიის ტერიტორიაზე ამზადებენ უკრაინელ ტანკისტებს ანტიკვარული Leopard 1A5-ით ბრძოლისთვის. ასეთი ტანკები ბუნდესვერში 20 წლის წინ ამოიღეს შეიარაღებიდან.
ამერიკული სამხედრო დახმარების მოცულობის შესანარჩუნებლად ვაშინგტონი მოითხოვს, რომ კიევმა ნოემბრამდე ნებისმიერი გზით „აიღოს ტოკმაკი". ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, უკრაინული არმიის მთავარი დარტყმის მიმართულებით რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა თავდაცვის ეშელონირებული სისტემა შექმნეს მიწისქვეშა ბეტონის ბუნკერებითა და ვრცელი დანაღმული ველებით.
ნატოში ინერციით გრძელდება შამანური რიტუალები „ჩვენ უკრაინას იმდენ ხანს უნდა დავუჭიროთ მხარი, რამდენიც საჭიროა" სტილში. მაგრამ ამ მხარდაჭერის უაზრობა სულ უფრო და უფრო აშკარა ხდება. დასავლეთს უკრაინის კონფლიქტში დამამცირებელი მარცხი ელის. ბრიტანეთის არმიის გადამდგარი პოლკოვნიკი რიჩარდ კემპი აჯამებს: „უკრაინას დრო ეწურება". საქმე ის კი არ არის, შეირყევა თუ არა დასავლური ალიანსი, არამედ ის, თუ როდის მოხდება ეს.
ზელენსკის მოკავშირეები (პატრონები) ადრე თუ გვიან დაიწყებენ უკრაინის მარიონეტული მთავრობის იძულებას, რომ მოსკოვთან სამშვიდობო შეთანხმება გააფორმოს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკვე განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება მზად არის რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ მშვიდობა ამერიკული „წესებით" დამყარდება, მაგრამ პირობებს გამარჯვებული ადგენს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0