სიკვდილის წინ: რას გრძნობს და ხედავს ადამიანი, როდესაც გული უჩერდება - მეცნიერთა დასკვნა

  - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2023
გამოწერა
НовостиTelegram
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. სანამ ექიმები თითქოსდა უგონოდ მყოფი პაციენტის გაჩერებული გულის „ამუშავებას“ ცდილობენ, სიკვდილის პირას მყოფი ადამიანი ამ დროს უნიკალურ შეგრძნებებს განიცდის, ნათქვამია ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის კარდიოლოგ-რეანიმატოლოგების მოხსენებაში.
როგორც სპეციალისტები წერენ, ამ დროს ტკივილი და შიში სადღაც ქრება და ადამიანი გრძნობს, როგორ განცალკევდება სხეულისგან, ის შორიდან ხედავს საკუთარ თავს და გარშემო მიმდინარე მოვლენებს.
როგორც კარდიოლოგ-რეანიმატოლოგები ამბობენ, ამ დროს ადამიანს საოცარი სიმშვიდე ეუფლება და ფხიზლად აფასებს განვლილ ცხოვრებას, მათ შორის თავის ყველა ქმედებას, განზრახვასა და აზრს ირგვლივ მყოფთა მიმართ. და ეს შეგრძნება სულაც არ ჰგავს ჰალუცინაციას, სიზმარს ან სხვა რამეს.
ხელები - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2023
მეცნიერები: ელაპარაკეთ მომაკვდავებს, მათ ხმა გონების დაკარგვის შემდეგაც ესმით
მოხსენების თანახმად, კარდიოლოგებს მსგავსი შეგრძნებების შესახებ ყოველი მეხუთე რეანიმირებული პაციენტი უამბობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ანგარიშის ავტორებმა 567 მამაკაცი და ქალი გამოკითხეს, რომელთაც ჰოსპიტალიზაციის დროს გული გაუჩერდათ, მაგრამ გულ-სისხლძარღვთა რეანიმაცია წარმატებით დასრულდა. ამასთან მათი მხოლოდ 10% დარჩა ცოცხალი და საავადმყოფოდან გაწერას მოესწრო.
მკვლევარებმა ასევე შეისწავლეს ტვინის აქტივობის სცენარები, რომლებიც სიკვდილისწინა მდგომარეობას ახასიათებს. აღმოჩნდა, რომ როდესაც ადამიანის რეანიმირებას ცდილობენ, მისი ტვინი დაახლოებით ისე მუშაობს, როგორც ფხიზელი, ოღონდ ღრმად ჩაფირებული ადამიანის ტვინი, რომელიც რაღაცის გახსენებას, ან რამის შეფასებას ცდილობს.

„ის ფაქტი, რომ ყველა პაციენტი, ვინც კლინიკური სიკვდილი განიცადა და შეგრძნებები დაამახსოვრდა, დაახლოებით ერთნაირად აღწერს მოვლენებს, ასევე ის ფაქტი, რომ მათი ტვინები ამ დროს ანალოგიურად იქცევიან, ამტკიცებს, რომ სიკვდილის წინა განცდები ნამდვილად არსებობს. ჩვენ პირველად შევძელით მათი „დაჭერა“ მასშტაბური კვლევის დროს“, — აცხადებს მოხსენების წამყვანი ავტორი სემ პარნია.

მისი თქმით, ადამიანის ცნობიერება (ისევე, როგორც სხვა ბიოლოგიური ფუნქციები) „მუშაობას“ სიკვდილის დადგომისთანავე არ წყვეტს. როცა ტვინი გათიშვას იწყებს, თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების ქერქში შიდა მუხრუჭები განიბლოკება, რის შედეგადაც ადამიანი საკუთარი ცნობიერების სიღრმეში იძირება და იქ ადრეული ბავშვობიდან „ჩამარხულ“ მოგონებებსა და აზრებს აწყდება.
მანამდე ბრიტანელმა მეცნიერებმა, რომელთა შრომაც გამოქვეყნებულია ჟურნალში Nature, დაასკვნეს, რომ მომაკვდავ ადმიანს, თუნდაც ის გონებაზე აღარ იყოს, მაინც ესმის გარემოს ხმები. მათი თქმით, სმენა უკანასკნელი გრძნობაა, რომელსაც ადამიანი სიკვდილისას კარგავს.
ყველა ახალი ამბავი
0