https://sputnik-georgia.com/20230912/putinis-sityva-armosavletis-ekonomikur-forumze-282199178.html
პუტინის სიტყვა აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე: რამდენიმე მთავარი მომენტი
პუტინის სიტყვა აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე: რამდენიმე მთავარი მომენტი
Sputnik საქართველო
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სიტყვით გამოვიდა აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე, რომელიც ვლადივოსტოკში... 12.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-12T17:02+0400
2023-09-12T17:02+0400
2023-09-12T21:43+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
რუსეთი
პოლიტიკა
ეკონომიკა
აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი
ვლადიმირ პუტინი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0c/282199004_0:171:3034:1878_1920x0_80_0_0_e4cb731af2572554be6871d552237052.jpg
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სიტყვით გამოვიდა აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე, რომელიც ვლადივოსტოკში 10 სექტემბერს დაიწყო და 13 სექტემბრამდე გასტანს.სააგენტო რია ნოვოსტიმ, რომელიც ფორუმის გენერალური საინფორმაციო პარტნიორია, რუსეთის ლიდერის სიტყვიდან მთავარი გზავნილები ამოკრიბა.საომარი მოქმედებების შეწყვეტავლადიმირ პუტინს მიაჩნია, რომ საომარი მოქმედებების შეჩერება შეუძლებელია, ვინაიდან „მოწინააღმდეგე მხარე კონტრშეტევას ახორციელებს“.ამასთან რუსეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო 6-7 თვის განმავლობაში 270 ათასმა ადამიანმა ნებაყოფლობით მოაწერა ხელი შეიარაღებულ ძალებსა და მოხალისეობრივ დანაყოფებში სამსახურის კონტრაქტებს.„ადამიანები შეგნებულად მიდიან სამხედრო სამსახურში დღევანდელ პირობებში, იმის გაცნობიერებით, რომ საბოლოო ჯამში ისინი ფრონტზე აღმოჩნდებიან. ჩვენი მამაკაცები, რუსი კაცები, რომლებმაც იციან, რა ელოდებათ, იციან, რომ შეიძლება სიცოცხლის გაღება მოუხდეთ სამშობლოსთვის, მძიმედ დაიჭრნენ, მაგრამ მაინც აკეთებენ ამას შეგნებულად და ნებაყოფლობით, სამშობლოს ინტერესების დასაცავად", — აღნიშნა პუტინმა.ტერაქტის მცდელობა ბირთვულ ობიექტზერუსეთის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა უკრაინის სპეცსამსახურების დივერსიული ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავა, ნაწილი გაანადგურა, დანარჩენები კი ტყვედ აიყვანა.ტურბულენტობა მსოფლიოშირუსეთის ლიდერის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში გლობალური ეკონომიკა შეიცვალა და კვლავაც იცვლება, მათ შორის იმის გამო, რომ ზოგიერთი ქვეყანა, პირველ რიგში დასავლეთი, საკუთარი ხელით ანგრევს თავისივე ხელით შექმნილ-აგებულ ფინანსურ, სავაჭრო, ეკონომიკურ ურთიერთობათა სისტემას.თანამშრომლობა აზია–წყნარი ოკეანის რეგიონთანრუსეთის პრეზიდენტის მონაცემებით, გასულ წელს რუსეთის სავაჭრო ბრუნვა აზია–წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან 13,7%-ით გაიზარდა, ხოლო მიმდინარე წლის პირველ ნახევარში – კიდევ 18,3%-ით.აშშ-სომხეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნებისომხეთისა და აშშ-ის თანამშრომლობაზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს რაიმე სახის გადახვევას.რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობარუსეთი და ჩინეთი არავის წინააღმდეგ არ ქმნიან სამხედრო კავშირებს და არავის წინააღმდეგ არ მეგობრობენ, აღნიშნა პუტინმა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0c/282199004_303:0:3034:2048_1920x0_80_0_0_f188e6adb1be3dd4f01b7186228f28bb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთი, პოლიტიკა, ეკონომიკა, აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი, ვლადიმირ პუტინი
მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები, რუსეთი, პოლიტიკა, ეკონომიკა, აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი, ვლადიმირ პუტინი
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სიტყვით გამოვიდა აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე, რომელიც ვლადივოსტოკში 10 სექტემბერს დაიწყო და 13 სექტემბრამდე გასტანს.
სააგენტო
რია ნოვოსტიმ, რომელიც ფორუმის გენერალური საინფორმაციო პარტნიორია, რუსეთის ლიდერის სიტყვიდან მთავარი გზავნილები ამოკრიბა.
საომარი მოქმედებების შეწყვეტა
ვლადიმირ პუტინს მიაჩნია, რომ საომარი მოქმედებების შეჩერება შეუძლებელია, ვინაიდან „მოწინააღმდეგე მხარე კონტრშეტევას ახორციელებს“.
„რა უნდა გავაკეთოთ? ისინი კონტრშეტევაზე მოდიან და ჩვენ კი ვთქვათ, რომ ვწვეტთ [საომარ მოქმედებებს]? ჩვენ ხომ ტროცკისტები არ ვართ. მოძრაობა ყველაფერია, საბოლოო მიზანი კი არაფერი. ეს ცუდი თეორიაა", — განაცხადა მან.
ამასთან რუსეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო 6-7 თვის განმავლობაში 270 ათასმა ადამიანმა ნებაყოფლობით მოაწერა ხელი შეიარაღებულ ძალებსა და მოხალისეობრივ დანაყოფებში სამსახურის კონტრაქტებს.
„ადამიანები შეგნებულად მიდიან სამხედრო სამსახურში დღევანდელ პირობებში, იმის გაცნობიერებით, რომ საბოლოო ჯამში ისინი ფრონტზე აღმოჩნდებიან. ჩვენი მამაკაცები, რუსი კაცები, რომლებმაც იციან, რა ელოდებათ, იციან, რომ შეიძლება სიცოცხლის გაღება მოუხდეთ სამშობლოსთვის, მძიმედ დაიჭრნენ, მაგრამ მაინც აკეთებენ ამას შეგნებულად და ნებაყოფლობით, სამშობლოს ინტერესების დასაცავად", — აღნიშნა პუტინმა.
ტერაქტის მცდელობა ბირთვულ ობიექტზე
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა უკრაინის სპეცსამსახურების დივერსიული ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავა, ნაწილი გაანადგურა, დანარჩენები კი ტყვედ აიყვანა.
„დაკითხვებმა აჩვენა, რომ მათი ამოცანა ჩვენი ერთ-ერთი ატომური ელექტროსადგურის დაზიანება და ელექტროგადამცემი ხაზის აფეთქება იყო იმ მიზნით, რომ საბოლოო ჯამში ენერგეტიკული სადგურის მუშაობა შეფერხებულიყო. ეს არ არის პირველი ასეთი მცდელობა", — დაასკვნა პუტინმა.
რუსეთის ლიდერის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში გლობალური ეკონომიკა შეიცვალა და კვლავაც იცვლება, მათ შორის იმის გამო, რომ ზოგიერთი ქვეყანა, პირველ რიგში დასავლეთი, საკუთარი ხელით ანგრევს თავისივე ხელით შექმნილ-აგებულ ფინანსურ, სავაჭრო, ეკონომიკურ ურთიერთობათა სისტემას.
„ფართოვდება იმ სახელმწიფოების ნამდვილად საქმიანი თანამშრომლობის სივრცე, რომლებიც არ ემორჩილებიან რაიმე გარე ზეწოლას და საკუთარ ეროვნულ ინტერესებს მისდევენ. <... > ისინი ათვლის წერტილად არა რომელიმე მიმდინარე პოლიტიკურ მომენტს, არამედ საკუთარი პროექტების პროგრესს მიიჩნევენ“, — აღნიშნა პუტინმა.
თანამშრომლობა აზია–წყნარი ოკეანის რეგიონთან
რუსეთის პრეზიდენტის მონაცემებით, გასულ წელს რუსეთის სავაჭრო ბრუნვა აზია–წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან 13,7%-ით გაიზარდა, ხოლო მიმდინარე წლის პირველ ნახევარში – კიდევ 18,3%-ით.
აშშ-სომხეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნები
სომხეთისა და აშშ-ის თანამშრომლობაზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს რაიმე სახის გადახვევას.
„არ მგონია, რომ რაიმე სახის გადახვევა არსებობდეს. ჩვენ ვხედავთ და გვესმის, თუ რა ხდება", — განაცხადა მან.
რუსეთი და ჩინეთი არავის წინააღმდეგ არ ქმნიან სამხედრო კავშირებს და არავის წინააღმდეგ არ მეგობრობენ, აღნიშნა პუტინმა.
„ჩვენ არ ვქმნით სამხედრო კავშირებს, ჩვენ არ ვმეგობრობთ ვინმეს წინააღმდეგ. ჩვენ მხოლოდ ჩვენი ხალხების ინტერესებში ვმეგობრობთ. და მომავალშიც ასე გაგრძელდება“, — დაასკვნა რუსეთის პრეზიდენტმა.