პუტინი: დასავლეთი ფინანსური ურთიერთობების სისტემას ანგრევს

© photo: Sputnik / Vitali Ankov  / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2023
გამოწერა
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. გლობალური ეკონომიკა კვლავ იცვლება, პირველ რიგში იმიტომ, რომ დასავლეთი ფინანსური ურთიერთობების სისტემას ანგრევს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღმოსავლეთის VIII ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე.

„ჩვენ კარგად ვიცით, ვხედავთ, როგორ შეიცვალა და კვლავაც იცვლება გლობალური ეკონომიკა ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის იმის გამო, რომ ზოგი ქვეყანა, პირველ რიგში დასავლური, საკუთარი ხელით ანგრევს ფინანსური, სავაჭრო, ეკონომიკური ურთიერთობების სისტემას, რომელიც თავად შექმნა და ააგო", — აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ფონზე ფართოვდება იმ სახელმწიფოების ნამდვილი საქმიანი თანამშრომლობის სივრცე, რომლებიც არ ემორჩილებიან რაიმე გარე ზეწოლას და საკუთარ ინტერესებს მისდევენ.
აღმოსავლეთის VIII ეკონომიკური ფორუმი 2023 წლის 10-13 სექტემბერს ვლადივოსტოკში, შორეული აღმოსავლეთის ფედერალური უნივერსიტეტის (DEFU) კამპუსის ტერიტორიაზე იმართება.
წყარო: „რია ნოვოსტი“
ყველა ახალი ამბავი
0