https://sputnik-georgia.com/20230912/282184046.html
თრომბის დადგენა თავადაც შეგიძლიათ: დასახელდა ნიშნები და თრომბის დამშლელი პროდუქტები
თრომბის დადგენა თავადაც შეგიძლიათ: დასახელდა ნიშნები და თრომბის დამშლელი პროდუქტები
Sputnik საქართველო
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. თრომბი, რომელიც ცილებისა და თრომბოციტების შეწებების შედეგად წარმოიქმნება და უფრო ხშირად ფეხებისა და ხელების სისხლძარღვებში... 12.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-12T14:22+0400
2023-09-12T14:22+0400
2023-09-12T19:00+0400
ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები
თრომბი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0c/282183563_0:210:2896:1839_1920x0_80_0_0_e23530258c1921b91fbb8b0362b3c75e.jpg
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. თრომბი, რომელიც ცილებისა და თრომბოციტების შეწებების შედეგად წარმოიქმნება და უფრო ხშირად ფეხებისა და ხელების სისხლძარღვებში ვითარდება, ასევე შეიძლება განვითარდეს გულის, ტვინისა და ფილტვების სისხლძარღვებშიც კი, აცხადებენ სპეციალისტები.ამასთან, მათი თქმით, თრომბოზი შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანს, მათ შორის, ბავშვებსაც კი დაემართოს. კარდიოლოგების განმარტებით, გულის სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნას ხელს უწყობს არაერთი დაავადება თუ პროცესი, მაგალითად, ადამიანისთვის შეუჩვეველი ტემპერატურული პირობებიც კი.როგორც ისინი ამბობენ, ადამიანს თავადაც შეუძლია დაადგინოს, რომ მის გულ-სისხლძარღვთა სისტემაში თრომბოზი ჩამოყალიბდა. ამაზე რამდენიმე სიმპტომი მეტყველებს, რომლებიც სხეულის გარკვეულ ნაწილებში ჩნდება.მათი თქმით, თუ თრომბი ჩნდება კორონარულ არტერიაში — მარჯვენასა თუ მარცხენაში, ან მის განტოტებებში, მაშინ ადამიანი მიოკარდის ინფარქტის მთელ კლასიკურ სიმპტომატიკას იგრძნობს.ეს სიმპტომები მრავალგვარია, თუმცა შემთხვევათა 80%-ზე მეტში მტკივნეული რეაქციით — მკერდის შებოჭვის შეგრძნებით, ტკივილითა და ზოგჯერ წვითაც ვლინდება.სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ, თუ წარმოქმნილი თრომბი რომელიმე არტერიის „სანათურს“ დახურავს, სისხლის ნაკადის, მისი კვებისა და ჟანგბადით გამდიდრების დეფიციტი გაჩნდება. უმეტეს შემთხვევაში ეს დეფიციტი ვლინდება ძლიერი ტკივილით ფეხში, მკლავში ან რომელიმე ორგანოში.ამასთან ბრიტანეთის ვენებისა და სისხლძარღვების ინსტიტუტის მონაცემებიდან ირკვევა, რომ ექიმის მიერ პაციენტისთვის დანიშნული ანტიკოაგულანტების გარდა, თრომბების წარმოქმნას ასევე ეფექტურად ებრძვის ხილ-ბოსტნეულში შემავალი ქიმიური ნივთიერებები — ბრომელაინი და რუტინი. უფრო მეტიც, ეს ნივთიერებები არა მარტო ეწინააღმდეგება თრომბების წარმოქმნას, არამედ უკვე ჩამოყალიბებულსაც შლის.მათი თქმით, ეს პროდუქტებია:გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებისა, ბრიტანელი ექიმები ცალკე გამოყოფენ ორი სახის სანელებელს, როგორც თრომბოზის პროფილაქტიკურ საშუალებას. ესენია:კურკუმა — მეცნიერების თქმით, აღნიშნული სანელებელი, მასში შემავალი აქტიური ინგრედიენტის კურკუმინის მძლავრი ანტითრომბოციტული ეფექტის გამო ანტიკოაგულანტის მსგავსად მოქმედებს და შეუძლია დაიცვას ადამიანი თრომბოზების ჩამოყალიბებისგან. გარდა ამისა, კურკუმინს ასევე ახასიათებს ანტიკანცეროგენული და ანტიოქსიდანტური ეფექტი.ჯანჯაფილი — სუპერპროდუქტი, რომელიც ცნობილია ანტიკოაგულანტური თვისებებით. ჯანჯაფილი შეიცავს სალიცილატს, რომელიც საპირინის ძირითადი ქიმიური ელემენტია.მიუხედავად ამისა, ექიმების თქმით, თრომბოზის მკურნალობა მხოლოდ ხილ-ბოსტნეულის ხარჯზე რეკომენდებული არ არის. ეს იმიტომ, რომ თრომბის სახლის პირობებში, ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობას შესაძლოა სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში პრობლემები მოჰყვეს, კერძოდ, თრომბი დაიძრას და სხეულის სხვა ნაწილში გადაინაცვლოს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0c/282183563_83:0:2814:2048_1920x0_80_0_0_006a42225004d202affef7aafbbc411d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ექიმის რჩევები, სასარგებლო რჩევები , თრომბი
ექიმის რჩევები, სასარგებლო რჩევები , თრომბი
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. თრომბი, რომელიც ცილებისა და თრომბოციტების შეწებების შედეგად წარმოიქმნება და უფრო ხშირად ფეხებისა და ხელების სისხლძარღვებში ვითარდება, ასევე შეიძლება განვითარდეს გულის, ტვინისა და ფილტვების სისხლძარღვებშიც კი, აცხადებენ სპეციალისტები.
ამასთან, მათი თქმით, თრომბოზი შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანს, მათ შორის, ბავშვებსაც კი დაემართოს.
კარდიოლოგების განმარტებით, გულის სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნას ხელს უწყობს არაერთი დაავადება თუ პროცესი, მაგალითად, ადამიანისთვის შეუჩვეველი ტემპერატურული პირობებიც კი.
როგორც ისინი ამბობენ, ადამიანს თავადაც შეუძლია დაადგინოს, რომ მის გულ-სისხლძარღვთა სისტემაში თრომბოზი ჩამოყალიბდა. ამაზე რამდენიმე სიმპტომი მეტყველებს, რომლებიც სხეულის გარკვეულ ნაწილებში ჩნდება.
მათი თქმით, თუ თრომბი ჩნდება კორონარულ არტერიაში — მარჯვენასა თუ მარცხენაში, ან მის განტოტებებში, მაშინ ადამიანი მიოკარდის ინფარქტის მთელ კლასიკურ სიმპტომატიკას იგრძნობს.
ეს სიმპტომები მრავალგვარია, თუმცა შემთხვევათა 80%-ზე მეტში მტკივნეული რეაქციით — მკერდის შებოჭვის შეგრძნებით, ტკივილითა და ზოგჯერ წვითაც ვლინდება.
„ტკივილი შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. ის გადაეცემა მარცხენა ხელს, როგორც წესი, მარცხენა მხარსა და წინამხარს“, — აზუსტებენ ექიმები.
სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ, თუ წარმოქმნილი თრომბი რომელიმე არტერიის „სანათურს“ დახურავს, სისხლის ნაკადის, მისი კვებისა და ჟანგბადით გამდიდრების დეფიციტი გაჩნდება. უმეტეს შემთხვევაში ეს დეფიციტი ვლინდება ძლიერი ტკივილით ფეხში, მკლავში ან რომელიმე ორგანოში.
ამასთან ბრიტანეთის ვენებისა და სისხლძარღვების ინსტიტუტის მონაცემებიდან
ირკვევა, რომ ექიმის მიერ პაციენტისთვის დანიშნული ანტიკოაგულანტების გარდა, თრომბების წარმოქმნას ასევე ეფექტურად ებრძვის ხილ-ბოსტნეულში შემავალი ქიმიური ნივთიერებები — ბრომელაინი და რუტინი. უფრო მეტიც, ეს ნივთიერებები არა მარტო ეწინააღმდეგება თრომბების წარმოქმნას, არამედ უკვე ჩამოყალიბებულსაც შლის.
მათი თქმით, ეს პროდუქტებია:
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებისა, ბრიტანელი ექიმები ცალკე გამოყოფენ ორი სახის სანელებელს, როგორც თრომბოზის პროფილაქტიკურ საშუალებას. ესენია:
კურკუმა — მეცნიერების თქმით, აღნიშნული სანელებელი, მასში შემავალი აქტიური ინგრედიენტის კურკუმინის მძლავრი ანტითრომბოციტული ეფექტის გამო ანტიკოაგულანტის მსგავსად მოქმედებს და შეუძლია დაიცვას ადამიანი თრომბოზების ჩამოყალიბებისგან. გარდა ამისა, კურკუმინს ასევე ახასიათებს ანტიკანცეროგენული და ანტიოქსიდანტური ეფექტი.
ჯანჯაფილი — სუპერპროდუქტი, რომელიც ცნობილია ანტიკოაგულანტური თვისებებით. ჯანჯაფილი შეიცავს სალიცილატს, რომელიც საპირინის ძირითადი ქიმიური ელემენტია.
მიუხედავად ამისა, ექიმების თქმით, თრომბოზის მკურნალობა მხოლოდ ხილ-ბოსტნეულის ხარჯზე რეკომენდებული არ არის. ეს იმიტომ, რომ თრომბის სახლის პირობებში, ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობას შესაძლოა სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში პრობლემები მოჰყვეს, კერძოდ, თრომბი დაიძრას და სხეულის სხვა ნაწილში გადაინაცვლოს.