ომალოში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2023
გამოწერა
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. თუშეთში, სოფელ ომალოში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სარდაფში, სავარაუდოდ, ერთი წლის წინ გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი სახლის მეპატრონემ იპოვა, რომელიც უცხოეთში ცხოვრობდა და ორი წლის განმავლობაში ომალოში არ ყოფილა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. მედიის ინფორმაციით, ცხედარი ჭერზე თოკით იყო ჩამოკიდებული.
ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილი, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0